ახირება თუ ქველმოქმედება
„ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს ფული საკმარისზე მეტი აქვთ და ისინი ამ ფულის დახარჯვის ახალ, ორიგინალურ მეთოდებს იგონებენ. თუმცა, ზოგჯერ მთელ მსოფლიოს აძლევენ ქველმოქმედების მაგალითს. განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი გარემოს მიმართ არიან. მაგალითად, ნატალი პორტმანი უამრავი ეკოლოგიური ასოციაციის წევრია. ის აქციებშიც იღებს მონაწილეობას და დიდ თანხებსაც ხარჯავს. პენელოპა კრუსმა სპეციალური თავშესაფარი დააარსა უპატრონო კატებისთვის. ჯასთინ თიმბერლეიქი რეგულარულად კვებავს მაწანწალა ძაღლებს. ლეონარდო დიკაპრიომ შექმნა და თავადვე ხელმძღვანელობს ვეფხვების დაცვის ასოციაციას. ავსტრალიელი მოდელი, მირანდა კერი განსაკუთრებით ზრუნავს კოალების პოპულაციაზე.
ნატალი პორტმანმა ბოლოს გორილების დასაცავად მოწყობილ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ჯასთინ თიმბერლეიქს უკვე 100 000 დოლარი აქვს დახარჯული ძაღლების კვებაში, განსაკუთრებით კი მემფისელ ძაღლებს გაუმართლათ.
პენელოპა კრუსი ზოგჯერ თვითონაც მუშაობს დამლაგებლად კატების თავშესაფარში.
ლეონარდოს შემოსავალი კი 1 მილიონი დოლარით შემცირდა. მან ეს თანხა ვეფხვების პოპულაციის აღორძინების საქმეს მოახმარა.