კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერიას დღიურებიდან



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹20-25(547)
რა არ იღონა ომის შემდგომ საბჭოთა ხელისუფლებამ, წაქცეული და განადგურებული ქვეყნის ფეხზე დაყენება წარმოუდგენლად რთული იყო, თითქმის შეუძლებელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა მათთვის, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული. ქვეყნის სწორმა და თითქმის უშეცდომო ადმინისტრირებამ თავისი შედეგი გამოიღო. უზარმაზარ ქვეყანაში ყველა შრომობდა – დამნაშავენიც და პატიოსანი ადამიანებიც. მაგრამ ახალ შეკრულ სახელმწიფოს, სხვა ტიპის მტრები გამოუჩნდნენ – მავნებლები, ბიუროკრატები და მედროვეები. ვის უნდა მოეგვარებინა ახალი პრობლემები, თუ არა ლავრენტი ბერიას.
1952 წლის  22 იანვარი
სტალინმა გაფართოებული თათბირი მოიწვია, თითქმის ყველა ხელმძღვანელი მუშაკი იყო. მე გვერდიდან არ მოუშორებივარ. კარგ ხასიათზე იყო. ხაზგასმით ისაუბრა ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, მერე მე გადმომხედა და იხუმრა – აი, კაცი, ბავშვებით გაავსო თავისი მეურნეობაო. ჩემს სიტყვაში აღვნიშნე ახალგაზრდობის როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ვთქვი, რომ მათი ახალგაზრდული ენერგიის წყალობით, შევძელით ომგამოვლილი ქვეყნის ხელახლა აშენება. იმის მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში, კადრებს ნაკლად უთვლიდნენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ნაკლია, აბა, რა არის, – შემაწყვეტინა კობამ, თან ისეთი ნაკლი, რომელიც სამწუხაროდ, მალე გადის, ნეტა, ჩვენ გვქონდეს ასეთი ნაკლი, თან დიდი ოდენობითო.
1952 წლის 7 თებერვალი
ნინომ სიურპრიზი დამახვედრა, კოლექტიური წერილი გადმომცა, სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის მშრომელებისგან – თვე-ნახევარია, დაზიანებების გამო სოფელს წყალი არ აქვს თურმე. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ცეკას მდივანი აღარ ვარ. სამეგრელო წყალში იხრჩობა და იქ რომ წყალი არ ექნებათ, რა ეკუთნის იმ რაიკომის მდივანს? ხვალ თათბირზე კობას ვეტყვი ამ ამბავს, ვნახოთ, ახლა რას იტყვის მავნებლებზე.
1952 წლის  3 მარტი
კურჩატოვმა კიდევ ერთხელ მითხრა სერგოზე, ნიჭიერი ფიზიკოსია და  ჯგუფში ჩარიცხვა გვინდაო, კობას ვუთხარი, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები, კარგი ფიზიკოსი ბევრია, მაგრამ სპეციალურ ჯგუფში ყველა არ უნდა იყოს, მით უმეტეს ჩემი შვილი. დამეთანხმა, თან იხუმრა, მეც ეგრე მირჩევნია, თორემ მამა-შვილი ამაფეთქებთო.
 1952 წლის  10 აპრილი
კობას დიდი წმენდის გეგმა აქვს, ოღონდ სისხლის გარეშე. ამბობს, ადრე ქვეყნის შიგნით გვყავდა პოლიტიკური მტრები, სხვადასხვა შეთქმულებას და ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ, ტყვიით მოდიოდნენ და ჩვენც ტყვიით უნდა დავხვედროდითო. ახლა, მათი განადგურების შემდეგ, სხვანაირი მტერი გვყავს – გარყვნილი ბიუროკრატები და სახელმწიფო ქონების დამტაცებლები. ამათი კედელთან მიყენება არ იქნება სწორი. უნდა გამოვავლინოთ, ნაქურდალი დავაბრუნებინოთ, ქონების კონფისკაცია მოვახდინოთ და შრომით გამოისყიდონ დანაშაულიო.
1952 წლის 3 მაისი
გამოვავლინეთ კუიბიშევის ნავთობბაზის ხუთი თანამშრომელი. ისინი ორგანიზაციებზე, რაიაღმასკომებზე, საბავშვო ბაღებზე, თავის თანამშრომლებზე არალიმიტირებულად გასცემდნენ ნავთს. თითოეულს ათ-ათი წელი მიესაჯა, ასეთივე სასჯელი მიიღეს ციმბირის ერთ-ერთი სატყეო ქარხნის დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა.
1952 წლის 29 მაისი
გამოვავლინეთ მძიმე ბოროტმოქმედი, ყარაყალპაკეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის  ვაჭრობის სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო ბიუროს კონტროლიორი – მიერხან უფაევა და მასთან ერთად, მაქინატორების ჯგუფი. როგორც აღმოჩნდა, მათ მიერ ჩადენილი სასურსათო მაქინაციებით, ქვეყანას ხუთასი ათასი მანეთის ზარალი მიადგა. ამ შემთხვევაში მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო, უფაევას და ექსპედიტორ პაკას სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯათ, ამ ჯგუფის ოთხ წევრს კი – ათ-ათი წლით პატიმრობა.
1952 წლის 18 ივნისი
აღვკვეთეთ სერიოზული დანაშაული, ებრაელების ავტონომიური ოლქის მნიშვნელოვან ობიექტზე. ოქროს გასაღება-მომარაგების თანამშრომლებმა, რთული ოპერაცია განახორციელეს. ჩვენმა ჯგუფებმა ბევრი იმუშავეს, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოუჩინეს. აქ აგენტურამაც მოიკოჭლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ყალბი საბუთებით პურს იტაცებდნენ. მართალი იყო კობა, ეგენი ოქროს არ უნდა მიაკაროო, დამნაშავეთა ჯგუფის ყველა წევრს ათ-ათი წელი მიესაჯა, ორ მათგანს ხუთ-ხუთი წელი – გამონაკლისის სახით. კონფისკაციის დროს სახლებში ყველას ჰქონდა დამალული ოქრო.
1952 წლის 2 ივლისი
გამოვავლინეთ იაროსლავლში ქალების ჯგუფი, რომლებიც დიდი ოდენობით სურსათს იპარავდნენ. ხუთ ქალს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ერთ-ერთს ფინეთის ომში დაღუპული მეუღლე ჰყავდა. ყველანი ბავშვიანები იყვნენ, მაგრამ კობამ მარტო ის შეიწყალა. კიდევ შეიწყალა ფრონტზე დაღუპული მეომრის ქვრივი და იმისი მეზობლები, რომლებიც კოლმეურნეობის მინდვრებიდან ჭარხალს იპარავდნენ. მათ ორ-ორი წელი ჰქონდათ მისჯილი და თხოვნით მიმართეს სტალინს.
1952 წლის 21 ივლისი
სოფლის მეურნეობის ორგანიზატორების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ტამბოვშჩინის ერთ-ერთ კოლმეურნეობაში რამდენიმე სული საქონელი და 35 ქათამი დააკლდათ. კობამ და მოლოტოვმა ასეთ წვრილმანებსაც დასდევო. არადა, ეს წვრილმანი არ არის, ვისაც სოფელში უცხოვრია, იმან იცის. კოლმეურნეობის თავმჯდომარეს და ფერმის გამგეს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯათ.
1952 წლის 5 აგვისტო
როგორ არ ვებრძვით სარეველებს, მაგრამ მაინც ამოდიან. ახალი თაღლითობა მოიგონეს, თამბაქოს პურზე ცვლიან. ჩიტაში, ჩერნიშევსკის რაიონში სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით ორ ქალს ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი ბაზარში თამბაქოს პურზე ცვლიდნენ.
1952 წლის 17 აგვისტო
არ მომწონს კობას ჯანმრთელობა, ოჯახებით აგარაკზე ვიყავით და ჩემმა სერგომ მითხრა, ცუდად არის და არ იმჩნევსო, სუფრიდან ადგა და ცოტა ხნით გავიდა. სერგოს დაუნახავს, ეზოში, ხესთან იდგა წელში მოხრილი და მძიმედ სუნთქავდაო. ცოტა ხანში შემოვიდა და ჩვეულებრივად იყო, რა ვიცი?!
1952 წლის  7 სექტემბერი
ახალ მავნებლობას ვებრძვით, სპეკულაციას. 107-ე მუხლი უნდა გამკაცრდეს, წინადადება დავაყენე, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი ვერ დაიძრა. არადა, ამან სერიოზული ხასიათი მიიღო, სპეკულანტობენ ყველაფრით, განსაკუთრებით სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტებით, ფქვილით, თაფლით, კარაქით. ეს იმ დროს, როცა სოფლის მეურნეობის გეგმაა შესასრულებელი. ტანსაცმელსაც კი ცვლიან სურსათზე.
    1952 წლის  22 სექტემბერი
კობასთან ჩემზე ცუდი ენები მიაქვთ. ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს, ახლა ძველ რაღაცეებს დამახინჯებულად იხსენებენ. პირში ვერაფერს მეუბნებიან, ეშინიათ, იციან, რომ გავანადგურებ. ზურგს უკან  დაიწყეს ორმოს თხრა. სტალინი პატარა ბავშვი არ არის, ჩვენ რევოლუციის წლები გავიარეთ ერთად. არაფერი არ გამოუვათ, ცეცხლთან თამაში მოუნდათ ბიჭებს. ვნახოთ, ვისი აჯობებს.
1952 წლის 11 ოქტომბერი
ახალ ბინაში გადავდივართ. ნინო გახარებულია, არ იცის, რა ქნას – აქეთ-იქით დარბის, მეზობლებში გათხოვებულ ნივთებს აგროვებს, სერგოს ლანძღავს, აგვიანებსო. ორი მანქანა არ იყო საჭირო, ერთიც გვეყოფოდა. მუშები გააგიჟა, მეცოდებიან მის ხელში. რაღაცა მოვიმიზეზე და გამოვექეცი. ათასი საქმე მაქვს, ამათთვის სად მცალია. თან, სერგოც გამოჩნდა და დედა-შვილი უჩემოდ გაარკვევენ ყველაფერს.
1952 წლის 17 ოქტომბერი
სპეკულაციასთან ბრძოლამ ხალხი ამოასუნთქა, მაგრამ ახლა წვრილმანმა დანაშაულმა წამოყო თავი. სარეველა რამდენიც არ უნდა მოსპო, მაინც ამოდის. ასეთ საკითხებს ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა მიხედონ, რა შუაშია აქ ამხანაგი ბერია. ჩემი ბრალია, ალბათ, პირდაპირ უნდა ვთქვა – სადაც საჭიროა, რომ ამდენი დრო არ მაქვს.
P.S. შეიძლება, პავლოვიჩი აჭარბებს კიდეც თავისი დამსახურებების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა, სახელმწიფოში წამოჭრილი ახალი პრობლემის დროს ხელმძღვანელობა მას არ ივიწყებდა. პირიქით, ბერია ყოველთვის თავის თავზე იღებდა თითქმის შეუსრულებელ დავალებებს და ისიც ცხადია, რომ მისთვის  შეუსრულებელი არაფერი იყო.

скачать dle 11.3