კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეკრძალება მზეზე დიდხანს წოლა



მზე, პრაქტიკულად, ყველა სახის გამოსხივების წყაროა. ხილული სინათლე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მხოლოდ ერთ-ერთი სახეა. ელექტრომაგნიტურია, ასევე, რადიოტალღები, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება. ასეთი ტალღების გარდა, მზისგან მოდის ისეთი ნაწილაკების ნაკადები, როგორებიცაა ნეიტრონები, ასევე, მზის ქარი – დამუხტულ ნაწილაკთა, ანუ წყალბადის ატომის ბირთვებისა და ელექტრონების ნაკადი.
მზის აქტიურობით გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ადამიანის ორგანიზმში მომატებულია სისხლში ადრენალინის გამოტყორცნის პროცესი. ის შედარებით ნელა და წყვეტილად მოედინება, გული კი საგრძნობლად იტვირთება, რაც, შესაძლოა, გახდეს ჰიპერტონიული კრიზის, ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამინდის გათვალისწინება და საჭირო ზომების მიღება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის საზიანო არ არის, თუ ატმოსფეროს ოზონურ შრეს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სიმკვრივე და აკავებს ულტრაიისფერი ნაკადის 99 პროცენტს. მაგრამ, ოზონური შრის დარღვევა დამატებით ყურადღებასა და კანის დაცვას მოითხოვს.
ქერათმიანი ადამიანები, რომელთაც ნაზი და თეთრი კანი აქვთ, ჟღალთმიანები და ჭორფლიანები და ასევე, ისინი, ვისაც ტანზე ბევრი მუქი ფერის ხალი აქვთ, უმჯობესია, თუ საერთოდ არ გაირუჯებიან.

скачать dle 11.3