კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არ შეიძლება არაუკარიას მორწყვა და რომელ მცენარეს არ ესევა მანვებლები



„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, რომელი მცენარის გაზრდა შეიძლება ამ სეზონზე ბაღში, კარგად იყვავილებს თუ არა პრიმულა და როგორ მოვუაროთ არაუკარიას ზაფხულის ცხელ დღეებში.
– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა არაუკარია და რას გვეტყვით მის შესახებ?
– ის ულამაზესი ტროპიკული მცენარეა. ერთი შეხედვით ნაძვის ხეს წააგავს. შესანიშნავად ხარობს ოთახის პირობებში და ლამაზი ტოტებით ყველას ყურადღებას იპყრობს.
– შესაძლებელია თუ არა მისი გახარება ბაღში?
– არაუკარიას ოჯახში 14 სახეობა შედის, მათგან მხოლოდ რამდენიმეს გაზრდაა შესაძლებელი ეზოს პირობებში, დანარჩენი კი მხოლოდ ქოთანში უნდა გაზარდოთ. ის ტროპიკულ გარემოში გრძნობს თავს ყველაზე კარგად.
– პრეტენზიული თუა არაუკარია და როგორ გარემოში გვირჩევთ მის გაზრდას?
– არაუკარია პრეტენზიული მოსავლელი არ არის, და არც ძალიან დიდი იზრდება. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ქარის მიმართ. არ უყვარს ორპირი ქარი და ამიტომ ოთახში ასეთ პირობებს მოარიდეთ.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ არაუკარია და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?
– მცენარე ირგვება მიწით, ტორფითა და ნაკელით გაზავებულ ნიადაგში. მას აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა და შესაძლებელია, ქოთანიც კი გახეთქოს, ამიტომ, გირჩევთ, ორ წელიწადში ერთხელ გადარგოთ. გადარგვისას ფრთხილად იყავით, ფესვები არ დაუზიანოთ. ფესვების დაზიანებამ შეიძლება, არაუკარია გახმობამდე მიიყვანოს.
– რით მრავლდება ეს მცენარე და როგორ მოქმედებს მზე მასზე?
– არაუკარია არ დადგათ მცხუნვარე მზის ქვეშ, რადგან მზე იოლად წვავს მის წიწვებს. ის მრავლდება თესლითაც და კალმითაც. კალამი ფესვიანდება ძალიან გვიან. მის დაფესვიანებას 3-6 თვე სჭირდება. ამიტომ, გირჩევთ, თესლით გაამრავლოთ, ან სულაც უკვე აღმოცენებული შეიძინოთ.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ მცენარისთვის ტემპერატურა და ადგილის სწორად შერჩევა?
– ზაფხულში არაუკარია ტემპერატურის მხრივ პრეტენზიული არ არის, ხოლო რაც შეეხება ადგილს, სასურველია, დადგათ აივანზე ან ეზოებში გაფანტული მზის სხივების ქვეშ.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– არაუკარია ზამთარში მორწყეთ 15 დღეში ერთხელ. ზაფხულში ნიადაგი არ გამოუშროთ. საკვებად დაუმატეთ გრანულების მსგავსი ვიტამინები, რომელშიც კალიუმი და კალციუმი შედის. მცენარის დარგვისას ნიადაგში ასევე შეურიეთ  ტორფი, ფოთლის მიწა და ნაკელი.
– კიდევ რა დამატებით რჩევებს მოგვცემთ ამ მცენარის კარგად გასახარებლად?
– არაუკარია ძალიან ლამაზი მცენარეა. ყველას ვურჩევ მის გახარებას. გახსოვდეთ, ზამთარში დადგით ფანჯარასთან ახლოს, რომ კარგად აიღოს მზის სხივები და ფოტოსინთეზი მოხდეს. ამ მცენარეს მავნებლები არ აწუხებს, ამიტომ, არ იხმაროთ ქიმიური საშუალებები და რაც მთავარია, მცენარე არ მორწყათ ზემოდან.
– რაც შეეხება პრიმულას?
– პრიმულაც ულამაზესი მცენარეა, მისი სამშობლო ავტრალიის კონტინენტია. გამოირჩევა  სხვადასხვა ფერის ყვავილებით და განსაკუთრებით ეფექტური სწორედ ყვავილობის დროსაა.
– სად შეიძლება ამ მცენარის გაზრდა, ბინაში თუ ეზოში?
– შეგიძლიათ პრიმულა გაზარდოთ, როგორც ოთახის პირობებში, ასევე გარე კლიმატშიც. ეს მცენარე კარგად ეგუება ორივე გარემოს. არ არის პრეტენზიული მოსავლელი და იოლად იზრდება.
– რომელ სეზონზე ყვავის მცენარე და როგორ პირობებში ვამყოფოთ ის?
– ამ მცენარეს არ სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება. გაითვალისწინეთ ის, რომ არ უყვარს სიცხე და პირდაპირი მზის სხივები. ის უხვად მოყვავილეა, ყვავილობას იწყებს იანვრიდან, რაც ივლისის ბოლომდე გრძელდება.
– რა სიხშირით სჭირდება პრიმულას წყლის მიწოდება?
– პრიმულას ზაფხულში სამ დღეში ერთხელ სჭირდება წყალი. თუ მიწაში ნესტი მოაკლდა, მაშინვე გაგრძნობინებთ და ჩამოჭკნება. ზამთარში სასურველია, მცენარე ხუთ დღეში ერთხელ მორწყათ.
– რა ტემპერატურა შევურჩიოთ პრიმულას ზამთარ-ზაფხულ და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– ზაფხულში მისთვის ნორმალურია 18-25 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 15-17. ზამთრის პერიოდში, შეგიძლიათ, მცენარე გარეთ დატოვოთ, რადგან ყინვის ამტანია. პრიმულას გასხვლა და ფოთლების შეთხელება არ სჭირდება.
– როგორ გავამრავლოთ პრიმულა?
– ის მრავლდება გაყოფით, თუმცა გახსოვდეთ, რომ მისი ყველა სახეობა არ მრავლდება. არსებობს ერთწლიანი ჯიშებიც, რომელთა ფასიც მინიმალურია და ამავე დროს, ძალიან ლამაზია.
– სად გვირჩევთ მის გახარებას ამ სეზონზე?
– ახლა სასურველია, თუ პრიმულას გარეთ დარგავთ, მაგრამ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ, ამ სეზონზეც ქოთნის პირობებში ამყოფოთ. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ტორფი, ნაკელი, ქვიშა და მიწა.
– რაც შეეხება მავნებლებს?
– მავნებლები პრიმულას არ უჩნდება და ამის ნუ შეგეშინდებათ. როგორც უკვე გითხარით, პრეტენზიული მცენარე არ არის და მინიმალური მოვლის პირობებშიც კი, უხვად და ლამაზად ყვავილობს.

скачать dle 11.3