კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არმანის ზაფხულის კოლექცია – ყველაზე გამჭვირვალე და მდიდრული



არმანიმ არც 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენისას უღალატა საკუთარ სტილს – პოდიუმზე რეტრო სტილში რამდენიმე მოდელი ერთად გამოვიდა. ორ-ორი, სამ-სამი „არმანისეული” ქალბატონი საინტერესო ვარცხნილობითა და თავსაბურავით დასეირნობდა პოდიუმზე. ჩვენების დაწყებამდე კი ჯორჯო არმანიმ პატარა შოუ მოუწყო მილანში, მისი ახალი კოლექციის სანახავად მოსულ მაყურებელს. მოდის სახლის ყველა სტუმარს სკამზე ყუთით შოკოლადები დახვდა. დიზაინერმა ეს ჟესტი იმით ახსნა, რომ მას უნდოდა, ხაზი გაესვა „ფენსი” – სასაცილო გოგოსთვის, რომელიც ჯორჯო არმანის მუზაა და მის წარდგენას ცდილობს ბოლოდროინდელ რამდენიმე ჩვენებაზე. დიზაინერმა ნამდვილად შეასხა ფრთა ჩანაფიქრს – წარმოადგინა ულამაზესი თხელი, ტანზე მომდგარი მოსაცმელები და მუხლს ქვემოთ, სხეულზე მოტმასნილი გამჭვირვალე ქვედაბოლო. სწორედ მსგავსი, ტულის, გამჭვირვალე ქვედაბოლო იქცა ჩვენების მთავარ ქვაკუთხედად, რომელსაც სხვადასხვა მხარეს ჰქონდა წახნაგები. ამ სტილის ქვედაბოლოზე იყო აგებული – მრავალფენიანი ვუალის კაბები; ერთმხრიანი, კოხტა, კოქტეილის კაბა; მინაკეცებიანი განიერი ქვედაბოლო წინ ელვაშესაკრავით – ყველა კოსტიუმის შიდა მხარე მუხლს ქვემოთ გადაჭრილი, ტანზე მოტმასნილი ტული იყო. ეს არმანის ტიპური თვისებაა – აიღოს ერთი დეტალი და ის მთელ კოლექციაში ატრიალოს. წარსულში მისი ტრადიციული ატრიბუტი ქუდი ან განიერი, მამაკაცური შარვლები გახლდათ, რომელიც თანდათან იფურჩქნებოდა და მთელ კოლექციას მეტასტაზებივით ედებოდა.
 მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი არ იმუშავებს? ალბათ, მსგავსი სტილი ხან გაამართლებს და ხან წააგებს. ამჯერადაც ასე მოხდა. კოლექციაში, სადაც მინიმუმ ოთხმოცი კოსტიუმი იყო წარმოდგენილი, ზოგი საკმაოდ მომგებიანი გახლდათ და იყო ისეთებიც, არც ერთ შემთხვევაში რომ არ იმუშავებდა. მომგებიანი იყო ეგრეთ წოდებული „დეივეარის”, ყოველდღიური სამოსის კოსტიუმები, მაგალითად – ღია ჟაკეტები მსუბუქი ბრწყინვალებით. როგორც მოგვიანებით ახსნეს, ეს ქურთუკები შეიქმნა ისეთი ქსოვილისგან, რომელსაც „პრორეზიროვან რაფიას” უწოდებენ. არმანიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის მიერ გამოყენებული ქსოვილები ყოველთვის გაცილებით იმაზე ძვირფასია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
 ამის შემდეგ დაიწყო შორტებისა და კორსეტების ჩვენება, რომელიც ფენა-ფენა იყო დაფარული ძალიან ძვირფასი ქსოვილებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ეს კოლექცია ნამდვილად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა.
 ჩვენების ბოლოს წარმოდგენილი რამდენიმე კოსტიუმი კი, ფაქტობრივად, მთელი ჩანაფიქრის უარყოფა იყო, ანუ არმანის საყვარელი, სასაცილო გოგონასი, რომელიც მის მუზად იქცა და იმ შოკოლადებისაც კი, მაყურებელს სკამზე რომ დახვდა. იტალიელ დიზაინერს ეხერხება ბოლო წამებში რაღაცეების გაფუჭება. მოდის კრიტიკოსები ამას დიზაინერის ერთ ჩვეულებას აბრალებენ – არმანი მუდმივად ცდილობს, რეკორდი მოხსნას ერთ ჩვენებაზე წარმოდგენილი კოსტიუმების რაოდენობით. ამ კოლექციაზეც იგივე ითქვა. ჩვენება მხოლოდ კოლექციის პირველი ნაწილისგან რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, ყველაფერი იდეალური იქნებოდა.

скачать dle 11.3