კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რასთან შეგუებას მოუწოდებს ჯორჯ კლუნი ტომ კრუზს და რას აბოლებს ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისგან მალულად



40-50 წლამდე მამაკაცებს, როგორც წესი ახალგაზრდული მიდრეკილებების მიმართ ლტოლვა უჩნდებათ, ისინი ავტომობილს მოტოციკლებს ანაცვლებენ, ეყრებიან მეუღლეებს და რომანებს აბამენ 20-25 წლით უმცროს გოგონებთან. საუბარია ასაკობრივ კრიზისზე, რომელსაც ფსიქოლოგების ერთი ნაწილი გამოგონილ დაავადებად მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი – სერიოზულ ნერვულ აშლილობად, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. სწორედ ასეთი კრიზისი ითვლება ჰოლივუდში კრიტიკულად: როდესაც ახალგაზრდა და ენერგიული გმირის ნაცვლად, მამაკაც მსახიობებს მოხუცების როლებს სთავაზობენ, მათ ეწყებათ ნერვული აშლილობა, რომელსაც ფსიქოლოგის კაბინეტამდე მიჰყავს პაციენტი, ხოლო, უმეტეს შემთხვევაში, ვარსკვლავის კრიზისული ხანა ბულვარული პრესის ყველაზე ხშირად განსასჯელი თემა ხდება.
მელ გიბსონის შესახებ ბევრი რამ გვსმენია: ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი ჰოლივუდში, სექს-სიმბოლო, ერთ დროს ყველასათვის მისაბაძი მეოჯახე და შვიდი შვილის მამა... თუმცა, ამ ისტორიას ცუდი დასასრული აქვს. ერთხელ გიბსონმა რუსულ რესტორანში გადაწყვიტა ვახშმობა, სადაც საქმის მწარმოებლად უკრაინელი ოქსანა გრიგორიევა მუშაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გიბსონს სწორედ იმ პერიოდში შეუსრულდა 50 წელი და ამიტომ ოქსანას ნახვა მისი შუახნის კრიზისის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. გიბსონმა ოქსანას გამო, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია, მიატოვა ოჯახი – გასცილდა ცოლს, რომელთანაც თითქმის 30 წელი იცხოვრა. მალიბუში გადასახლებულმა მსახიობმა იქ ახალგამომცხარ მეუღლესთან ერთად დაიწყო ცხოვრება და პრობლემებიც სწორედ აქედან დაიწყო: ყოფილმა მეუღლემ ალიმენტების გადახდა მოსთხოვა გიბსონს და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, გაეყიდა სახლები ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. ამას დაემთხვა მისი გატაცება ალკოჰოლით, გახმაურებული ანტისემიტური სკანდალი, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და ავარიების მოწყობა. საბოლოოდ, გიბსონმა გადაწყვიტა, რომ თავისი ერთ დროს მშვიდი ცხოვრება საერთოდ გაენადგურებინა და სიმთვრალეში ოქსანას ცემა დაუწყო. ოქსანამ კი მოჰკიდა ხელი შვილს, რომელიც ჯერაც დაუდგენელია, ვისგან ჰყავს და გიბსონს სოლიდური კომპენსაციის გადახდა დააკისრა სასამართლოს მეშვეობით. გიბსონის კარიერა ნელ-ნელა უფსკრულისკენ მიექანება, ყველაფრის თავი და თავი კი სწორედ შუახნის კრიზისი გამოდგა.
ანალოგიური შემთხვევაა ჩარლი შინთან დაკავშირებითაც. ჩარლი ჰოლივუდის „ცუდ ბიჭად” წოდებული 45 წლის მსახიობია, რომლის ექსცენტრიკულობამ, ასაკთან ერთად, პათოლოგიური და მანიაკალური ხასიათი მიიღო. სულ ახლახან იგი მესამე ცოლს გაშორდა და გაყრის მიზეზი ამჯერადაც მისი მოუთვინიერებელი ხასიათი გამოდგა: წვეულებები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, სისტემატური ღალატი და ფიზიკური შეხებით დასრულებული სკანდალები... ჩარლის ყოფილ მეგობარ ქალებს და მეუღლეებს თავისუფლად შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ „ყოფილი ცოლების კლუბი”, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე მოხვდება. ამჟამად ჩარლი შინი ერთდროულად ორ ქალთან ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი პორნომსახიობია; ის ღიად საუბრობს მარიხუანის ერთწლიან მარაგზე, რომელსაც სანდო ადამიანებთან ინახავს და რომლის გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია, ხოლო კინოსა და მსახიობის კარიერაზე შინი სრულიად არ ფიქრობს – მას, უბრალოდ, აღარ აინტერესებს კინემატოგრაფია.
ტომ კრუზს ჰქონდა მცდელობა, რომ ჩარლი შინს დამსგავსებოდა, თუმცა, სულის სიღრმეში იგი მაინც დარჩა იმ პროვინციელ, სირაკუზელ ინტელიგენტ ბიჭად, რომელიც ბავშვობაში მღვდლობაზე ოცნებობდა. ნიკოლ ქიდმანთან განშორების შემდეგ კრუზს მძიმე პერიოდი დაუდგა. იგი გულისფანქცალით ხვდებოდა ყოველ ჭაღარას თავის თმაში, ნაოჭების გამოჩენა კი მისთვის ნამდვილი შოკი იყო. მისი ამჟამინდელი ცოლი, ქეით ჰოლმსი, პრაქტიკულად მისივე გაზრდილია, რადგან მათ შორის ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემია. ამბობენ, რომ კრუზი ქეითისგან მალულად გამაახალგაზრდავებელ კრემებს იყენებს და არც თმის შეღებვაზე ამბობს უარს. ბულვარულ პრესაში კრუზის „კრიზისზე” ბევრს ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ჯორჯ კლუნი, რომელიც ტომის თანატოლია, სულაც არ დარდობს  არც თავის ასაკზე, არც ნაოჭებზე, არც ჭაღარაზე და კრუზსაც მოუწოდებს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ნახევარსაუკუნოვან იუბილეს უახლოვდება.
ჰოლივუდში არაერთი ცნობა უკავშირდება სუპერვარსკვლავების ასაკობრივ კრიზისს. მაგალითად ბრედ პიტი, რომელსაც 50 წელი  2013 წელს შეუსრულდება, ანჯელინა ჯოლისგან მალულად მარიხუანას აბოლებს.  ჰარისონ ფორდმა  60-ს რომ გადააბიჯა მაშინ მოინდომა  სხეულის ტატუებით მოხატვა და „ჰარლეი-დევიდსონის” გაჭენება. ჯიმ კერიმ კი, რომელიც ახლახან ბაბუა გახდა, სულაც, ფოტო გამოაქვეყნა თავის „ტვიტერზე”, რომელზეც იროკეზიანი ვარცხნილობით წარდგა ინტერნეტ-აუდიტორიის წინაშე.
მთელ მსოფლიოს ეგონა, რომ ტიმ რობინსისა და სიუზენ სარანდონის ცოლქმრულ კავშირს საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ტიმმა 23-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიტანა განაცხადი განქორწინებაზე და ღიად დააფიქსირა პრესასთან, რომ ყველაფერში კრიზისია დამნაშავე. რობინსისგან განსხვავებით, შონ პენი „კრიზისულ” წლებშიც კი ბედნიერად გრძნობს თავს და რთულია, მას არ დაეთანხმო, რადგან მისი მეგობარი გოგონა მსოფლიოს მიერ ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული სკარლეტ იოჰანსონია. სკარლეტის გამო შონმა საბოლოოდ დაივიწყა თავისი ექსმეუღლე – რობინ რაიტი. ჰოლივუდში მსგავს რომანებს ხანგრძლივვადიან ურთიერთობად არ მიიჩნევენ.
სხვათა შორის, ჰოლივუდში არიან ისეთი მსახიობები, რომლებსაც კრიზისი გაცილებით ადრეულ ასაკში დაეწყოთ და ამის შესახებ ისინი ღიად საუბრობდნენ ჟურნალისტებთან. მაგალითად, ბილ მიურეიმ, „მოჩვენებებზე მონადირეების” ვარსკვლავმა, აღიარა, რომ კრიზისი 30 წლის ასაკში დაეწყო, რაც დღემდე გრძელდება. იმავე გასაჭირშია ჩავარდნილი წლევანდელი ოსკაროსანი მსახიობი – კოლინ ფერტი, რომელიც თითქმის ყოველდღე დარდობს იმაზე, რომ 19 წლის აღარაა. ამბობენ, რომ  კიანუ რივზი, რომელიც, ასევე კრიზისულ პერიოდს მიუახლოვდა, ხშირად აკითხავს ამის გამო ფსიქოთერაპევტს. ფსიქოტერაპევტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მოკლეკაბიან ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობის სეზონი კი გამოაცხადა დევიდ არკეტმა – მსახიობმა, რომლის პირადი ცხოვრება ერთი ხანობა სამაგალითოდ მიაჩნდათ ჰოლივუდში, თუმცა, 40 წლის რომ შესრულდა, მეორე დღესვე გაცილდა თავის მეუღლეს – „კივილის” ვარსკვლავს, კორტნი კოქსს და იმის კეთება დაიწყო, რასაც მისი ხნის მამაკაცები 20-25 წლის წინათ აკეთებდნენ.
უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3