კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გადამალოთ ანა სანაიას სტუმრობისას წიგნები და როდის ჩაიდინა მან ქურდობა საყვარელი მამაკაცის გამო



სერიალ „ჩვენი ოფისის“ მსახიობი ანა სანაია ძალიან კომუნიკაბელური, თბილი, ხალისიანი და სასიამოვნო ადამიანია. მის გვერდით ნამდვილად არ მოიწყენთ. როგორც თავად ამბობს, გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილს, თავის დახსნა არ უჭირს და ამაში იუმორის გრძნობა უწყობს ხელს. თუ რატომ არ ეძახის ანა წიგნის მომპარავს ქურდს, რა სიურპრიზებს უწყობდნენ მას თაყვანისმცემელი მამაკაცები და რატომ ვერ იმალება ის უცხოეთში, ამაზე თავად ანა გიამბობთ:

ანა სანაია: გამოუვალ, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციიდან თავის დასაღწევად იუმორი მშველის. როგორც ყველა, მეც ხშირად ვვარდები მსგავს მდგომარეობაში, თუმცა, როგორც გითხარით, მადლობა ღმერთს, იუმორის გრძნობა გამაჩნია.

– ანა, შენი მეგობრები ამბობენ, რომ წიგნის მომპარავს ქურდს არ ეძახი. მართლა ასეა? თავად თუ მოგიპარავს რამე?

– როგორ არ მომიპარავს. ბავშვობაში ნათესავთან წამიყვანეს სტუმრად და წიგნი მოვიპარე. ახალი ნასწავლი მქონდა კითხვა, ალბათ, 7-8 წლის ვიქნებოდი. ტომ სოიერზე ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. ტომ სოიერი ჩემი ოცნების მამაკაცი იყო იმ დროს. იმ ოჯახში აღმოვაჩინე ეს წიგნი. დავინახე თუ არა, მაშინვე ვიფიქრე, ახლა ამას მოვიპარავ-მეთქი. მაშინ სად იყო ასეთი ლამაზად გაფორმებული წიგნები! მალულად ავიღე, გამოვედი გარეთ, ჯერ ბუჩქებში დავმალე და მერე მანქანაში ჩავდე, რომ არ დაენახათ, ბოლოს კი პალტოში შევმალე და ასე მივიტანე სახლში. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ სახლში მოსული რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, რაც ჩავიდინე. ისე ვინერვიულე, სიცხემ ამიწია. მივხვდი, რომ ცუდი რამე ჩავიდინე, მაგრამ ძალიან რომ მინდოდა ეს წიგნი, რა მექნა?! (იცინის). ვიფიქრე, ვიფიქრე და მეორე დღეს გამოვუტყდი ჩემი ოჯახის წევრებს, ვაღიარე – წიგნი მოვიპარე, მაგრამ აღარ მინდა, წაიღეთ, მოაშორეთ, ნერვიულობით მოვკვდი-მეთქი. ამაზე ბევრი იცინეს. თან დამმოძღვრეს, მეორედ აღარ გააკეთო მსგავსი რამ, ეს უდიდესი სირცხვილიაო. მოკლედ, ის წიგნი პატრონს დაუბრუნეს, მისი მოპარვის ისტორიაც უამბეს, რის შემდეგაც ის წიგნი ისევ ჩემთან აღმოჩნდა.

– არ მითხრა ახლა მეორედ მოვიპარეო.

– არა, რა მეორედ მოვიპარე! (იცინის) იმ ნათესავმა რომ გაიგო, როგორ მიყვარდა ტომ სოიერი და მის გამო „კრიმინალი“ ჩავიდინე, უკანვე გამოატანა წიგნი. ისე, ჩემი აზრით, თუ წიგნს წამკითხველი არ ჰყავს სახლში, მაშინ მისი მოპარვა ქურდობა არ არის. ასე მიმაჩნია და, თუ ასეთ სახლში აღმოვჩნდი, ავდგები და წამოვიღებ წიგნს. რა პრობლემაა? ისე, საერთო ჯამში, მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი, თუმცა, როგორც ყველა ჩემი თანატოლი მეც ვცელქობდი. ეზოში ფეხბურთსაც ვთამაშობდი, კალათბურთსაც, წრეში ბურთსაც და თავგადასავლებიც არ მაკლდა. მეხუთე კლასში რომ ვიყავით, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი სხვასკოლელ ბიჭს უყვარდა. გაკვეთილების შემდეგ მოდიოდა ხოლმე ის თავის ძმაკაცებთან ერთად სკოლასთან, დადგებოდა ჩვენი საკლასო ოთახის დაბლა, ქუჩაში, ჩვენ კი ფანჯრიდან ვესაუბრებოდით და ვეპრანჭებოდით. ახლა მიკვირს, რატომ არ ჩავდიოდით და არ ვსეირნობდით მათთან ერთად. მეორე სართულიდან ვეფლირტავებოდით იმ ბიჭებს. (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა კიდევ: მეთერთმეტე კლასში ვიყავი. სოფელში ვისვენებდი და ბიჭები სანადიროდ წავიდნენ. მოკლეს, მოინადირეს და საღამოს ერთ-ერთის სახლში მოვაწყვეთ „მწყერი-ფართი“. მაშინ პირველად დავლიე და ზუსტად ერთმა ჭიქამ ისე დამათრო, ძლივს მივბოდიალდი სახლში კისერმოწყვეტილი. არც მწყერის გემო მახსოვდა და არც სტუმარმასპინძლობა, ისეთ დღეში ჩავვარდი. (იცინის). ახლა მეცინება, თორემ მაშინ თავბედს ვიწყევლიდი.

– უცხოეთში ჩასული საინტერესო სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ?

– როგორ არა, უამრავი ასეთი ამბავი მაქვს გასახსენებელი, მაგრამ ერთი არასდროს დამავიწყდება: 15 წლის ასაკში პარიზში ვიყავი სტუდია „ბერიკებიდან“. სასტუმროში დავბინავდით. ადმინისტრატორი ულამაზესი, საყვარელი ფრანგი ბიჭი იყო. გადარეულები ვიყავით მისით გოგონები, ვეპრანჭებოდით, თავს ვაწონებდით. დღეში რამდენჯერმე ვაკითხავდით, ხან გასაღებს ვმალავდით, ხან განგებ ვტოვებდით, ხან რა მიზეზს ვიგონებდით მასთან საურთიერთობოდ და ხან – რას. დაღლილი იყო ჩვენი მომსახურებით. (იცინის). ახლა რომ მომიწიოს იქ ჩასვლა, აუცილებლად მივალ იმ სასტუმროში და მოვიკითხავ იმ ბიჭს. ოთხი უცხო ენა იცოდა. ჩვენ კი ქართულად ვუწერდით ბარათებს და გადარეული იყო, ეს რა ლამაზი ნაწერია, ქართულს აუცილებლად ვისწავლიო. იმედია, ახლა თუ ჩავედი, ქართულად დამელაპარაკება. მონაკოში ჩასულები კი ისე ვიქცეოდით, ქუჩაში ყველა ჩვენ გვაყოლებდა თვალს. ერთ დღესაც, დაქალთან ერთად წავედი საყიდლებზე ავიკელით ქუჩა და, სასტუმროში რომ დავბრუნდით, დედა-შვილი გამოგვეცნაურა. გვითხრეს, ერთი საათია, უკან მოგდევთ, იმხელა ხმაზე საუბრობდით, შორიდანვე მივხვდით, ქართველები იყავით, ჩვენც ქართველები ვართო. მე და ჩემმა დაქალმა გადავხედეთ ერთმანეთს – ნეტა, რამე ცუდი ხომ არ ვილაპარაკეთ, ბედი არ გინდა, მონაკოშიც რომ ვერ ისაუბრებ ისე თავისუფლად, ქართველმა რომ ვერ გაიგოსო (იცინის).

– ეგზოტიკური საკვები თუ დააგემოვნე და თუ იცოდი, რას მიირთმევდი?

– ძალიან მიყვარს ეგზოტიკური კერძები, უგემრიელესია. ბაყაყის ბარკლები რომ გავსინჯე, ძლივს გამაჩერეს, იმდენი ვჭამე. ასე რომ, თუ გურმანი ხარ, ყველა ქვეყნის ყველა კერძი უნდა დააგემოვნო. ეგზოტიკური კერძის ჭამა სიამოვნებას კი არა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ, ყველა ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ჩემთან ერთად დასვენება ან უცხოეთში ვიზიტი ძალიან უყვართ. ისეთ რამეებს ჩავდივარ, მოწყენის საშუალებას არ ვაძლევ. თბილისიდან წელს ბათუმში ერთ მეგობართან ერთად წავედი და ას მეგობართან ერთად დავბრუნდი.

– ერთი ესეც მითხარი, შენ გამო სანაძლეოებს მართლა დებდნენ ბიჭები ბათუმში?

– (იცინის) მართალია. ბათუმში რომ ვისვენებდი, ერთი ბიჭი მოვიდა და მკითხა, შენ თეკლა ხარო? კი-მეთქი, ვუპასუხე. გადაირია – აუუ, წავაგეო. თურმე დანიძლავებულან, თეკლა ვიყავი თუ არა და წააგო. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. მოკლედ, ჩემზე იდებოდა ფსონი (იცინის).

– რას იგებდნენ და აგებდნენ, ის თუ იცი?

– ერთმა, ზუსტად ვიცი, რომ საზამთრო მოიგო. აი, სხვებმა რაზე დადეს სანაძლეო, წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ, წილში არ გავუყვანივარ და საიდან მეცოდინება? (იცინის).

– ის თუ არის მართალი, ანას თაყვანისმცემლები სახლში ამწე-კრანით აკითხავდნენ სიყვარულის ასახსნელადო?

– უამრავი ისტორია მაქვს გასახსენებელი, რომელიც თაყვანისმცემლებსა და მათ ორიგინალურ საქციელებს უკავშირდება. „მუხამბაზიც“ უმღერიათ ჩემი სახლის ფანჯრებთან და ამწე-კრანითაც ამოსულან აივანზე. ერთხელ, ერთმა „ქართულ ხმებთან“ ერთად მიმღერა „მუხამბაზი“. ღამე იყო, მეძინა. მესმის სიმღერის ხმა. წამოვხტი საწოლიდან, მაგრამ დედაჩემმა არ გამიშვა და ვერ დავინახე ფანჯრიდან, სამაგიეროდ, დავურეკე და მადლობა გადავუხადე. ერთხელ, ერთმა, ჩემი ფანჯრების ქვეშ, დაბლა, მიწაზე „ანა“ დაწერა დიდი ასოებით, თვითონ კი ამწე-კრანით ამომაკითხა მეექვსე სართულის აივანზე. მამაჩემი გადაირია – ასეთი რომანტიკა მე არ გამიგია, კაცო, ამწე-კრანით რომ არ ამოვიდეს, კიბე არ აქვს ჩვენს სახლსო?! (იცინის). ბევრჯერ ყვავილები და სანთლებიც დამხვედრია კართან. ვერ უარვყოფ, ძალიან მიხაროდა მსგავსი რამეები და არასდროს დამავიწყდება ეს ამბები. მიყვარს მათი გახსენება. დღეს ჩემს მაშინდელ თაყვანისმცემლებთან ყველასთან ვმეგობრობ, ხშირად ვიხსენებთ ამ ამბებს ერთად და ვიცინით. ერთხელ კი, სკოლის პერიოდში, ერთ ბიჭს მოვწონდი. 8 მარტი იყო, თავად მოერიდა საჩუქრის გადმოცემა და დედამისს გამოატანა, ეს ანას მიუტანეო. (იცინის).

– ასეთი ცივი ადამიანი ხარ, რომ შენთან ახლოს მოსვლის ეშინიათ? როგორ ფიქრობ, შენი გულის მონადირება რთულია?

– ცივი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, რა ვიცი. ისე, აღმოჩნდა, რომ ჩემი გულის მონადირება მართლაც ძალიან რთულია ამას ვერ უარვყოფ. რა ვქნა, ასეა და!..

– ცნობილი სახე ხარ. ქუჩაში რომ გცნობენ რა რეაქცია აქვთ?

– ქუჩაში ყველა „თეკლათი“ მომმართავს. ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ უცნობი ადამიანებისგან, მეხუტებიან, მკოცნიან. ერთხელ, მეგობართან მივედი. ეზოში ვიღაც ბავშვმა დამინახა. მე შევედი სახლში და ზუსტად ორ წუთში მესმის ბავშვების ყვირილი: თეკლააა! გადავირიე, ვიფიქრე, რომ შემოვედი, ერთი ბავშვი იყო და ასე მალე როგორ გამრავლდნენ-მეთქი. გადავიხედე ფანჯრიდან და მთელი „ბასტი-ბუბუ“ არ დგას?! (იცინის). თურმე იმ ბავშვს შეუყრია მთელი სამეზობლოს ბავშვები – თეკლა მოვიდაო. ეზოში დიდი ასოებით დაუწერიათ – “თეკლა, გვიყვარხარო“ და ავტოგრაფზე რიგში ჩამდგარან. ისეთი საყვარლები იყვნენ...

– ამბობენ, ანა ისეთი დაბნეულია, შეიძლება, ზამთარში პალტოს გარეშე წავიდეს საქმეზეო. მართლა ასეა?

– მართალია. ხან ჩანთა მრჩება სახლში, ხან საფულე, ხან – პალტო. აი, მობილური არასდროს დამრჩენია. ერთხელ, ზამთარში, მეგობართან მეჩქარებოდა წასვლა, სახლიდან რომ გავედი, გაჩერებაზე გამახსენდა, პალტო რომ არ მეცვა, უკან დაბრუნება დამეზარა და ასე მივედი მასთან. გადაირია, ამ სიცივეში უპალტოოდ როგორ გამოხვედი სახლიდანო (იცინის). ერთხელ კი სხვა მეგობართან მივედი. მას ფრანგული ბულდოგი ჰყავდა. კარგ ხასიათზე ვიყავი და მეგობარს წავეცეკვე. მეცა უცებ ის ძაღლი ფეხზე და, არ მიკბინა?! ეტყობა, იეჭვიანა. მერე კი მითხრეს, ეგონა, მის პატრონს ეჩხუბებოდი და ამიტომ გეცაო. სხვათა შორის, შრატიც არ გამიკეთებია. ჩემზე მეტად, მგონი ის ძაღლი ნერვიულობდა, ისეთი სახე ჰქონდა (იცინის).



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3