კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოატყუეს ლექსო თორაძე და რატომ გაიქცა ის ამერიკაში



1980 წელი. მილიონერთა საკურორტო ქალაქი ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი) – უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილია. სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღერის. ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მიდის და პუბლიკას მიმართავს: „დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, – განაგრძო ფიცჯერალდმა, – გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!“ ამ სასწაულებრივ დიდებას წინ უძღოდა მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეები. მაშ ასე, უმშვენიერესი ლიანა ასათიანისა და დავით თორაძის ვაჟის, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტის, ლექსო თორაძის ცხოვრების დღიური დღეს თქვენთვის იშლება.
1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა – ლექსო თორაძე ამერიკაში გაიქცა! მაშინ მიაჩნდათ, რომ ეს კოდექსის ყველაზე უმკაცრესი მუხლია – სამშობლოს ღალატი! განაჩენი კი – ოჯახის განადგურება. ადამიანები ყოველდღე ელოდნენ განმარტებას, რატომ? ასეთი განთქმული ოჯახის, საქვეყნოდ აღიარებული მუსიკოსის  შვილს, რა მიზეზმა მიატოვებინა სამშობლო, მშობლიური კერა? მართალია, მოსკოვის კონსერვატორია წარმატებით დაასრულა, მაგრამ, როგორც მუსიკოს-შემსრულებელს, მხოლოდ 18-წლიანი გზა აქვს გავლილი. სწორედ ამ მცირე მონაკვეთში შეძლო ქართველი, ამერიკელი, გერმანელი, რუსი, ბულგარელი, იტალიელი, ფრანგი მუსიკის მოყვარულთა გაოცება და მათი გულის დაპყრობა. 1983 წელს ის საბჭოთა კავშირის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა საგასტროლოდ, მაგრამ ორკესტრის ხელმძღვანელობამ ესპანეთში ჩასვლისთანავე გამოთიშა კონცერტებიდან! პიანისტმა ვერ აიტანა შეურაცხყოფა და როგორც თავად აღნიშნა, საბედისწერო ნაბიჯი გადადგა – ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოვა არაპოლიტიკური თავშესაფარი ქართული პასპორტით. გთავაზობთ მშობლებისთვის მიწერილი წერილის შემოკლებულ ვარიანტს: „წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა“, – მე მაინც ვცდი ბედს. ფედოსეევები არამზადები, პირუტყვები არიან. მათ გამყიდეს! როგორც შემდეგ გაირკვა, ის სხვა რამით ყოფილა დაინტერესებული. მან ჩემი კონცერტები ხორხე რუბიოს და კორსაკოვებს გაუნაწილა. ორივე შემთხვევაში, მატერიალური დაინტერესება ყოფილა ჩადებული – კორსაკოვებთან ქრთამი და ვალი. რაც შეეხება რუბიოს, რომლისთვისაც პრესტიჟული იყო ესპანეთში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა, მის მდიდარ, მაგრამ უნიჭო ცოლს, დიდძალი ჰონორარით უნაზღაურდებოდა. ყველაფერი ეს გვიან გაირკვა. აეროპორტში ვიგებ, რომ მთელი სამი კვირა უსაქმოდ ვიქნები. დაუყოვნებლივ მოვითხოვე დელეგაციის ხელმძღვანელს და ფედოსეევებს მოსკოვში დავებრუნებინე. წინასწარ დავადგინე, რომ ამას იმპრესარიო გააკეთებდა თავისი ხარჯით. მოკლედ, მოსკოვში დაბრუნების უფლება არ მომცეს! რამდენიმე დღე თავზეხელაღებული ვიბრძოდი, რათა როიალთან მემუშავა, თუნდაც დღეში ერთხელ. ხელმძღვანელობა უარს მეუბნებოდა: „რა საჭიროა, შევაწუხოთ ესპანელი იმპრესარიო სამეცადინო  ადგილის ძებნით, თქვენ ხომ სამუშაო არ გაქვთ“. ესპანელებმა, რომ დაინახეს ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჩემ მიმართ, თავიდან მომიცილეს. ფაქტობრივად, ყველა ჩემი უფლება დავკარგე – მივიღო კონცერტებში მონაწილეობა, დავბრუნდე სახლში, ვიმეცადინო... მივხვდი, რომ თბილისის კონცერტებამდე არსად არ შემიძლია, დავუკრა. რადგან გადავწყვიტე, გავიპარო, აზრი აღარ ჰქონდა მოსკოვში გამეგზავნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახიფათოა და ადვილად გასაკონტროლებელი. დავრწმუნდი, მათ შიში ჰქონდათ იმისა, რომ სიმართლეს დროზე ადრე გავამხელდი, აღვნიშნავდი გასტროლების დაბალ ხარისხს, პრესტიჟის დაცემას, კომერციულ ხასიათს, ფედოსეევების უპრინციპობას. ამიტომ, არ მაბრუნებდნენ მოსკოვში. ორკესტრის დიდი ნაწილი თანაგრძნობით უყურებდა ჩემს დამამცირებელ და გამოუვალ მდგომარეობას. ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ, მხედველობაში ჰქონდათ ჩემი კონცერტების ჩაშლით გამოწვეული მატერიალური ზარალი. თანდათანობით, ორკესტრმაც დაიწყო მუშტის ქნევა. ისინიც ამ დღეში იყვნენ. რა უნდა გამეკეთებინა, გარდა იმისა, რომ მეც დამეცინა საკუთარი თავისთვის. განსაკუთრებით აქტიურობდა ვინმე ჟენია, რომელიც სულიკოს მეძახდა და ამით თავის პატივისცემას გამოხატავდა ქართული ფოლკლორისა და ერისადმი. მინდა, იცოდეთ, თუ რისთვის გამყიდეს, თანაც იაფად. როგორ იცვლებიან ადამიანები, წარმოუდგენელია, რა ემართებათ! აღარც კი მაფრთხილებდნენ ქალაქიდან ქალაქში გადასვლის შესახებ, არც ოფიციალურ შეხვედრებზე მიწვევდნენ – მთელი ორკესტრი ინფორმაციას რეპეტიციებზე იღებდა. მე კი, მარად უსაქმურს, მივიწყებდნენ. მართალია, ნეჩაევი ყოველი „დავიწყების“ შემდეგ ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ... მივხვდი, რომ არც ორკესტრთან და არც ფედოსეევებთან ერთად, აღარასდროს მომიწევს სცენაზე გამოსვლა. ეს იყო ერთადერთი ორკესტრი, რომელზეც იმედს ვამყარებდით მე და შენ, მამა. დანარჩენმა „გლავდირებმა“ ზურგი შემაქციეს. წარმოუდგენელმა შეურაცხყოფამ მთელი წლის განმავლობაში, მაიძულა მიმეღო ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. იმ ღამეს ერთი ფიქრი ამეკვიატა – ნებისმიერი გზით შევძლო, თავიდან ავიცილო ადამიანური, პროფესიული და ნაციონალური დამცირება, რომელიც მე გავიცადე მათგან. სასტუმრო „რობლედოდან“, რომელიც ქალაქ ხიხონში მდებარეობს, 25 აგვისტოს დილის 8 საათზე გამოვედი ყავისფერი ხელჩანთით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თან მდევდა აზრი, რომ მე კი არ წავედი, არამედ ჩემგან წავიდნენ. ჩემი ქვეყნიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. რას იზამ, მათ საწადელს მიაღწიეს. ახლა კორსაკოვ-მამის თვითმკვლელობის შესახებ. ჩემი ვარაუდით, მან შვილთან ერთად, უცხოეთში წასვლა ჩემზე ადრე გადაწყვიტა. როგორც გახსოვთ, მოსკოვიდან გაფრენის დროს საბაჟოში გულმოდგინედ ჩხრეკდნენ. კორსაკოვ-შვილს საიდუმლო ჯიბეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი უპოვეს. ფედოსეევის პირადმა ჩარევამ გადაარჩინა ის გასტროლებიდან გამოთიშვას. ამ ინციდენტმა ის, სავარაუდოდ, სამუდამოდ ვალში ჩააგდო. ეს ყველაზე უკეთ იცოდა ფედოსეევმა, რომელიც მათთან დაკავშირებული იყო არა მარტო მუსიკით, არამედ ვალდებულებით დახმარებოდა. ჩამორთმეული თანხის ასანაზღაურებლად ფედოროვმა კორსაკოვ-შვილს ჩემი კონცერტები გადასცა. სიამოვნებით დავუთმობდი ჰონორარს, ოღონდ დაკვრის უფლება მოეცათ. მოკლედ, კორსაკოვ-შვილს არ გაუმართლა საბაჟოზე. მამა-შვილმა უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტეს, მაგრამ ჩემი გაუჩინარების შემდეგ ორკესტრის ხელმძღვანელობამ გადაჭარბებული ზედამხედველობა დააწესა, რამაც ხელი შეუშალა მათ ჩანაფიქრს. იმედგაცრუებულმა კორსაკოვ-მამამ გადაწყვიტა, სასტუმროში თავი ჩამოეხრჩო.
ახლა ჩემს დღევანდელობაზე და მომავალზე: საშუალება მაქვს ვიმეცადინო, ვიცურაო, ვირბინო, ნორმალურად ვიკვებო და ვიცხოვრო. ადვილი შესაძლებელია, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, დედა, მე ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში დავუკრა. შენი ადგილი თავისუფალი იქნება და დაგელოდება. კონცერტიდან მიღებულ შემოსავალს, შენი დაბადების დღის აღსანიშნავად, შენი სახელით, ქალთა რომელიმე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადავცემ. თუ მე დაკვრას შევძლებ და სანამ ჯერ კიდევ ვუკრავ, საკონცერტო დარბაზში შენი ადგილი ყოველთვის დაგელოდება. სხვა დიდმა ქალაქებმაც მოითხოვეს ჩემი გამოსვლა. ჯერჯერობით ადრეა, მამა, ვილაპარაკოთ შენს კონცერტებზე. ჯერ მე უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია დაკვრა, ისინი უნდა დავაინტერესო. ამ უმძიმეს მომენტში მთავარია, მაგრად იყო. გახსოვდეს ყველაფერი ეს, მე გამოვიწვიე, მაგრამ თქვენზე მეტად მე მიმძიმს – მე მარტო ვარ! მოიკრიბე ძალა და წერე მუსიკა. მუსიკამ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ ორივე. ვიცი, წარმოუდგენლად გავართულე ჩემი და შენი ცხოვრება. ამან უნდა გამოგვაფხიზლოს და ძალა შეგვმატოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. შენ უნდა წერო ჩემი სახელით. გემუდარები, ტკივილი შემიმსუბუქე, ნუ დამიმძიმებ მას. რაც შეუძლია მამამ შვილს მისცეს, შენ უკვე მომეცი. არ მინდა, მყიდდნენ და მამცირებდნენ სულით მოვაჭრენი. ნამდვილ ცხოვრებასთან ბრძოლა უკვე დავიწყე. თუ სიკვდილი მიწერია, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არა ხართ დამნაშავე. რაც მოხდება, ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს“.
ლექსოსთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ასეთი დარტყმის შემდეგ დედის ცხოვრებაში უბედნიერესი დღეები დგება. წუთი, როდესაც დედა 5 წლის უნახავ შვილს უნდა შეხვდეს. ქალბატონი ლიანა პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ სამშობლოდან გასვლის უფლება მისცა, რათა უცხოეთში გადასულ შვილს შეხვედროდა. 1988 წლის აგვისტო იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ფართოდ გააშუქა ეს ფაქტი. ადგილობრივმა „სახალხო ჟურნალმა“, რომელიც ამერიკელების სამაგიდო ჟურნალია, ექვსი გვერდი დაუთმო მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას. ლექსოს ამერიკაში წასვლამდე დედისთვის უმთავრესი შიში ის იყო, რომ მისი შვილი „კაგებეს“ არ ჩავარდნოდა ხელში. ამერიკა არ აშინებდა, რადგან იქ უკვე იცნობდნენ ლექსოს. ამერიკელებს უკვე ფილმიც ჰქონდათ მასზე გადაღებული. დედას არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ  მის შვილს წარმატებები ექნებოდა. რომ არ ყოფილიყო ლიანა, არ იქნებოდა ლექსო. ეს იმ დედის თამამი განაცხადია, რომელმაც მთელი თავისი წარმატებული ცხოვრება შვილის დიდების სამსხვერპლოზე დადო. თუმცა, მაინც შეიქმნა ლეგენდა ულამაზეს თეკლასა და თავადის ქალ მაიაზე. ლექსო თორაძე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მართავს კონცერტებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მისი კონცერტები დედისადმია მიძღვნილი და მას დედამისიც ესწრება.
ლექსო მუსიკას ბავშვობიდანვე წერდა, რაც ძალიან ახარებდა კომპოზიტორ მამას. დიდად კმაყოფილმა მეუღლეს გაუმხილა – მომავალი კომპოზიტორიაო. ლექსო მეცადინეობდა მაშინაც, როცა მისი თანატოლი ბავშვები სათამაშოებით ან ლახტით თამაშობდნენ. ასეთი ხანგრძლივი და დამქანცველი შრომის შემდეგ შეიძლება, მასზე ეთქვათ – ლექსო თორაძემ უბავშვო ბავშვობა განვლო. თუმცა, ყოველდღიურად როიალთან ჯდომა მისთვის სასჯელი კი არა, მისი სულის უდიდესი წყურვილის დაოკება იყო. ჯერ კიდევ 1962 წელს თელავის თეატრის სცენაზე პატარა ლექსოს კონცერტის შემდეგ, ასეთი შეფასება მისცეს: შენ მომავალი ვან კლიბერნი ხარ (საქართველოს ვან კლიბერნით აღფრთოვანების წლები ჰქონდა იმ პერიოდში, – ავტორი).
ლექსო ამერიკაში გადასვლის შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ამჟამად – ინდიანას შტატში, ქალაქ საუზბენდში. იქაურ უნივერსიტეტში ხელოვნების ყველა დარგი იყო წარმოდგენილი, გარდა საფორტეპიანო კლასისა. გამოცხადდა ტენდერი. მონაწილეობას იღებდა 37 პროფესორი და მხოლოდ ლექსომ გაიმარჯვა. საუზბენდის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სტუდია, რომელიც ალექსანდრე თორაძის სახელს ატარებს. მისმა სტუდენტებმა და პიანისტებმა ისეთ წარმატებებს მიაღწიეს, რომ ამერიკის ყველაზე ცნობილ სამენეჯერო კორპორაციას – „კოლუმბია არტისტს“ მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებში საგასტროლოდ დაჰყავს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ქართველი სტუდენტიც არის. ლექსოს პირველი დიდი სიხარული იტალიაში შედგა – კასაგრანდეს საერთაშორისო კონკურსზე ლაურეატობა დაიმსახურა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლიბერნის კონკურსზე ლაურეატი გახდა. 1988 წელს ინდიანას შტატში იყო მიწვეული, სადაც ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი შეასრულა. მის პატივსაცემად ამ კონცერტზე ტეხასიდან თავად ვან კლიბერნი, თავისი 93 წლის დედასთან ერთად, ჩავიდა. კონცერტის დამთავრების შემდეგ ლექსომ ადმინისტრაციას სთხოვა, ორი თაიგული მიეწოდებინათ. როდესაც ტეხასში ვან კლიბერნის კონკურსში გავიმარჯვე, მივულოცე დედას. ალბათ, არ შედგებოდა ვან კლიბერნი, რომ არ ყოფილიყო დედა, და არ შევდგებოდი ასევე მეც, ნება მომეცით, ეს ორი თაიგული დედის ფერხთით მოვფინო“... „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, რაც რიხტერმა შტურმით აიღო ამერიკის შეერთებული შტატები, მას შემდეგ ეს პირველი პიანისტია“, – წერს ამერიკელ მუსიკათმცოდნე ჯონ არდოინი ქართველ ვან კლიბერნზე.
ქალბატონი ლიანა ასათიანი იხსენებს: „მოსკოვში, ჩვენს ქვემოთ ჩვენი მეგობარი ცხოვრობდა, რომელიც უცხოეთში იყო. ნინომ და ლექსომ გააქირავეს ის ბინა. აღმოჩნდნენ ნარკომანები. ერთ-ერთს მეგრელი ცოლი ჰყავდა. წავიდოდა, წამოვიდოდა, ლექსოს შემოუწვებოდა. გული მისკდებოდა, მისმა ნარკომანმა ქმარმა არ გაიგოს-მეთქი, მაგრამ იმ ბიჭს სულ ეძინა. ერთხელ ლექსო საქეიფოდ წაიყვანა. იქ ერთი რუსი ქალი იყო. ლექსო დათვრა და მეორე ოთახში გავიდა წამოსაწოლად. ის ქალი უკან გაჰყვა და გვერდით მიუცუცქდა. მერე სახე დაუკაწრა. სახლში გვიან ღამით რომ მოვიდა, – გავუბრაზდი –  რა არის, არა გრცხვენია-მეთქი. მეორე დღეს იმ ქალბატონის ქმარი მივიდა მილიციაში. უჩიოდა. ეს ის პერიოდია, როცა ლექსოს უცხოეთში გასტროლი ეწყება და ამ ამბის გახმაურება არაფრით არ შეიძლება. არადა, უკვე ძალიან შეგვაწუხეს. შევუთვალე, მოვიდეს ის ქალი, ფულს გადავუხდი და დაწეროს თავისი ხელით, რომ ლექსოსთან არაფერი პრეტენზია არ აქვს-მეთქი. ოცი ათასი გადავუხადე და ასე დასრულდა ეს ამბავი.“
ლექსო თორაძე ამერიკელ სიუზიზე დაქორწინდა, ორი ვაჟი შეეძინათ – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია. ლექსო თორაძეს, შეიძლება ითქვას, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლდა. მალე ცოლს დაშორდა.

скачать dle 11.3