კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი მიოკარდიუმის ინფარქტისგან



მიოკარდიუმის ინფარქტი გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი მწვავე ფორმაა. ამ დროს გულის მკვებავი სისხლძარღვები აღარ ატარებს სისხლს, რასაც მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის გარკვეული უბნის იშემია და ნეკროზი, ანუ კვდომა მოჰყვება. როცა სისხლძარღვის სანათური 70 პროცენტით ვიწროვდება, იწყება სტენოკარდიული შეტევა, ხოლო, თუ არტერია სრულიად დაიხშო, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. არტერია იხშობა ათეროსკლეროზული ფოლაქით, თრომბით ან იწყება არტერიის სპაზმი. იქმნება ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის დისბალანსი.
მიოკარდიუმის ინფარქტის ძირითადი ნიშანი ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილია მკერდის ძვლის უკან, რაც შეიძლება, გადაეცეს ბეჭს, კისერს და ქვედა ყბას. სტენოკარდიისგან განსხვავებით, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ხანგრძლივი და ძლიერია. ამ დროს ადამიანს აწუხებს თავბრუსხვევა, სულის ხუთვა, გულისრევის შეგრძნება. ავადმყოფი კარგავს ფერს, სხეული ცივდება, იწყება ოფლის გამოყოფა.
ასევე, შესაძლოა, ინფარქტმა სხვა ფორმითაც გამოავლინოს თავი, მაგალითად, ის შეიძლება კუჭის ტკივილით ან კარდიული ასთმის შეტევით დაიწყოს და გამოვლინდეს.
გულის შეტევის დროს ავადმყოფს ენის ქვეშ უნდა ჩაუდოთ ნიტროგლიცერინი და დააღეჭინოთ ასპირინი. ნუ ეცდებით, მკვეთრად დაუქვეითოთ არტერიული წნევა. მიაღებინეთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა და მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ინფარქტი ძირითადად ღამის საათებში ვითარდება. თუმცა, თუ დღისით დიდი ფიზიკური დატვირთვა მოხდა ან ადამიანმა ძლიერი ფსიქოემოციური სტრესი განიცადა, შესაძლოა, დღისითაც დაემართოს.
მიოკარდიუმის დროს აუცილებელია საგულე საშუალებები, აგრეთვე, ქოლესტერინის დონის კონტროლი. სასურველია დიეტა, რომელიც ძირითადად ცხოველური ცხიმების შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს.
იმისთვის, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური დაავადება აიცილოთ თავიდან, აუცილებელია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი. ერიდეთ სიგარეტის მოწევას, აკონტროლეთ წონა, მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი საკვები პროდუქტებით მომზადებული კერძები.

скачать dle 11.3