კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ორსულობის ვადა 16 კვირაა. აღმომიჩინეს ქლამიდიოზი. ექოსკოპიით ყველაფერი კარგად არის. რას მირჩევთ?
პასუხი: ორსულობაზე ქლამიდიოზმა შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამიტომ, აუცილებლად უნდა იმკურნალოთ, მაგრამ როდესაც ორსულობის ვადა 19-20 კვირა იქნება. ამ ვადაზე  ჩამოყალიბებული პლაცენტა უკეთესად დაიცავს ნაყოფს ანტიბიოტიკებისგან.
კითხვა: რა არის სარძევე ჯირკვლების დიფუზური მასტოპათია და ფიბროადენომა?
პასუხი: დიფუზური მასტოპათიის დროს, სარძევე ჯირკვლის ნორმალური ქსოვილის შემაერთებელი ქსოვილით (ფიბროზი) ან კისტებით ჩანაცვლება ხდება. ამას შეიძლება ჰქონდეს შერეული ხასიათი. ფიბროადენომა – ჯირკვლოვანი და შემაერთებელ ქსოვილთა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს უნდა მიმართოთ მამოლოგს.
კითხვა: 1,5 წლის ბავშვს ბოლო დროს ცხვირიდან სისხლდენა გაუხშირდა. საშიშია თუ არა ეს?
პასუხი: ცხვირიდან ხშირი სისხლდენა შეიძლება, მომატებულმა შიდაქალის წნევამ ან სისხლის შედედების დარღვევამ გამოიწვიოს. ამ დაავადებების გამოსარიცხად მიმართეთ ნევროლოგს და ჰემატოლოგს.
კითხვა: ექიმმა გვირჩია, ყოველი აცრის წინ ბავშვისთვის ანტიჰისტამინური პრეპარატების მიცემა. რისთვის?
პასუხი: ანტიჰისტამინური პრეპარატების მოკლე კურსით მიღება აცრამდე (2-3 დღე) და 2-3 დღე აცრის შემდეგ (სულ 5-7 დღე), არ არის საშიში, სამაგიეროდ, აგარიდებთ მწვავე ალერგიულ რეაქციებს.
კითხვა: რისგან შეიძლება, საშუალო ასაკის მამაკაცს ზამთარ-ზაფხულ ჰქონდეს ძლიერი ოფლიანობა (თითქოს წყალი გადაასხეს) და პირის სიმშრალე?
პასუხი: უპირველესად, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უნდა გამოირიცხოს.
კითხვა: ჩემს 10 წლის გოგონას აქვს ჭარბი ოფლიანობა, თან უსიამოვნო სუნით.
პასუხი: უპირველესად ოფლიანობის მიზეზი უნდა იპოვოთ. ხშირად ეს დაკავშირებულია ნერვული სისტემის დარღვევებთან (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებასთან, ზოგჯერ – ქრონიკულ ინფექციებთან (უნდა დაგაფიქროთ ღამის ოფლიანობამ), სპეციფიკური ოფლის სუნი იცის ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ.

скачать dle 11.3