რუნის სოლო კონცერტი
მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ წარმატებით ჩაიტარა თმის გადანერგვის ოპერაცია, იგი მეუღლესთან, კოლინთან ერთად ბარბადოსზე გაემგზავრა დასასვენებლად. იქ კი, ერთ-ერთ იქაურ ბარში, სოლო კონცერტის მაგვარი შოუ დადგა. რუნი ბარის მუსიკოსებთან მივიდა, პიანისტს მიუჯდა და „ქუინისა” და „ბითლზის” სიმღერების პოპური შეასრულა. ბოლოს კი „ქუინის” უკვდავი ჰიტი – „უი არ ზი ჩემპიონს” შეასრულა. რუნის მეუღლის თქმით, უეინი ძლიერ ღელავდა სიმღერის შესრულებისას და ეს ხმაზეც ეტყობოდა.