კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს



კითხვა: სახლში მაქვს ბევრი რელიგიური წიგნი. დროდადრო კვლავ ვიძენ სასულიერო ლიტერატურას. მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, რომ ეს წიგნები წავიკითხო. ამით ხომ არ ვცოდავ?
პასუხი: დღეისთვის ყველას უჭირს ცხოვრება და ბევრს აქვს დროის დეფიციტი, მაგრამ, თუ ჩვენს სულიერ ცხოვრებას გადავავადებთ, ამით ნამდვილად შევცოდავთ, რადგან, არავინ იცის, როდის მოხდება ჩვენი გარდაცვალება. საერთოდ, ქრისტიანული ცხოვრების წესი მოითხოვს არა მხოლოდ ლოცვების, არამედ სხვა სულიერი საკითხავების კითხვასაც. განსაკუთრებით მარხვის პერიოდში უნდა დავეშუროთ სასულიერო ლიტერატურის გაცნობას.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ითვლება ქრისტიანი ადამიანისთვის თავისი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა?
პასუხი: სიცოცხლისა და ქონების დაზღვევისთვის ეკლესია ვერც კურთხევას მისცემს და ვერც აუკრძალავს ადამიანს. მაგრამ, ერთი კია: დაზღვევით, თითქოს ჩვენს უნდობლობას ვამჟღავნებთ უფლის მიმართ.
კითხვა: მოუნათლავი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, რა შეიძლება გააკეთონ ახლობლებმა მისი სულის საცხონებლად?
პასუხი: სამწუხაროდ, უნათლავად აღსრულებული ყრმის დაკარგვით გამოწვეული მწუხარების დროს, შეგიძლიათ, მხოლოდ მოწყალება გასცეთ მის სახელზე. დანარჩენი კი უფალს მიანდეთ.
კითხვა: როგორც შთაგვაგონებენ, მალე იქნება სამყაროს აღსასრული და მეორედ მოსვლა. სულ მიჩნდება კითხვა: მაშინ, რაღა საჭიროა სწავლა, შრომა და, საერთოდ, რაღაცის კეთება ამქვეყნად?
პასუხი: ეს მცდარი დამოკიდებულებაა, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა. მანამდე კი საჭიროა, გამუდმებით იშრომოთ, ისწავლოთ და სრულყოთ საკუთარი თავი. ებრძოლეთ საკუთარ ცოდვიან მიდრეკილებებს და მუდამ მზად იყავით სამყაროს დასასრულისთვის. სწორედ ამიტომ არ უნდა მიაქციოთ გადამეტებული ყურადღება მიწიერ სიამოვნებებს და სულზე იფიქროთ, რათა პირნათელი წარდგეთ უფალთან.

скачать dle 11.3