კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი


არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანი მარადისობისთვისაა შექმნილი, მისი ჭეშმარიტი სამშობლო მისი მამისეული სახლი – ზეცაა. აქ, მიწაზე, ის დევნილი და მოგზაურია. როცა ადამიანი თავის დანიშნულებას ივიწყებს, როცა ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება – ეს მხოლოდ მოკლე გზაა დაბადებიდან სიკვდილამდე, აკვნიდან – სამარემდე, მაშინ ის ყველაზე უბედური არსება ხდება დედამიწაზე.
მამა გაბრიელი: ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან, ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანების აუტანელი ცოდვების გამო, ღვთის დაშვებით ეძლევა მას მოქმედების უფლება, რათა საბოლოოდ გაირჩეს ერთმანეთისგან მგელი და ცხვარი, ანუ კეთილი და ღვთის სათნო ადამიანები ბოროტი და ეშმაკის ნებით მოსიარულე ადამიანებისგან.
სერაფიმე როუზი: სხეულის სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, არამედ მხოლოდ დასაწყისია ადამიანის პიროვნების ახალი მდგომარეობისა, რომელიც სხეულისგან ცალკე განაგრძობს არსებობას.
ნიკოლოზ სერბი: ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგან მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგან მიაჩნია, რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენოს შვილები, ან დაამთავროს დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმიდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შეძლებოდა, მოენანიებინა და მომზადებულიყო სხვა ცხოვრებისთვის. უფრო ზუსტად, წმიდანებს ეშინოდათ არა სიკვდილის, არამედ უფლის სამჯავროსი სიკვდილის შემდგომ. და ეს არის ერთადერთი გამართლებული შიში ქრისტიანისთვის, რომელსაც მტკიცედ სწამს მარადიული სიცოცხლე და უფლის სამსჯავრო.
პაისი მთაწმინდელი: პირველ ყოვლისა, ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ მიენდოს საკუთარ გონებას. საკუთარ გონებაზე მინდობით სულიერი ადამიანი ხიბლში ვარდება, ხოლო ერის ადამიანი ჭკუიდან გადადის. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს. რჩევა უნდა იკითხო, უნდა განწმინდო საკუთარი გონება და, საერთოდ, ადამიანმა უნდა განიწმინდოს ყველაფერი, რაც კი მას გააჩნია. განწმენდილი მახვილი გონება უკვე იმის შემძლეა, რომ მოიპოვოს განსჯის უნარი. გონიერ, მაგრამ არა განწმენდილ ადამიანს სულიერი განსჯის უნარი არა აქვს. ხოლო ბუნებით გულუბრყვილო ადამიანმა შეიძლება, ხიბლისეული სიწმიდედ მიიჩნიოს, ხოლო დედაკაცური ენის მოჩლექა – ღვთისმოსაობად, მაშინ, როცა გონებაგანწმენდილი ჭკვიანი ადამიანი ძალიან გონებადამჯდარი და წინდახედული ხდება.
იოანე ღვთისმეტყველი: ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება, სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგომარეობით. ამიტომ, უფალი იესო ქრისტე გმობდა ფარისევლებს, უპირატესობას აძლევდა მონანელ მებაჟეებსა და მრუშებს. განცხადებულ, გახსნილ ცოდვილებს ადვილად შეუძლიათ, მივიდნენ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და ჭეშმარიტ მონანიებამდე, ვიდრე ადამიანები მოთბილო სინდისით, რომლებიც თავის ზნეობრივ უძლურებას ვერ აცნობიერებენ.

скачать dle 11.3