კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დარჩა ჰაერში მარტო თურქების გარემოცვაში ლაკო ბუკია და როდის მიდის ის თავისი ახალი კოლექციით ნიუ-იორკის „შოუ-რუმზე“



ნიჭიერი დიზაინერის, ლაკო ბუკიას სამოსს და თავად ლაკოსაც, უკვე ისეთი ქალაქების „ფეშენ-ვიქებსა“ და „შოუ-რუმებზე“ იცნობენ, როგორიც ლონდონი და პარიზია. თუმცა, სულ მალე ის თავის კოლექციას ნიუ-იორკის „შოუ-რუმზეც“ ჩაიტანს. მანამდე კი, ლაკო თბილისში საკუთარი სტუდიის გახსნას გეგმავს, სადაც ქართველებს უკვე თავისუფლად შეეძლებათ, მისი სამოსის შეკერვა, ყიდვა. მე ამ ნიჭიერ და კარგ ადამიანს კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ.
ლაკო ბუკია: პარიზის „ფეშენ-რუმმა“ ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი შეკვეთა მქონდა. ის, რომ ინგლისში მაქვს შეკვეთები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, საქართველოსავით, ინგლისსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ, ამიტომ პარიზში გასვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახლა გავედი საზღვრებს გარეთ. ახლა შეკვეთებს ვამზადებ და აგვისტოს ბოლოს უკვე ჩავალ პარიზში.
– შენი ბოლო კოლექცია, რომელიც ქართულ მოტივებზე იყო გაკეთებული, ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ ძალიან კარგად მიიღეს. როგორი შეფასება მოჰყვა მას პარიზში?
– კარგი, მაგრამ დღემდე ჰგონიათ, რომ ეს ტყვიების თემაზე იყო გაკეთებული – ქილები, რომლითაც სამოსი იყო გაწყობილი, ტყვიები ჰგონიათ. თუმცა, გაამართლა და ძალიან მიხარია. ზუსტად ის ქილებიანი სამოსი შეუკვეთეს. საკმაოდ კარგი შეკვეთაა – თითქმის ყველაფერი შეუკვეთეს, რამდენიმე მოდელის გარდა და უკვე პარიზში გაიყიდება.
– ნიუ-იორკშიც აწარმოებდი მოლაპარაკებებს, რა ხდება ამ მხრივ?
– ნიუ-იორკში ფიარკომპანიასთან მაქვს ურთიერთობა. ჩემი ბრენდი იქაც გავიდა და მექნება „შოუ-რუმი“. მოწვევა უკვე მაქვს, წესით, ყველაფერი დაგეგმილია და აგვისტოში უნდა წავიდე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ნიუ-იორკში მეცხოვრა, მაგრამ არასდროს მეგონა, ამ ქალაქთან სამსახურებრივი, საქმიანი კავშირი თუ მექნებოდა. როდესაც ნიუ-იორკში ჩავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მიხარია, რომ პერიოდულად მომიწევს ამ ქალაქში ჩასვლა. ბედნიერი ვარ და თან, ნელ-ნელა უკვე  მისრულდება ბავშვობის ოცნება.
– როგორც ვიცი, თბილისში აპირებ საკუთარი სტუდიის გახსნას?
– თბილისში სტუდია მალე გაიხსნება. ამინდებს ველოდები – მინდა, 30 ივნისს, ღია ცისქვეშ გავაკეთო წყნეთში დიდი „ივენთი“. თვითონ სტუდია შეკვეთებზე სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას.  ახლა კოლექციაზე ვმუშაობთ და არ გვექნება იმის საშუალება, შეკვეთები ავიღოთ. ძალიან მიხარია, რომ მალე ჩემი სტუდია ჩემივე დიზაინით ქართველ მომხმარებელს მოემსახურება, მათ შეეძლებათ გაიმეორონ უკვე შექმნილი კოლექციიდან რაც სურთ. ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ უცხოეთში რა ფასიც აქვს სამოსს, ქართველებისთვის იმაზე ნაკლებად გაიყიდება. მართალია, ეს არ იქნება მინიმალური თანხა, მაგრამ შედარებით იაფი იქნება და ქართველები შეძლებენ, ნაკლებ ფასად იყიდონ.
– შენი ბრენდი ნელ-ნელა კიდევ უფრო წარმატებული ხდება – ფართოვდებით.
– ვფართოვდებით და თან, მეშინია. სტუდიის გახსნა დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ. შიში ყველგან არის, მაგრამ დავძლევთ. ლონდონში ჩემი კერვის მასწავლებელი მეუბნებოდა – მთავარია, არ შეგეშინდესო. თუ შეგეშინდა, მაშინ არ შეიკერებაო. ამიტომ, დღემდე ამას ვითვალისწინებ. ვიცი, თუ შემეშინდა, არაფერი გამოვა.
სულ ახლახან ტაილანდურ „ვოგში“ დაიბეჭდა ჩემი კაბა. მანამდე დამირეკეს, მითხრეს, დიდი ხანია, თქვენს კოლექციას თვალს ვადევნებთ და ეს კაბა გვინდაო. თვითონ გადაიხადეს ყველაფრის ფული – გაგზავნის, დაზღვევის... ამან ძალიან გამახარა, „ვოგში“ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. თავიდან არც დავიჯერე, ამიტომ, არაფერს ვამბობდი, იქნებ არ დაბეჭდონ-მეთქი. მაგრამ, მერე ჟურნალიც გამომიგზავნეს. თან, ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ჩემი კაბის გვერდითაა დაბეჭდილი ფოტოები, სადაც მოდელებს აცვიათ „შანელის“, „პრადას“ კაბები. ფოტოები ჩაყოლებაზეა და რომ დახედავ, ვერც წარმოიდგენ, რომ შენი კაბა შეიძლება ასეთ ბრენდებს გაუტოლონ, თან აწერია – „ლაკო ბუკია“.
– სხვა ცნობილ ჟურნალებშიც მოხვდა შენი კაბები, დაიწერა შენ შესახებ...
– ლონდონში დიდი თარო მაქვს, სადაც ყველა ჟურნალი დევს, სიამაყით ვუყურებ ხოლმე. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა. „ფეისბუქზე“ მაქვს ჩემი „ფან პეიჯი“. იქ დავდე პრეს-ფოლდერი და ერთმა გოგონამ მომწერა, ამას რუსული ჟურნალის, „დამავოის“ მარტის ნომერი აკლიაო. გამიკვირდა, რატომ-მეთქი. იმიტომ რომ იქ არის ლაკო ბუკიას კაბაო. რუსეთთან არასდროს მქონია ურთიერთობა, გამიკვირდა, მაგრამ მერე იმ გოგონამ გამომიგზავნა ჟურნალი. ჩვეულებრივი მოდის ჟურნალია, სადაც არის ჩემი კაბა. ჩვენებიდანაა აღებული და სალომე ღვინიაშვილს აცვია. მის გვერდით არის „ფერაგამოს“, „დოლჩე გაბანას“ კაბები. ძალიან გამიხარდა. ვისთანაც ურთიერთობა არ მქონია, მათაც აინტერესებთ ჩემი ბრენდი.
– ბოლო წლებია, საკმაოდ ბევრი წარმატება მოვიდა შენთან. ეს ყველაფერი რის ხარჯზე მოხდა?
– ძალიან დიდი შრომის, უძილო ღამეების ხარჯზე. ბევრი რამ მეგობრების, ოჯახის წევრების დახმარებით გავაკეთე. მთავარი მაინც შენი საქმის სიყვარულია. თუ შენი საქმე გიყვარს, დაღლასაც ვერ გრძნობ. იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმეში იღბლიანი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე „მწვანე მაქვს ანთებული“. ხშირად შემქმნია პრობლემებიც და წინააღმდეგობებიც. ასეთ დროს ძალიან ვნერვიულობ, შეიძლება, ბევრიც ვიტირო. ამ დროს არავისთან არ მიყვარს ურთიერთობა, მირჩევნია ისე დავიცალო, არავინ დამეკონტაქტოს. მაგრამ, მერე ვძლიერდები, საკუთარ თავს ვეუბნები – არაუშავს, ასე მოხდა და ახლა სხვა რამეს გავაკეთებ-მეთქი.
– კიდევ ასეთ დროს მიდიხარ სადმე, უცხო ქვეყანაში და ისვენებ...
– კი. ბოლო დროს ვიყავი ფილიპინებზე და ძალიან დამამახსოვრდა. სასწაული ბუნებაა და ხალხიც ძალიან მხიარული, კეთილია. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინებზე ხალხს ძალიან უჭირს, ოდნავი დეპრესიაც არავის ეტყობა, სულ მხიარულად არიან – იცინიან, ცეკვავენ. ისეთი გარემოა, არაფერზე არ ფიქრობ, არ ნერვიულობ, მეგონა, ამქვეყნად კი არა, სამოთხეში ვიყავი.
– იმდენს დაფრინავ, ფრენის არ უნდა გეშინოდეს.
– არ მეშინოდა, მაგრამ თურქეთში მივფრინავდი ჩემი მეგობრის ქორწილში და მოვყევი ელვა-ჭექა-ქუხილში, მოკლედ, ყველაფერ უბედურებაში. თან, შიდა რეისი იყო და მხოლოდ ერთი ქართველი ვიყავი, დანარჩენი თურქები იყვნენ. ყველაზე მეტად იმის შემეშინდა, რამე რომ დამჭირდეს, როგორ გავაგებინო-მეთქი – არც რუსული იცოდნენ, არც ინგლისური. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა, ცოტა შიში დამრჩა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ბუდაპეშტმა. ულამაზესი ქალაქია, საყვარელი, ფეხით სასიარულო ადგილებია ბევრი, სიმშვიდეა. საერთოდ, მიჩვეული ვარ დიდ ქალაქებში ცხოვრებას. ლონდონი ძალიან ხმაურიანია და სტრესული ქალაქიცაა, ტრადიციებია ბევრი და ამიტომ, ხანდახან ძალიან რომ ვიღლები, მინდება, რელაქსაცია – სადმე დასვენება. ინგლისის სოფლები ძალიან ლამაზია, საყვარელი სახლებით, ლამაზი ბუნებით, დაპატარავებული ლონდონია.
– საქართველოში სად მიდიხარ დასასვენებლად?
– სულ ვცდილობ, მონასტრები მოვინახულო. ეს ყველაზე კარგი განტვირთვაა, საოცარი სიმშვიდეა. ბორჯომში მიყვარს დედათა მონასტერი, იქ მივდივარ, ასევე, ბოდბეში, მცხეთაში.
– არასდროს მიკითხავს, მაგრამ ახლა უნდა გკითხო – რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ალბათ, იქნებოდი ან ახლა ხარ შეყვარებული...
– სულ შეყვარებული ვარ. შეიძლება, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონდეს, მაგრამ ვიღაც უნდა მომწონდეს, მიყვარდეს. მოკლედ, სულ შეყვარებული ვარ. რამეს რომ ვიტყვი, მეგობრები იცინიან – შენ სულ შეყვარებული ხარ და ამიტომ, აღარ გვჯერაო. ეს გრძნობა ემოციურობას გმატებს, ემოციურობა კი კარგია ხელოვნებაში. ალბათ, სპეციალურად ვიყვარებ ვიღაცეებს, რომ მერე ემოციური გავხდე.
– ვინც გიყვარს, იმათ იციან?
– ალბათ, იციან, რადგან ძალიან ყურადღებიანი ვარ. თუ ვინმე მომწონს, ამას საერთოდ ვერ ვმალავ და მინდა, ეს გამოვასწორო. თუ ვინმესთან ურთიერთობა მაქვს, ეს ოჯახშიც არ იციან. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. თუ ქორწილამდე მივა საქმე, მაშინ, რა თქმა უნდა, ვეტყვი. ძალიან ბევრჯერ უფიქრიათ, რომ ვიღაცაზე ვარ შეყვარებული, რადგან ძალიან ყურადღებიანი ვარ, მეგობარი ბიჭების მიმართაც სულ ყურადღებას ვიჩენ. ეს ყურადღება კი ბადებს ეჭვებს, ჭორებს, თითქოს ვიღაცაზე ვიყავი შეყვარებული. არადა, სინამდვილეში არ არის ასე. ჩემი „ფეისბუქის“ სტატუსებიდანაც ბევრს ჰგონია, რომ ლაკო შეყვარებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციებია. სერიოზული ჯერ არაფერია. იმედია, შეყვარებული, ასეთი ყურადღებიანი აღარ ვიქნები, თორემ ზედმეტი ყურადღება მაინც ყველას სწყენს.

скачать dle 11.3