კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიქცევა „ზღაპრული უფლისწული“ უვარგის ქმრად და რაში პოულობს შვებას მისი ცოლი



ყველა ადამიანს აქვს პირადი ბედნიერების უფლება, და მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს მის სქესსა თუ სოციალურ და საზოგადოებრივ სტატუსს. არსებობს პასუხისმგებლობა შვილის, ახლობლების, ქვეყნის, საკუთარი საქმის წინაშე. ამის გარეშე, უბრალოდ, არც არსებობს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ, პირადი „სივრცე“, თუნდაც პაწაწინა სიხარული, ყველას ჰაერივით სჭირდება. არ შეიძლება, საკუთარ თავს ბედნიერება აუკრძალო, დააკომპლექსო და დათრგუნო. ვალდებულება – ვალდებულებად, მაგრამ ის, რაც შენია, ის, რაც გაცოცხლებს, უნდა დაიტოვო. ფაქტია, რომ ბედნიერი ადამიანი თავის ახლობლებსაც უზიარებს ამ ბედნიერებას, თანამონაწილედ ხდის მათ და ცხოვრებას უიოლებს. მასში არ არის აგრესია. მაგრამ მსხვერპლი, გაღებული არაფრის ფასად, ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია – ბოლოს მაინც აუცილებლად მიხვდები, რომ ის არავის სჭირდებოდა. განსაკუთრებით ქალებს სჭირდებათ ძლიერი მხარი დასაყრდნობად; მზრუნველი, მოყვარული პარტნიორი და სითბო, რომლის გარეშეც ის კარგად ვერ იქნება.
მანანა (37 წლის): ჩემი ბავშვური ოცნებები, ჩემი იმედები და ნატვრა ბედნიერი მომავლისა იმ ადამიანის გვერდით, რომელიც შეძლებდა ჩემს მეცხრე ცაზე აყვანას, გათხოვებიდან ზუსტად ერთ წელიწადში განადგურდა.  ალბათ, მეტყვით, თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულზე კი არა, რეალურ ადამიანზე გეფიქრა და გეოცნება, მაშინ ასეთ იმედგაცრუებას თავიდან აიცილებდიო, მაგრამ, რადიკალური ფანტაზიორი ნამდვილად არ ვყოფილვარ. განსაკუთრებული არაფერი მდომებია. არც ისეთი პატარა გავთხოვდი, ასე რომ მოვტყუებულიყავი. 28 წლისას შემიყვარდა. სულელი ხარ, როცა ფიქრობ, რომ ის შენს ცხოვრებაში ყველასა და ყველაფერზე მთავარია. მამაკაცი ყველაზე უკან უნდა დააყენო, იმიტომ რომ მისთვის მხოლოდ საკუთარი „მე“ არის უმთავრესი. ყველა მამაკაცი ასეთია. შეიძლება, თეორიულად გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ, ეს გამონაკლისები რეალურ ცხოვრებაში მე პირადად არ შემხვედრია. ჩემს დასაც ჰყავს ქმარი. ის ჩემს ქმარზე აშკარად უკეთესია, თუმცა, „უფლისწულობას“ ისიც ვერ „ქაჩავს“.
– ეს აუცილებელია? ჩვენც ხომ არ ვართ პრინცესები?
– რა თქმა უნდა, იდეალური ვინ არის, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ქალებისგან თავგანწირვას მოითხოვენ და იღებენ კიდეც? მამაკაცები ჭრიჭინებივით  უზრუნველად და უდარდელად ცხოვრობენ. არ არის? – არა უშავს; არ გამოვიდა?! – არა უშავს; არ მექნება?! – ფეხებზე მკიდია... რა, სხვანაირად აზროვნებენ? მარტო ქალს შეუძლია, ღამე არ დაიძინოს, თავის შესაძლებლობებზე გაცილებით მეტი გააკეთოს და შვილებს არაფერი მოაკლოს.
– ეს, ალბათ, უფრო ინდივიდუალურია. ძალიან კარგი, თავგადაკლული მამებიც ხომ არსებობენ?
– გამონაკლისებზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ ხომ უმრავლესობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მიიხედ-მოიხედეთ და ნახავთ, როგორ ცხოვრობს ქალების უმრავლესობა – წელში არიან გაწყვეტილები შრომით. შინ თუ გარეთ საქმე და საზრუნავი არ აკლიათ, მაშინ, როცა მათი ქმრები არხეინად არიან. სად გაქრა კაცების თავმოყვარეობა, ან პასუხისმგებლობის განცდა რატომ არ აქვთ?
ჩემი ქმარი ყველაზე კეთილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ყურადღებიანი, ერთადერთი და განუმეორებელი მეგონა. სამწუხაროდ, მხოლოდ მეგონა. სინამდვილეში კი საკუთარ თავზე შეყვარებული, ჭირვეული და პრეტენზიული ეგოისტი  შემრჩა ხელში. არ ვიცი, რისი იმედი მქონდა, როცა მასთან ვრჩებოდი და თან ორ შვილსაც ვაჩენდი. ამისთანა კაცთან წარმოუდგენელია ცხოვრება, მე კი მაინც ვცხოვრობდი და ახლაც ვცხოვრობ. გეფიცებით, თუ თავადაც არ მიკვირდეს – რატომ. ვცდილობდი, შევგუებოდი, ვცდილობდი, ცოტათი მაინც შემეცვალა და შემომებრუნებინა სასიკეთოდ. ვცდილობდი, ვწვალობდი, იმედი მქონდა, მაგრამ, არა – თუ არ გაუარესდა, არანაირი გაუმჯობესება არ დასტყობია. ზარმაცია და უპასუხისმგებლო. მუშაობს, მაგრამ, იქაც არაფერს აკეთებს, ისეთი სამსახური აქვს, რომ ინატრებ – სკამზე ჯდომაში უხდიან ფულს. მიდის და მაინც ისეთი პოზა აქვს, ვითომ ძალიან დაიღალა. ლოგინშიც ზარმაცია. არ ვიცი, იქნებ, სხვა ქალიც ჰყავს და იმასთან აქტიურობს. ახლა უკვე ძალიან „მკიდია“ ეს ამბავი. რამდენიმე წლის წინ, შეიძლება, მენერვიულა კიდეც, მაგრამ, ახლა თუ ვინმე წაიყვანს და მომაშორებს, მადლობას ვეტყვი. მე თვითონ განქორწინებას ვერ ვრისკავ. უფრო სწორად, ვერ ვრისკავდი. ახლა ესეც ნაკლებად მადარდებს... უკვე მყავს ადამიანი, რომელიც ცხოვრებას შემიმსუბუქებს. მე მის მკვლავებში ვიპოვე შვება და ახლა კარგად ვარ.
– ანუ, საყვარელი გაიჩინეთ?
– დიახ, საყვარელი გავიჩინე. მართალია, ეს არ დამიგეგმავს და, საერთოდ, არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, სხვა მამაკაციც მყოლოდა პარტნიორად, იმას ვგულისხმობ, რომ მამაკაცისთვის დამეკისრებინა „მაშველი რგოლის“ ფუნქცია. აქ გრძნობებზე არ არის ლაპარაკი. სიყვარული არაფერ შუაშია. ამაზე არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ. გავიცანი ლიფტში. ჩვენი ოფისი დიდ შენობაშია. სხვა ოფისებიც არის და ბევრი ხალხი მიდი-მოდის. მე მეშვიდე სართულზე ვარ. ერთხელაც, ლიფტში შევედი და ვიღაც მამაკაცმა მომაძახა, ერთი წუთით დამელოდეთო. თავიდან არ შემიხედავს მისთვის. მერეღა დავაკვირდი, როცა გამომელაპარაკა. მომეწონა. ძალიან სიმპათიური იყო. გამიღიმა, მეც გავუღიმე... კიდევ გამიღიმა... მეც ისევ გავუღიმე... ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ცოტა გამართო ამ თამაშმა. უცებ მითხრა, დღეს განსაკუთრებით კარგად გამოიყურებითო. ვეღარ მოვასწარი მეკითხა, ასე რატომ მითხრა. რას ნიშნავდა „დღეს განსაკუთრებით კარგად“. ესე იგი, ადრეც ვყავდი შენიშნული და შეთვალიერებული. მოკლედ, ლამის ორი დღე ვიფიქრე ამაზე და, ხომ იცით, რომ ფიქრობ, მერე უკვე აზარტში ვარდები. ვაღიარებ, რომ უკვე მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას... მართლაც, ისევ შევხვდი. მგონი, ისიც ჩემსავით იყო – ელოდებოდა, კიდევ როდის გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები, რადგან, ჩემმა დანახვამ ძალიან გაახარა. ღიმილად დაიღვარა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. სახელი მკითხა, თავისიც მითხრა... ანუ, ზოგადი ინფორმაცია გავცვალეთ... ასე გაგრძელდა თვეზე მეტხანს.
– ანუ, მხოლოდ ლიფტში ხვდებოდით და მორჩა? არც მობილურის ნომერი გამოურთმევია, არც სადმე დაუპატიჟებიხართ?
– არა. აბსოლუტურად გულახდილად გეუბნებით. არ არის ისეთი ტიპი, იერიშზე გადმოსულიყო. საკმაოდ თავდაჭერილი და ზომიერი ადამიანია. თითზე რომ საქორწინო ბეჭედი უკეთია ქალს და მასთან კაცი პირდაპირ შეტევაზე მიდის, რბილად რომ ვთქვათ, კარგი ვირი, ხეპრე და შეუგნებელია, მსგავს კაცთან საქმეს არ დავიჭერდი, მაგრამ ძალიან დელიკატური და თავაზიანი იყო. ზედმეტი არაფერი უკადრებია. მე რომ არ მეაქტიურა, საერთოდ არც არაფერი მოხდებოდა. მხოლოდ, ნაცნობებად დავრჩებოდით.
– თქვენ იაქტიურეთ და დაუახლოვდით? რანაირად? უთხარით, რომ მასთან სიახლოვე გინდოდათ?
– პირდაპირ არ მითქვამს. რას ამბობთ, მაგას როგორ ვიზამდი, ასეთი თავზეხელაღებულიც კი არ ვარ! პრინციპში, ესეც შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობრის ქორწილი იყო და დამპატიჟა. ჩემს გათხოვებამდე ერთად ვმუშაობდით. მერე მე ბავშვები გავაჩინე, სამსახურიდან წამოვედი და აღარც მივბრუნებულვარ – სხვაგან ვიშოვე უკეთესი ანაზღაურებით. ძალიან გამიხარდა, რომ არ დავავიწყდი და დამპატიჟა, თანაც, ყოველდღიური ერთფეროვნებიდან თავის დაღწევის შანსიც მომეცა – ცოტა ხნით მაინც ხომ გავიდოდი ხალხში და გავერთობოდი! განსაკუთრებულად გამოვიპრანჭებოდი, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ, ჩემმა ქმარმა ისევ ყველაფერი გააფუჭა, ეგრევე ჩამაშხამა საზეიმო განწყობა. დაიწყო ჯაჯღანი: შენ ფუქსავატი ხარ და ქარაფშუტა. ფულის ხარჯვის მეტი არაფერი იცი, თან უაზროდ ფლანგავო (თითქოს მე არ ვშრომობდი და არ შემქონდა ოჯახში ფული), საჩუქრისთვისაც უნდა დახარჯო, მერე ახალ კაბასა და ფეხსაცმელსაც მოინდომებ, სალონში წასვლაც მოგინდება, და ქარს უნდა გაატანო ერთი თვის ბიუჯეტიო. გული ჩამწყდა. გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი. თუმცა, საჩუქარი მაინც ვიყიდე. მერე ჩემს დასთან მოვყევი – ასე ვთქვათ, გული მოვიოხე და გაგიჟდა. არანორმალური ხარო, მითხრა. შენი ქმარი კრეტინია და შენც აჰყოლიხარ. „დაიკიდე“ და მარტო წადი, რა პრობლემა შექმენი? ძალიან მაგარი კაბა მაქვს, ფეხსაცმელი კი იყიდე. შე საცოდავო, დროა, საკუთარ თავზე იფიქრო. ვერ ხედავ, შენი უვარგისი ქმარი რომ არაფერს იკლებს? აუცილებლად წახვალ, მე თვითონ მიგიყვან ჩემი მანქანითო. არ ვიცი, შეიძლება, ესეც ბედი იყო. კაბა მართლა ძალიან კარგი იყო და მომიხდა კიდეც. ჩემმა ქმარმა ბავშვების დატოვებაზე უარი თქვა და ისინიც ჩემმა დამ წაიყვანა. ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ბრმა ვიყავი, ამ უვარგისში ზღაპრულ უფლისწულს როგორ ვხედავდი-მეთქი (ჩემს ქმარს ვგულისხმობ). ადამიანები ხომ არ იცვლებიან?! ასე სულელურად რანაირად შევიყვარე? როგორ დამემართა, ვერ ვხვდები. მარტო იმიტომ არის ღალატის ღირსი, რომ მთელი ოცნებები დამინგრია. ყველა იმედი გამიცრუა და გამამწარა. ერთი დღე არ მახსენდება ამ წლების განმავლობაში, რომ ჩემს სიამოვნებაზე ეზრუნოს, ჩემგან კი ითხოვდა ნაირ-ნაირებს. წარმოიდგინეთ, ამდენი ხანია, ცოლ-ქმარი ვართ და ერთადერთხელ მომილოცა დაბადების დღე იაფფასიანი ბიჟუტერიით. მაშინაც, რა მოხდა, არ ვიცი. სწორად გამიგეთ, საქმე არც ნივთშია და არც მის ღირებულებაში. მთავარია, ადამიანს უნდოდეს, გაგახაროს და სიამოვნება მოგანიჭოს. შეიძლება, უბრალო რამ გაჩუქოს, მაგრამ შენთვის ბრილიანტზე უფრო ძვირფასი იყოს. მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული სიკეთე სიკეთე აღარ არის, ხომ მართალი ვარ?! მოკლედ, წავედი ქორწილში და შევხვდი ჩემი „ლიფტის ნაცნობს“. ეს იყო სრული შოკი.
– გაგიხარდათ? ოღონდ, გულახდილად.
– გულახდილად გეტყვით – ძალიან გამიხარდა, დასამალი არაფერი მაქვს. თან, ისე ვიყავი გაცეცხლებული ჩემს ქმარზე, როცა დავინახე, ცა გამეხსნაო, რომ იტყვიან ისე დამემართა. ოდნავ მოშორებით იჯდა. იმდენი „იჩალიჩა“, გვერდით გადმომიჯდა. მკითხა, შენ ნეფის მხრიდან ხარ თუ პატარძლისო. მე ვუთხარი, პატარძლის მხრიდან, მეგობარია-მეთქი. იმან, რა უცნაურია, შენი მეგობრის ქმრის მეგობარი ვარო, – მითხრა. ჰო, უცნაური დამთხვევაა, შემთხვევითი-მეთქი. ასეთი შემთხვევითობა არ არსებობსო. მერე ვიცეკვეთ და ცეკვისას, უცებ, მაკოცა. ძალიან მინდოდა და მჭირდებოდა ეს კოცნა. მაგრამ, მაინც „ჩაირთო“ შინაგანი თავდაცვის მექანიზმი და ძალიან გავაპროტესტე – ხელი ვკარი და გარეთ გამოვვარდი. სახლში წამოსვლა მინდოდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ თითქმის ქალაქგარეთ ვიყავი და ტაქსი უნდა გამომეძახა, სხვანაირად  სახლში ვერ წავიდოდი. სანამ ნომერს ავკრეფდი, ისიც მოვიდა. ვცადე, ყურადღება არ მიმექცია. მომიახლოვდა და დამნაშავის  ღიმილით მომიბოდიშა: სულელურად მოვიქეცი და მაპატიე, ეს აღარ განმეორდება. დავბრუნდეთ დარბაზში. ახლა ტორტს გაჭრიანო. ჩემი ტორტი უკვე გაჭრილია-მეთქი. მაშინ, უფლება მომეცი, სახლში წაგიყვანოო. გეფიცები, მთელი გზა ხმასაც არ ამოვიღებ, სულ ჩუმად ვიქნები, არ შეგაწუხებ, ოღონდ მომეცი საშუალება, ჩემი დანაშაული გამოვისყიდოო. ერთი წუთით ვიყოყმანე და მერე დავთანხმდი. მანქანაში რომ ჩავჯექი, იქ რა დამემართა, არ ვიცი. თითქოს, ჩემში ვიღაც სხვა ქალი ჩასახლდა – კაცს მანქანის დაქოქვაც არ ვაცადე, უცებ მოვეხვიე და ტუჩებში ვაკოცე. დღესაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ ჩემს მაშინდელ საქციელს. მაგრად ჩავეხუტე, მივეკარი და ვუთხარი, ეს კოცნა მე თვითონაც ძალიან მინდოდა-მეთქი და კიდევ ვაკოცე... მოვყვე, რაც ამას მოჰყვა, თუ ისედაც გასაგებია ყველაფერი? იქვე, მანქანაში მოხდა ის, რაც მარტო ფილმებში მინახავს და არ მჯეროდა, თუ რეალურ ცხოვრებაშიც იყო შესაძლებელი მსგავსი რამ. სირცხვილის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. არაფერი მსგავსი საკუთარ ქმართან არ მქონია. მე არ ვიცი, ეს ვისი ბრალია – იმისი თუ ჩემი, მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ კახპასავით ვიქცეოდი და ეს მომწონდა, ბედნიერიც კი ვიყავი. თურმე, არაფერი მცოდნია სექსის შესახებ, საერთოდ არაფერი. არავითარ შემთხვევაში აღარ ვიტყოდი უარს ამ ადამიანზე, რომელმაც ისეთი სიხარული მაჩუქა, ვერც კი ვიოცნებებდი. სხვათა შორის, ჩემს დას მოვუყევი, რაც მოხდა – რაღაც მომენტში სინდისმა მაინც შემახსენა თავი. არც შეიცხადა და არც არაფერი. მითხრა, ძალიან კარგი გიქნია. მეშინოდა, რომ ცოტა ხანში ასეთი ცხოვრებისგან გააფრენდი. ახლა ეგ აღარ გემუქრებაო. ალბათ, სიმართლე მითხრა. მე რობოტი არ ვარ, გრძნობაც მაქვს და ემოციაც. ჩემში დაგუბებულმა პოტენციალმა ამოხეთქა იმ მანქანაში და მოსახდენიც მოხდა.
– ანუ, თქვენი ქმარია დამნაშავე იმაში, რაც მოხდა?
– არ არის დამნაშავე? შეიძლება, ვიღაცამ თქვას ჩემზე, რომ ბოზი ვარ, მაგრამ, ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. ყველაფერი რომ მორჩა, ისეთი უხერხულობა ვიგრძენი, ვერ წარმოიდგენთ. მე, ორი შვილის დედა, მანქანაში დავნებდი, ფაქტობრივად, უცხო მამაკაცს. უცხო იყო, აბა, რა იყო! ლიფტში რამდენჯერმე შეხვედრილ კაცს ნაცნობი ვუწოდო? თან, როგორ გითხრათ, გრძნობაც არ არის ჩვენ შორის. საკუთარ თავზე მოგახსენებთ, მისი გრძნობების შესახებ არც მიკითხავს, არ მაინტერესებს. კარგად ვართ, ერთად როცა ვართ და ეს მაკმაყოფილებს.
– ცოლი ჰყავს?
– მითხრა, რომ არა. მე არ გადამიმოწმებია.
– ანუ, დარწმუნებული არ ხართ.
– არ მაინტერესებს. მართლა, არ მაინტერესებს. მე ამ კაცთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები არ მაქვს. არც მისი ცოლობა მინდა და არც ჩემი ოჯახის დანგრევა.
– რატომ? რა იცით, რა მოხდება ხვალ, ქმარი ხომ არ გიყვართ?
– არც ქმარი მიყვარს და არც ის მიყვარს. უფრო სწორად, ქმარი ძალიან მიყვარდა და ახლა აღარ მიყვარს. ამ კაცის შეყვარებას კი არ ვაპირებ. საბოლოოდ, მაინც ყველა ერთნაირია. სექსი თუ გაკავშირებს მასთან და მეტი არაფერი, პრობლემა ნაკლებია. საკმარისია, საქმეში პასუხისმგებლობა ან ვალდებულება ჩაერთოს, რომ, მორჩა, უფლისწული მაშინვე მათხოვრად ან ურჩხულად გადაიქცევა. ჩემი ქმარი ჩემი შვილების მამა მაინცაა და ის მათ ისეთი უყვართ და უნდათ, როგორიც არის. ამიტომ, არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ არც ახლა და არც მომავალში.
– ქმარმა რომ გაიგოს თქვენი ღალატის შესახებ?
– ვერ გაიგებს. მე „საყვარლობანას“ არ ვთამაშობ, საკმაოდ პრაგმატულად ვუდგები ამ ურთიერთობას. ერთმანეთს არც ვურეკავთ და არც მესიჯებს ვუგზავნით. ვხვდებით და „რელაქსაციის“ ის ერთი საათი საკმაოდ დიდხანს მყოფნის. თუ გინდათ, დამადანაშაულეთ უზნეობასა და გარყვნილებაში – ეს თქვენი და მკითხველის გადასაწყვეტია. მთავარია, მე რას ვგრძნობ. დიახ, ორმაგი ცხოვრება მაქვს: ერთი მხრივ, ოჯახის დიასახლისი და დედა ვარ; საკმაოდ მზრუნველი და „მორჩილი“ ცოლი... მეორე მხრივ – ვნებიანი საყვარელი. მე ჩემი „წამალი“ ვიპოვე და „ვიმკურნალე“ – დეპრესია და ნევროზი მოვიშორე და არავის მოვუწოდებ, მე მომბაძოს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თუმცა, ქმრების უმრავლესობა ნამდვილად არ არის ერთგულების ღირსი.

скачать dle 11.3