კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაბრუნდა ბაიარ შაჰინი საკუთარ წარსულში და რაში აიყოლია მან შვილები



ის  საქართველო, რომელიც პატარა და ლამაზ ლაზურ სოფელში შეიყვარა, 17 წლის წინ „იპოვა”. მას შემდეგ ბაიარ შაჰინი ისე ქართველობს, რომ ამ ქვეყნის სიყვარულში ტოლს ბევრს არ უდებს. ცხოვრება ორად გაყო, ხან  ბათუმშია,  ხან – სტამბულში, სადაც მისი ოჯახი და სამი შვილი ცხოვრობს.  ქართული სიმღერის კარგი ოსტატი   ისევ ზურგზეგუდამოკიდებული დადის, ცოტა ხნის წინ, ახალი ალბომი ჩაწერა,  სადაც ის სიმღერებიც მოხვდა, რომელსაც ბოლო დროს მიაგნო.     
– ბაიარ, როგორ ხარ? ამ ბოლო დროს თბილისში აღარ ჩამოდიხარ ხშირად. „არტგენზეც”  არსად ჩანდი. აქეთ აღარ მოგიწევს გული? 
– „არტგენი” კარგი ფესტივალია, ძალიან მომწონს, რაღაც ამ ამბავში ვერ მოვხვდი. მე მგონი, ახალი ხალხის აღმოჩენა უნდათ და ვეთანხმები ამაში. მე უკვე ძველი ვარ. თბილისში ხშირად ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ გული მანდ  მაქვს დატოვებული. მე ორი ქვეყნის შვილი  ვარ, მაგრამ ერთი სამშობლო მაქვს, რომლის დედაქალაქიც თბილისია. წელს სამჯერ ვიყავი თბილისში, ექვსი ახალი ხალხური სიმღერა ჩავწერე ალბომისთვის, რომელიც სტამბულში გამოვა.  ერთ დისკში 16 სიმღერა იქნება, მათ შორის – 5 ქართული, ერთი კი – ლაზური, რომელიც სოფელ სარფში ვიპოვე. სექტემბერში მინდა ჩავატარო ლაზური სიმღერის დიდი ფესტივალი, რომელიც მიეძღვნება ქაზიმ ქოიონჯუს ხსოვნას. ამ ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა ბევრი სტუმარი, გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახის წევრები და მეგობრები. მე ძველი ხელობისთვის არ მიღალატია, ზურგზე გუდა მკიდია და სოფელ-სოფელ ახალ სიმღერებს ვეძებ (იცინის). ამ ძებნაში უკვე ათი წელი გავიდა. პირველად საქართველოში 1994 წელს ჩამოვედი, მაშინ ანსამბლში ვმღეროდი, ასე დაიწყო ჩემი და საქართველოს სხვა სიყვარული,  რომელიც დღეც  გრძელდება და ღამეც, თბილისშიც, სტამბულშიც და ბათუმშიც.
– გავიგე, ბათუმში ბიზნესი დაგიწყია, ბიზნესმენიც გახდი?
– მეგობრებთან ერთად ტურისტული სააგენტო გავაკეთე. ბიზნესმენი მერე გავხდები, ჯერჯერობით ორგანიზებას ვუწევთ ახალ ღონისძიებებს, ვსწავლობთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ეს საქმე ბიზნესად ვაქციოთ. ტურები გვექნება როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ძალიან მინდა, რომ მოვაწყო ტურები ტაო-კლარჯეთში. ამჟამად საქართველოდან ტაო-კლარჯეთში წამსვლელთა რაოდენობა ბევრი  არაა, უფრო თავისით მიდის იქ ხალხი. ჩვენ თურქეთიდან უფრო მეტი ადამიანი მოგვყავს ტურისტად. არ ვიცი, ეს ბიზნესი მომგებიანი იქნება თუ არა, მაგრამ ეს სფერო ჩემი საქმიანობმისგან ძალიან შორს არაა. ერთი ოცნება მაქვს, როდისმე ერთ პატარა სოფელში ჩემი მიწა მქონდეს, სადაც 2-3 ნალიას ჩავდგამ, ტურისტებს ჩავიყვან იქ სტუმრად. საღამოობით ცეცხლს ავანთებ, მათთვის დავუკრავ და ვიმღერებ. მე მგონი, ეს საქმე ძალიან ხოშიანია. თან ჩემს ეზოში სიმინდს, კიტრსა და პამიდორს მოვიყვან (იცინის).
– ადგილი შეარჩიე უკვე?
– საცხას მივაგნებ, მგონი, მაჭახელაში. აჭარის სოფლები ძალიან ლამაზია. ასეთ ადგილს იმდენს მივაგნებ,  კომპასი არ მინდა. ჯერ  ბიზნესი უნდა გავანვითარო.
– შენი პოპულარობიდან გამომდინარე,  ბიზნესში შეღავათები გაქვს?
– კი, ცხოვრებაში მაქვს ეგ „ლგოტები”. ყველას რომ უყვარხარ, ეს შეღავათი არაა?! ისიც იციან, რომ მეც მიყვარს ჩვენი ხალხი, ჩვენი კულტურა და მიწა. ყველა მხარში მიდგას, როცა ვინმეს დახმარება მინდა. წელს მეორედ ვაწყობ ბაიკერების ფესტივალს. შარშან ივლისში ჩავატარეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აჭარის მთავრობამაც ძალიან შემიწყო ხელი.  თურქეთიდან 200 ბაიკერი ჩამოვიდა, ბევრი ჩემი მეგობარი იყო. ყველაფერი ასე დაიწყო – მეგობრებმა მთხოვეს, ბათუმში გვინდა ჩამოსვლა, 10 კაცი შევიკრიბებით და ჩამოვალთ. შენ კი ბათუმი დაგვათვალიერებინეო. უარს  როგორ ვეტყოდი, აქედან გაჩნდა ფესტივალის მოწყობის იდეაც. ამან საქართველოს ბევრი რამ მოუტანა. ბაიკერები  თავისი ვიდეოკამერებით ჩამოვიდნენ, ხან სად გადაიღეს სურათები, ხან – სად. მერე თავის ქვეყნებში ათასმა ვინმემ ნახა ეს სურათები და სხვებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით.     
– თვითონაც ხომ არ გახდი ბაიკერი?
– არა, მე მარტო ის კავშირი მაქვს ბაიკერებთან, რომ ბაიარი ვარ –  სამი ასო ბგერა გვაქვს საერთო (იცინის), როცა ჩემი მეგობრები თურქეთიდან ბაიერებით წამოვიდნენ, მე სარფში ველოდებოდი მათ. საჭე ვერ მანდეს, მაგრამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღამდე გამომაყოლეს, უკან ვიჯექი და ისე. რა ვქნა, ბაიერს ორი ბორბალი აქვს და მეშინია, არ  გადმოვვარდე, ყველაფერში ხომ ვერ იქნები მაგარი. სამაგიეროდ, ისე კარგად ვცურავ, ვისაც უნდა, გავეჯიბრები. რომ მოვინდომო, ორდენებსაც კი მივიღებ.
– ოჯახში როგორ ხართ, მეოთხე შვილი ხომ  არ გეყოლათ?
– რაღა დროს მეოთხე შვილია, უკვე დავბერდი, 46 წლის გავხდი. ჩემი უფროსი ქალიშვილები – ტყუპები, წელს სტამბულის კონსერვატორიაში აბარებენ. პატარა გოგო ჯერ მერვე კლასშია. უფროსები ჩემს კვალს გაჰყვნენ, კარგად მღერიან. ახალ ალბომში თითო სიმღერა ჩემი შვილების შესრულებითაა შესული, ყველა სიმღერაშიც ბექვოკალი მათ გამიკეთეს. ჯერ კიდევ არ გადამიხდია ჰონორარი, ვალს მერე გადავუხდი, დისკი რომ გაიყიდება (იცინის). ახლა ისეთი სპეციალობა აირჩია ორივემ, ყველაფერს რომ ასწავლიან მუსიკაში – ინსტრუმენტზე დაკვრას, ხმოვანებას, ხალხურ მუსიკას. ჩემს გოგოებს უყვართ საქართველო. შარშან ორი თვე ბათუმში გაატარეს. აქეთ ბევრი მეგობარი ჰყავთ. ხან მე ვარ იქით, ხან ჩემები ჩამოდიან ბათუმში. ასე გზაში ვართ. კონსერვატორიას რომ დაამთავრებენ გოგოები, მერე, ალბათ, მოინდომებენ საქართველოში ჩამოსვლას. ყველაფერი უცებ არ ხდება, ნელ-ნელა უფრო გამოდის საქმე.
 – ცოლი თანახმაა, აქეთ გამოგყვეთ?
 – სადაც ჩვენ ვიქნებით, ისიც იქ იქნება. ჩემი ცოლი არ მუშაობს, მე და გოგოებს გვივლის. ჩემი მოვლა ძნელი არაა, რადგან პრეტენზიული საერთოდ არა ვარ, რასაც მაჭმევენ იმას ვჭამ. თან, სახლში იშვიათად ვარ (იცინის). სახლი გვაქვს სტამბულში, აეროპორტთან ძალიან ახლოს. ბოლო ორი სართული ჩვენ გვეკუთვნის.
– ეს სახლი მემკვიდრეობით გერგო?
– არა, რა მემკვიდრეობა. ეს სახლი კრედიტით ვიყიდე. ოთხი წელი კიდევ უნდა ვიხადო ვალი. მემკვიდრეობით ქართველობა და კულტურა მივიღე, კიდევ მიწა, რომელიც ბაბუაჩემის იყო  ჩვენთან სოფელში. იქ  მამაჩემის ძმას აქვს სახლი, უკვე უფროსმა ძმამაც აიშენა. მე პატარა მიწა  გამოვჩიჩქნე და იქ მინდა, სახლის აშენება. ძალიან მიყვარს ჩვენი სოფელი, მიწაზე მუშაობა.  თოხნაც ვიცი, ბარვაც, თესვაც.  ქალაქში კი გავიზარდე, მაგრამ ესეც კარგად გამომდის.  პატარა, 13 წლის  ვიყავი, როცა იქიდან მთელი ოჯახით სტამბულში გადავედით საცხოვრებლად. ერთ წელიწადში მამა გარდაიცვალა, დავობლდი. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ობლის კვერი ცხვაო და  ბოლოს გამოცხვაო – ესეა ჩემზეც. ჩემს ცხოვრებაში უცებ არ ხდება კარგი რამეები, ლოდინი მჭირდება. ლოდინის მერე კი, ყველაფერი გამოდის ხოლმე.      
– რაც უფრო ახლოს გაიცანი საქართველო,  ქართული თვისებები და ჩვეულებები გაგიმძაფრდა?
– ეს ნამდვილად ასეა. ამას წინათ, ჩემმა ძმიშვილმა საოცარი რაღაც მითხრა. ის ერთი წელი ეკვადორში ცხოვრობდა და იქიდან პირდაპირ თბილისში ჩამოვიდა. ქართულად ლაპარაკი საერთოდ არ იცოდა, ახლა კი ისეთი ქართულით დაიწყო ლაპარაკი ძალიან გამიკვირდა. გაოცებულმა ვკითხე: სად ისწავლე ქართული-მეთქი, ბებიაჩემმა რაც კი მასწავლა, ყველაფერი ახლა მახსენდებაო, – მიპასუხა. მეც ასე მომივიდა, რაც ჩემმა ოჯახმა და ბებიამ მასწავლა, უკვე იმას დავუბრუნდი, ქართული ჩვევებიც მივიღე. სტამბულში ჩემს სახლში რომ მოხვიდეთ,  მეორე სართული მთლიანად ქართული ელემენტებითაა გაწყობილი, ეთნოგრაფიულ მუზეუმს ჰგავს.  ჩემთან სახლში რამდენიმე საათით პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც იყო. სახლის მეორე სართული  და ჩემი სამუშაო ოთახი რომ დაათვალიერა,  გაოცებულმა მითხრა, თავი საქართველოში მეგონაო. ხასიათი ძალიან არ შემცვლია. დავუშვათ, სახლში ვარ და საჭმელი არაა, მშიერიც რომ მოვკვდე, ერთ კვერცხსაც კი ვერ შევიწვავ, არ გამომდის. ესეც ხომ ქართულია (იცინის)?! ქეიფიც მიყვარს და დროსტარებაც,  თუ სუფრასთან თამადა ვერ იპოვეს, მე მნიშნავენ. როგორც ყველა ქართველი, მეც ემოციური ვარ, სულ მენატრებიან ჩემი შვილები, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩვენი ცხოვრება ახლაც ზუსტად ისეთია, როგორც წლების წინ, მაჭახელაში იყო, იმ წესებს დღემდე ვიცავთ სახლში, ქართულ კერძებსა და საჭმელს ვაკეთებთ. სტუმარი მიყვარს. სახლში  რომ მომივა, ღვინო თუ არა მაქვს, ჩაის მაინც დავალევინებ და რამეს მივართმევ.  ჰოო... ჯერ მაღალ ხმაზე ვერ  ვსაუბრობ და ვერც ქართულ დროზე გადმოვედი. რომ მეტყვიან, ერთ საათში შევხვდეთო, ვეკითხები: ქართული დროით თუ ევროპულით-მეთქი. ჯერ ქართული  დროით ვერ ვმუშაობ, ამიტომ სულ მე  ველოდები სხვებს (იცინის).

скачать dle 11.3