კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ექსდიქტატორების საბანკო ანგარიშები დაბლოკა შვეიცარიის პრეზიდენტმა მიშლინ კალმი-რეიმ და სად შეასრულა მან ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა ფონოგრამის დახმარებით



2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა, დიპლომატიურ დონეზე, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით ხორციელდება. თუმცა, ეს შვეიცარიისთვის როგორც ნეიტრალური ქვეყნისთვის, პირველი შემთხვევა არ არის და საერთაშორისო თანამეგობრობა ალპურ ზონაში მდებარე ამ სახელმწიფოს, გარდა პოლიტიკური შუამავლობისა, საბანკო სფეროშიც დიდ ნდობას უცხადებს. შვეიცარია, რომ სრულიად განსხვავებული ქვეყანაა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ იქ პრეზიდენტი ყოველწლიურად იცვლება. შვეიცარიის ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი, პრეზიდენტის პოსტზე უკვე მეორედაა, მანამდე იგი 2007 წელს ასრულებდა ამ მოვალეობას და  შვეიცარიის ისტორიაში მეორე ქალი-პრეზიდენტია, რუტ დრეიფუსის შემდეგ.
* მიშლინ კალმი-რეი 1945 წლის 8 ივლისს ქალაქ შემინიონში, ვალეს კანტონში, ჩარლზ და ადელინ რეიების ოჯახში დაიბადა. განათლების მიღება მიშლინმა სენტ-მორისის ბიზნესის სკოლაში დაიწყო, ხოლო 1968 წელს ბაკალავრის დიპლომი ჟენევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიიღო. მიშლინი 20 წლის განმავლობაში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წიგნებით მოვაჭრე კომპანიას ხელმძღვანელობდა. მიშლინი შვეიცარიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და სხვადასხვა დროს, პარტიის ჟენევის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მსახურობდა. შვეიცარიის პოლიტიკურ წრეებში მიშლინ კალმი-რეის ანიმაციური ფილმის „101 დალმატინელის” უარყოფითი პერსონაჟის სახელს, „კრუელას” უწოდებენ, კალმი-რეი ამ გმირის იდენტურ ვარცხნილობას ატარებს. ამჟამად მიშლინ კალმი-რეი ქალთა საბჭოს წევრია, რომელშიც მოქმედი და ყოფილი ქალი პრეზიდენტები და  პრემიერ-მინისტრები არიან გაერთიანებულნი.
* შვეიცარიაში, პრეზიდენტი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიებით, მას არ ჰყავს პირადი დაცვა და გადაადგილდება ჩვეულებრივი ავტომობილით. ერთხელ რუსი ტურისტები მიშლინ კალმი-რეის ბერნში, ერთ-ერთ სასტუმროში ლიფტში შეეჩეხნენ. სასტუმროს ადმინისტრატორმა ამაყად მიუგო ტურისტებს, რომ მათთან ერთად ლიფტში პრეზიდენტი მგზავრობდა. რუსები დაინტერესდნენ, სასტუმროს პრეზიდენტი ხომ არ არისო და უნდოდათ, მადლობა გადაეხადათ მაღალი დონის მომსახურებისთვის. რაზეც ადმინისტრატორმა უპასუხა – არა, ეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და ეს წუთია, შეხვედრაზე გაემგზავრა ბერნის მუნიციპალიტეტშიო. ტურისტები გაოგნებულები უყურებდნენ მუნიციპალიტეტში ფეხით მიმავალ პრეზიდენტს.
* მიშლინ კალმი-რეიმ, როცა ის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დემოკრატიული სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურის ტაბუ დაარღვია და პირველმა გამოთქვა სურვილი, გაემართა მოლაპარაკებები, ერთ დროს პლანეტის ნომერ პირველ ტერორისტთან, უსამა ბინ ლადენთან. მიშლინმა 170 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთა სამიტზე ბერნში, განაცხადა, რომ მზად არის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან თვით ბინ ლადენთანაც კი, თუკი ეს მოლაპარაკება მსოფლიოში სიმშვიდის დამყარებისთვის გამოდგება. კალმი-რეის თქმით, შვეიცარული დიპლომატიის მთავარი მიზანი მოლაპარაკების წარმოებაა ყველა სფეროს წარმომადგენლებთან, თუნდაც ისინი საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდნენ.
* 2003 წელს ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშლინ კალმი-რეიმ გამოთქვა ვარაუდი, თუ თავისი ნებით ჰუსეინი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თვითნებურად დატოვოს ერაყი, შვეიცარია მზად იქნება  შეიფაროსო. პირველად ეს იდეა, შვეიცარიის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიის წევრმა, ჟან ციგლერმა წამოაყენა და თქვა, რომ შვეიცარია თვით ეშმაკსაც კი მისცემს თავშესაფარს, თუკი ეს 500 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ციგლერის აზრს მიშლინ კალმი-რეიმ სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
* შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ტელევიზიის ეთერში შესრულებული სიმღერის გამო გააკრიტიკეს და სახელმწიფოს პირველი პირის მიერ შვეიცარიის პრესტიჟის შელახვაში დაადანაშაულეს. კალმი-რეიმ მონაწილეობა მიიღო ფრანგულენოვანი ტელეარხის TCP-ს ტელეშოუში „გულისცემა” და, ათასობით ტელემაყურებლის წინაშე, ფონოგრამის დახმარებით, შეასრულა ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა „სამი ზანზალაკი”. პრეზიდენტმა ოპონენტების ბრალდებებს სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ კიდევ 1-2 სიმღერას შეასრულებდა, ტელეშოუს ფორმატი რომ არ იყოს შეზღუდულიო და ისიც აღიარა, რომ საერთოდ სიმღერა მისი ჰობია. თუმცა, საჯარო გამოსვლებისგან იგი ამიერიდან თავს შეიკავებს და თუკი ვინმეს მისი მოსმენა მოუნდება, მზად არის სახლში მიიპატიჟოს.
* შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი ციურიხში მიმდინარე „ფიფას“ 61-ე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ფეხბურთი ხალხებს აერთიანებს და თავისი უნივერსალიზმით აახლოებს დაპირისპირებულ საზოგადოებებს. კალმი-რეიმ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ „ფიფას“ დამსახურებაა, რომ პარტნიორული ურთიერთობა ყალიბდება თურქეთსა და სომხეთს შორის, პალესტინაში აშენდა სტადიონი და აფრიკის კონტინენტს მიეცა საშუალება, ემასპინძლა უდიდესი საფეხბურთო ფორუმისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
*  მიშლინ კალმი-რეის პირადი განკარგულებით, შვეიცარულ ბანკებში დაიხურა გადაყენებული დიქტატორების, ტუნისის ექსპრეზიდენტის, ზინ ალ-აბიდინა ბენ ალის, კოტდივუარის ექსპრეზიდენტის, ლორენა გბაგბოს და ეგვიპტის ექსპრეზიდენტის, ჰონსი მუბარაქის პირადი ანგარიშები. კალმი-რეის თქმით, ამიერიდან დიქტატურაში ბრალდებულ პირებს, შვეიცარიაში აღარ შეეძლებათ ხალხისთვის წართმეული ფულის ბანკებში შენახვა.
* მიშლინ კალმი-რეი შვეიცარიელ პოლიტიკოსთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მხარს უჭერს ამ ქვეყნის ევროკავშირში შესვლას. თუმცა, იგი ღიად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ  ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად შვეიცარიას ბუნებრივი აირი ირანიდან მიეწოდება. ამ ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, კალმი-რეი ფოტოგრაფების წინაშე მუსლინამურ თავშალში პოზირებდა. სწორედ ამ ფაქტის გამო, ისრაელის მთავრობამ მიშლინ კალმი-რეი დემონსტრაციულად არ დაპატიჟა  ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების 60 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე თელ-ავივში.

скачать dle 11.3