კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მესამე გზა



„კაცი, ანუ მენავთობე ვარ და ქუდიც მხურავს“.
მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 120 აშშ დოლარს მიუკაკუნა, ხოლო ჩვენმა დოლარმა – თითქმის ლარსა და 70 თეთრს, ჩვენს სამშობლოში საწვავის ფასი (მაგალითად,  პრემიუმ-ავანგარდ, გნებავთ, ვისოლ-აპისა) ორ ლარსა და 30 თეთრზე ავიდა. მას შემდეგ ლარმაც იწყო დაღმასვლა (ანუ გამყარება) და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულებამაც, თუმცა ჩვენი ბედკრული სამშობლოს არაბედკრულმა ნავთობიმპორტიორებმა შემოგვჩივლეს, რომ, სანამ 120 აშშ დოლარად ნაყიდ საწვავს არ ამოჰყიდდნენ, მას ვერ გააიაფებდნენ (ან კი რატომ უნდა გაეიაფებინათ, როდესაც მომხმარებელი იდეალური განტევების ვაცია?!). არც გააიაფეს, მაგრამ ერთხანს ინამუსეს და ხუთიოდე თეთრი ჩამოაკლეს (ოღონდ მეტად მცირე ხნით). ამის პარალელურად, საწვავის ფასი მთელ მსოფლიოში იკლებდა, განსაკუთრებით, ნიუ-იორკში (თუმცა ჩვენი ნავთობიმპორტიორები, როგორც ჩანს, მხოლოდ ლონდონურ ფასს სწყალობდნენ).
ლონდონურს თუ ნიუ-იორკულს, სულ ახლახან, იმას გარდა, რომ დოლარი ერთ ლარსა და 64-თეთრამდე ჩამოქვეითდა, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე (ლონდონსა და ნიუ-იორკში) საწვავის ფასი ურთიერთსაპირისპიროდ შეიცვალა. კერძოდ, ლონდონურზე დაიკლო (111,9 აშშ დოლარამდე), ნიუ-იორკულზე კი მოიმატა (93,26 აშშ დოლარამდე). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ბაზარზე ზემოხსენებული სახეობის საწვავი კვლავაც ორ ლარსა და 30 თეთრზე დგას (და, როგორც ბენზინგასამართ სადგურებში, ეტყობათ სხვაგვარად არც კი ძალუძს), სავარაუდოა, რომ ქართველმა ნავთობიმპორტიორებმა მესამე გზა არჩიეს: ორივე ბირჟის მონაცემებს აჯამებენ და საწვავის ქართულ ფასს ამ ორიგინალური მეთოდით ანგარიშობენ. თუმცა, რაკი ვაცებს (განტევებისებს, რა თქმა უნდა) არც არავინ განგვიმარტავს რეალურ ლოგიკას, ის მაინც გაგვარკვევინა, ჩვენებური იმპორტიორები ქუდბედიანები დაიბადნენ თუ ეს ქუდი საკუთარი მარიფათით დაიხურეს?!

скачать dle 11.3