კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალად ვეგეტარიანელები



ანუ ყველაფერში დამნაშავე ევროკავშირია
მართალია, სოფლის მეურნეობის მინისტრი გვარწმუნებდა, რომ ხორცის ფასის ზრდა ცალკეული სპეკულაციური ჯგუფების ბრალი იყო და უახლოეს მომავალში მათი ვინაობის გამხელასაც გვპირდებოდა, თუმცა გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა ბ-ნმა ბარამიძემ საკითხს ევროპიდან შემოუარა და ბრძანა (სხვათა შორის, მეტად აქტუალური სახელწოდების მქონე კონფერენციაზე: „თანამშრომლობა ევროპული მომავლისთვის“), რომ ხორცის ფასის 80-პროცენტიან ზრდაში, არც მეტი, არც ნაკლები, დამნაშავე ევროკავშირია. ვიცე-პრემიერის ლოგიკით, ხელისუფლებას ის საერთაშორისო სტანდარტები დაუცავს, რომელთა დაცვასაც ევროკავშირი ითხოვდა, რასაც, საბოლოოდ, ეს ცილებით მდიდარი და ჯანის სიმრთელისთვის აუცილებელი პროდუქტი გაუძვირებია.  ვიცე-პრემიერი შენიშნავს, რომ ამ ღონისძიებების გატარება აუცილებელი გახდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად.
ვიცე-პრემიერის ამ განცხადებას, თავდაპირველად, ადგილობრივი ექსპერტები გამოეხმაურნენ და, არც მეტი, არც ნაკლები, განმარტეს, რომ ხორცი არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების, არამედ შეუსრულებლობის გამო გაგვიძვირდა. მართალია, ექსპერტთა შეფასებებს ჩვენს სამშობლოში არ სწყალობენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ყურს ევროკავშირელი კოლეგები უგდებენ. ამიტომაც საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეცმიმართვა გაავრცელა, ზემოხსენებულ კონფერენციაზე არანაკლებ ხმამაღალი სახელწოდებით: „ხორცის მაღალი ფასები: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!“მოწოდებაში ვკითხულობთ, რომ ევროკომისია ეთანხმება ექსპერტთა შეფასებებს („ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერთა მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი“) ხორცის ფასის ზრდის შესახებ. მეტიც,  ბ-ნი ეჩინოვე გვარწმუნებს, რომ „ევროკომისიას არასდროს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და, მით უფრო, არ მოუთხოვია, რომ ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი პირობა ყოფილიყო.“
ვის დავუჯეროთ?!

скачать dle 11.3