კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წარწერა ლიფტის კარზე: „სანამ ლიფტიდან გამოხვალთ‚ წინ ცოლი გაატარეთ – დარწმუნდით, კაბინა თქვენს სართულზეა თუ არა“.

– მიხო ძია‚ მამამ 100 ლარი დამიხურდავოსო.
– აბა 100 ლარი?
– კვირის ბოლოს მოგცემო...
***
ტურისტული სააგენტოს ოფისში ხანდაზმული ქალი ასევე, ხანდაზმული მამაკაცის გვერდით ზის. ისინი სარეკლამო ალბომებს ყურადღებით ათვალიერებენ – ფურცლავენ და საგულდაგულოდ ჩასცქერიან თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტულ მარშრუტს. ოფისში ფირმის მფლობელი შემოდის. შესანიშნავ განწყობაზეა – საქმე კარგად მიდის. ხედავს მოხუცებს‚ რომლებიც თითქოს საქმიანად ჩასცქერიან ბუკლეტებს‚ თუმცა, თვალებში სევდა ჩაჰგუბებიათ.
– უკაცრავად‚ მე ამ სააგენტოს მფლობელი ვარ. უარს არ მივიღებ. მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთ – ამოირჩიეთ ნებისმიერი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თუ სანატორიუმი‚ ხვალვე ორკვირიანი საგზურები გადმოგეცემათ და ფირმის ხარჯზე დაისვენებთ!
გადის ორი კვირა და ეს ქალბატონი სააგენტოს მფლობელის კაბინეტში შედის.
– გამარჯობა! ხომ კარგად დაისვენეთ‚ რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ? – შეეგება ტურისტული სააგენტოს მფლობელი.
– არა‚ არა, დიდი მადლობა, მაგრამ, მე მაინტერესებს‚ ვინ იყო ის მამაკაცი‚ ვისთან ერთადაც ამ ხნის განმავლობაში ერთ ოთახში ვიყავი?..
***
– გუშინ ბაბუა გაგვექცა.
– კი მაგრამ‚ რატომ?
– გერმანული ნაგაზი მოვიყვანეთ და... – ამ სახლში ან მე უნდა ვიყო‚ ან გერმანელიო...
***
მოგზაური უდაბნოში ბედუინს შეხვდა:
– ხომ ვერ მასწავლით, უახლოეს ქალაქამდე როგორ მივიდე?
– სულ პირდაპირ იარე და მხოლოდ მესამე მირაჟის შემდეგ მოუხვიე მარჯვნივ...
***
– რა განსხვავებაა მამაკაცსა და ვიბრატორს შორის?
– ერთი ცივია‚ უსულო‚ ყოველგვარი გრძნობების გარეშე; მეორესთვის კი ელემენტებია საჭირო.
***
ორი მაწანწალა:
– ო‚ მომშივდა‚ მდინარეზე ხომ არ ჩავიდეთ სათევზაოდ? ჭიაყელები შენთანაა?
– გაგიჟდი‚ გუშინ ბოლო არ შევჭამეთ?!
***
15 წლის ბიჭი შინ გვიან ბრუნდება და მშობლებს გაურკვეველი ასაკის „ბომჟი“ ქალი გააცნო:
– ეს ლიკაა – ჩემი საცოლე.
მშობლებს ხმა ჩაუვარდათ‚ დედას, საცაა‚ გული წაუვა.
– ჰო‚ კარგი‚ გავიხუმრე.
– ო‚ კარგი ხუმრობა იყო‚ – შვებით ამოისუნთქეს მშობლებმა და ნაძალადევად გაიცინეს.
– ჰო‚ ხუმრობა იყო‚ სინამდვილეში ლიანა ჰქვია.
***
ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს გამოჩენილი მხატვრისგან:
– ალბათ‚ ყველაზე ამაყი მაშინ იყავით‚ როდესაც თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.
– არა... ეს გრძნობა მაშინ დამეუფლა, როდესაც მილიციამ შემატყობინა‚ რომ ადგილობრივი მუზეუმიდან ჩემი ნახატი მოიპარეს...
***
– ვბრუნდები მივლინებიდან და სახლში ყველაფერი წესრიგშია: ონკანები – შეკეთებული‚ პარკეტი – ჩამაგრებული‚ ცოლი – ფეხმძიმე...
***
ქილერები სახლის სახურავზე ჩასაფრებულან:
– ნახე‚ გამოჩნდა‚ თავის ქვრივთან ერთად მოდის...
***
– შეიძლება უფროსთან? – იკითხა მიმღებში შემოსულმა ქალმა.
– რა თქმა უნდა‚ ჩვენი შეფი არასდროს ალოდინებს მშვენიერ ქალბატონებს.
– მაშინ‚ მოახსენეთ‚ ცოლი მოვიდა-თქო.
***
ცოლი ეუბნება დეპუტატს:
– შენთვის პარლამენტი ცოლზე მნიშვნელოვანია‚ სულ მასზე ფიქრობ...
– გინდა‚ შენზეც იმას ვფიქრობდე‚ რასაც მასზე?
***
პატრული მანქანას აჩერებს.
– ნამდვილად არ გადამიჭარბებია სიჩქარისთვის‚ ვერც გადავაჭარბებდი. ეუბნება მძღოლი.
– ვითომ რატომ?
– სიდედრთან მივდივარ...
***
– მამი‚ რა არის ფალოიმიტატორი?
მამა ცოტა შეცბა‚ მაგრამ, შეეცადა კორექტულად აეხსნა:
– ეს ხელსაწყოა‚ რომელიც ქმარს ცვლის.
– ო‚ რა მაგარია! ხელსაწყო კატლეტებს ჭამს და ღამე ხვრინავს?!
***
როგორც იქნა‚ მეცნიერებმა ამოხსნეს, რა აზრია ჩადებული სკულპტურაში „მოაზროვნე“: ზის შიშველი კაცი ქვაზე და ფიქრობს: „ვახ, ჩემი‚ მაინც რა იყო გუშინ, ჰა?!“

***
– აბა‚ დაწერე ღობეზე ცუდი სიტყვა ტ-ზე.
– მე არანაირი ცუდი სიტყვა არ ვიცი.
– მაშინ‚ ყ-ზე.
– მე არანაირი ცუდი სიტყვა არ ვიცი.
– მაშინ‚ დაწერე ცუდი სიტყვა უ-ზე.
– ხომ გითხარი‚ არ ვიცი-მეთქი... მოიცა და‚ უ-ზე რა სიტყვაა?!
***
– აუ‚ იცი‚ კობა პედერასტი ყოფილა!
– რა‚ ფული ისესხა და არ გიბრუნებს?
– არა‚ ტო‚ კარგი გაგებით.
***
ახალგაზრდა ქალი მანქანას აჩერებს:
– ვარკეთილის ბოლოში გამიყვანთ?
– 10 ლარი.
– მე ნატურით გადახდას გირჩევდით.
მძღოლმა ახედ-დახედა:
– არა‚ 5 ლარად ნაღდად არ წავალ...


***
ქუჩაში შავგვრემანი‚ ჩაპუნტულებული გოგონა მიდის‚ უკან ორი ბიჭი მიჰყვება. გოგო გრძნობს ამას და დროდადრო მათი შეძახილებიც ესმის:
– კანფეტი‚ ფუნთუშა‚ შოკოლადი‚ კარამელი...
გოგონამ ვეღარ მოითმინა მოუბრუნდა და ეუბნება.
– მადლობა... ასეთი კომპლიმენტები ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს.
– ეს კომპლიმენტი კი არა, გაფრთხილებაა – სიაა‚ რაც არ უნდა ჭამო...
***
ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე‚ შემუშავდა კორიდის ახალი წესები: ტორეადორის წინ გამოდის ძროხა‚ რომელიც უნდა მოიწველოს ერთ-ერთის გონის დაკარგვამდე.
***
– ჩემი დაქალები მეუბნებიან‚ რომ ულვაშები მეზრდება... მითხარი‚ რა, რომ ეს ტყუილია...
– რასაკვირველია‚ ჩემო ფისო!..

скачать dle 11.3