კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* E T A I S O N H R D L U C M F W Y P G V K J Q X Z – ასოების ეს თანმიმდევრობა მიუთითებს, თუ რა სიხშირით გამოიყენება ისინი ინგლისურ მეტყველებაში.
* იშვიათად შეგხვდებათ მოზრდილი ადამიანი, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს „პარაშა“, თუმცა, ალბათ, ნაკლებმა იცის ის, რომ ეს სიტყვა სახალინის კატორღაში წარმოიშვა. იქ „პატივისცემით“ ციხის ამ ადგილს „პრასკოვია ფედოროვნას“ ეძახდნენ.
* შვეიცარიაში სტუმრის ყურადღებას ხშირად იპყრობს შენობა, რომლის თავზეც თეთრი დროშა ფრიალებს. ეს შენობა ციხეა და მასზე თუ თეთრი დროშაა, ნიშნავს, რომ იმ მომენტში ციხეში არც ერთი პატიმარი არ ზის.
* ძველ რუსეთში დიდი მოთხოვნა იყო არწივის ბუმბულზე. მათ ისრებად იყენებდნენ და ამ მხრივ ის საუკეთესოდ მიიჩნეოდა.
* პეტრე პირველის დროს გატარებულმა რეფორმებმა ეკლესია არა მარტო დაუქვემდებარა სახელმწიფოს, არამედ გააუქმა წვერის გაპარსვის აკრძალვაც, რითაც მართლმადიდებელი ღვთისმსახურები კათოლიკეებისგან გამოირჩეოდნენ.
* ძველად ზოგიერთ ევროპულ დუქანთან მაღალ ბოძზე მიკრული იყო ჩალის კონა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ ღამის გათევაც შეიძლებოდა... ჩალაზე.
* უილიამ ნორმანელმა (ვილჰელმმა) – ინგლისის დამპყრობელმა, თავის მეომრებს, არმიის ნაპირზე გადასხმისას, ასე მიმართა: „ხედავთ, მე ამ სამეფოს ორი ხელით ვიღებ“. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი გამონათქვამი. საქმე ისაა, რომ ნაპირზე გადასვლისას ის დაეცა, რაც ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა. ამ ფრაზით კი მან თავისი მეომრები გაამხნევა.

скачать dle 11.3