კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ეხმარება სერბი გოგონა ლევან ყენიას და რა არის მისი ძირითადი საფიქრალი



ერთ-ერთმა გამორჩეულმა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ, ადრეულ ასაკში დაამახსოვრა თავი ქართველ გულშემატკივრებს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ფორტუნამ უმტყუნა და დიდი ხნით მოუწია იძულებითი დასვენება მძიმე ტრავმის გამო. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და ინტენსიურ მკურნალობას გადის. იგი, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან შეუდგება ვარჯიშს და ბევრ ქომაგს აღტაცებაში მოიყვანს მისი შეუპოვარი და თავდადებული გარჯა.
– ბუნდესლიგაში, თანაც „შალკე 04-ში“ მოხვედრა არც ისე იოლია, ნიჭთან ერთად, ქუდბედითაც ხომ არ ხარ დაბადებული?
– რა ვიცი, როგორ გითხრათ. იღბალი რომ დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელის კარიერასა და, საერთოდ, ცხოვრებაში, უდავოა, მაგრამ, შრომა და თავდადებული გარჯაც აუცილებელია. მე პირადად, თავიდან კარგად დავიწყე, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა, ბოლო ხანებში ფორტუნამ მიმტყუნა – ტრავმა მივიღე და ვეღარ ვთამაშობ, არადა, ძალიან მომენატრა, ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე.
– ალბათ, მოუთმენლად ელი, როდის გახვალ სათამაშოდ ისეთი აღიარებული ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან: რაული, მეტცელდერი, ფარფანი, ედუ და სხვები...
– ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, უდიდესი ფეხბურთელები არიან, მათ მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ყველა ფეხბურთელი ინატრებდა თავის გუნდში ეხილა ასეთი კლასის ოსტატები. მართლაც ძალიან მომენატრა მინდორზე გასვლა – ეს ხომ ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილია.
– იქნებ გვიამბო, როგორია შენი თვალით დანახული რაულ ბლანკო?
– რაც რაული გუნდშია, მე თითქმის არ მითამაშია და მასზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ჩემი შეხედულება კი ასეთია: რაც მის გვერდით ვივარჯიშე, დავრწმუნდი, რომ ის არა მარტო უდიდესი ფეხბურთელია, არამედ, უდიდესი პიროვნებაა. ყველას მიმართ კეთილადაა განწყობილი და ცდილობს, თავისი მდიდარი გამოცდილება ყველას გაუზიაროს.
– ხომ არ გაგჩენია სურვილი, ფეხბურთის თამაშს მოწყურებულს, ალკოჰოლით მოგეკლა სევდა?
– (იცინის) ვმკურნალობ და ჩემთვის ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, სახსრებისთვის ძალიან ცუდია, თანაც, ექიმმა გამაფრთხილა, ეგეთები არ იყოსო. ისე, სიმართლე გითხრა, ისედაც არ ვეტანები. სპორტი და ალკოჰოლი ერთად რომ ვერ „ძოვენ“, ყველასთვის ნათელია.
– დაუჯერებელია, რომ ხანდახან ღამის კლუბში არ შედიხარ და ლამაზმანებს არ ეარშიყები.
– (იცინის) საინტერესო კითხვაა. მაგრამ, გეტყვით, რომ მყავს მეგობარი გოგონა. ამ კონკრეტულ მდგომარეობაში ღამის კლუბები არ მიზიდავს, უფრო სხვა საქმეზე ვფიქრობ – როგორ დავდგე ფეხზე და გავაგრძელო თამაში.
– ვინაა შენი მეგობარი გოგონა, სადაურია ან რა ჰქვია?
– სერბია. მასთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს – ნერვებს არ მიშლის და ყველაფერში მეხმარება. მე კი ისეთი გოგონები მიყვარს, რომლებიც ნერვებს არ დამაწყვეტენ. რაც შეეხება მის სახელს, ამას ჩემთვის დავიტოვებ.
– ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. თუ შეადარებ, იქაურ გოგონებს ქართველებს, შენს გემოვნებას რომელი უფრო აკმაყოფილებს?
– რა ვიცი, როგორ შევადარო. ლამაზები იქაც ბევრია და ჩვენთანაც. ხასიათს რაც შეეხება, შემიძლია, ვთქვა, რომ ბევრ რამეში ჰგვანან და ბევრ რამეშიც განსხვავდებიან, გააჩნია, ვის როგორი მოსწონს. ჩემთვის სხვა რამეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მე მომწონდეს და ერთმანეთს გავუგოთ.
– ესე იგი, როგორც მივხვდი, შენთვის გადამწვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შენი რჩეული ქართველი იქნება თუ არა?
– სწორად მიხვდით. რა პრობლემაა, თუკი ერთმანეთს გავუგებთ და ერთმანეთი გვეყვარება? სიყვარულს ხომ საზღვრები არ აქვს და არც ეროვნების მიხედვით ირჩევს ადამიანებს, სიყვარულმა ისე კოხტად შემოგიააროოს (იცინის)...
– მე მგონი, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჯერ ცხოვრების თანამგზავრი არ შეგირჩევია და, შესაბამისად, არც შეყვარებული ხარ.
– დამერწმუნეთ, ნამდვილად არ ვარ შეყვარებული და არც ვინმე შემირჩევია. ეს ისეთი თემაა, ძნელია, წინასწარ განსაზღვრო. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი თავისით მოხდება. ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. (იცინის). ისედაც ბევრი ვთქვი, ზოგ რამეს კი ჩემთვის შევინახავ.

скачать dle 11.3