კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: ჩემი უახლოესი ადამიანი არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული. იგი ხშირად ავადმყოფობს და რეგულარულად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. გთხოვთ, გვაცნობოთ, შეუძლია თუ არა პატიმარს ისარგებლოს კვალიფიციური ექიმის დახმარებით?
პასუხი: პატიმრობის კოდექსის მიხედვით, საქართველოში მსჯავრდებულსა და ბრალდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
კითხვა: ექვსი თვეა, დასაქმებული ვარ კერძო კომპანიაში. გთხოვთ, გვაცნობოთ, როდის და რა ხანგრძლივობის შვებულების მოთხოვნის უფლება მაქვს?
პასუხი: საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, თქვენ, როგორც დასაქმებულს, შვებულების მოთხოვნის უფლება, როგორც წესი, გაქვთ მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, მოგეცეთ შვებულება აღნიშნული ვადის გასვლამდეც. რაც შეეხება შვებულების ხანგრძლივობას, ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღით. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ ანაზღაურების გარეშე შვებულებით, წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარული დღისა. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ხდება საპროცესო შეთანხმების დადება?
პასუხი: საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს, ისე პროკურორს; ასევე, საქმის განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებს შესთავაზოს საპროცესო შეთანხმების დადება. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომი პროკურორის წინასწარი აღწერილობითი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისთვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობის ხარისხი. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. 
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული და დანიშნული ბრალდებულის მიმართ პირობითი სასჯელი?
პასუხი: თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად. ასევე, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ  მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. თუ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის არ შესრულებია თვრამეტი წელი და მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მას ჩადენილი არ აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. სხვა შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გამოყენება დაუშვებელია.
კითხვა: როდის იწყება ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში?
პასუხი: სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.
კითხვა: რა კრიტერიუმებით ხდება მოსამართლეთა შერჩევა და შეუძლია თუ არა მოსამართლეს სხვა საქმიანობის წარმოება?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადად მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ მცირე, 5 წლის გამოცდილება. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასა და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. ასევე, არ შეიძლება მოსამართლე, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
კითხვა: ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც   არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩაიდინა ეკონომიკური სახის  სისხლის სამართლის დანაშაული უცხოეთში. ამჟამად ის იმყოფება საქართველოში. მაინტერესებს, რა შემთხვევაში ხდება ადამიანის ექსტრადირება საქართველოდან უცხო ქვეყანაში?
პასუხი: საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება იყოს ექსტრადირებული სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით (14.08.2003 N2980).
დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად, შეიძლება ექსტრადირებული იყოს სხვა სახელმწიფოში ან გადაეცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  (14.08.2003 N2980).
არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს, დანაშაულის ჩამდენი შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, აგრეთვე, ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან, თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

скачать dle 11.3