შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 26 სექტემბერს. სამშაბათ დღეს, დღის 3 საათზე. რომელ სფეროში ელის წარმატება სამომავლოდ და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენი შვილი „სასწორის“ ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული. მისთვის კარგია სასიყვარულო ურთიერთობა „მორიელთან“, „მერწყულთან“, „მშვილდოსანთან“ და „ლომთან“. ასევე, მისაღებია ურთიერთობა „ვერძის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. მოერიდოს „კირჩხიბთან“ და „თხის რქასთან“ ურთიერთობას. მისი კარმულ-კოსმიური მისიაა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების სფერო; ყველა დარგი, რომელიც უკავშირდება ისტორიას, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას; ასევე, მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის ჟურნალისტიკაში, რადიო-ტელევიზიაში, პრესაში, სარეკლამო, საგამომცემლო სფეროში, ავიაციის ბიზნესში ან შემოქმედებაში, იურისპრუდენციაში, მთარგმნელობით საქმიანობაში, პროფესიონალურ დიპლომატიაში.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 1 ნოემბერს, დილის საათებში. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაში მირჩევთ გამგზავრებას?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, ის სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებს უწყობს ხელს. ქვეყნებიდან კი უკეთესია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირია, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, რეანიმატოლოგია, არატრადიციული მედიცინა – სუჯუკ-თერაპია, ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, ექსტრასენსორიკა; ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები: კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო და სადაზღვევო კომპანიები; უძრავი ქონების ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან შემოქმედება და მშენებლობის ფართო სფერო. ასევე, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატება გელით შემდეგ პროფესიებში: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 29 ოქტომბერს. დილის საათებში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატების მომტანი და რა პროფესიაში მირჩევთ ძალების მოსინჯვას?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის. ის თქვენთვის, ზოგადად საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ვირჯინიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია. პროფესიებიდან კი კარგია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ფართო სპექტრი, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ ჩამოთვლილ სფეროებში მოსალოდნელია წინაღობებიც. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა, შრომისუნარიანობა და დისციპლინა, რათა წარმატებას ადვილად მიაღწიოთ.