ვირი დიპლომით
დღეს დიპლომი ვირებსაც კი აქვთ. არ გჯერათ? – თურქეთის ქალაქ გერსინში ერთ ვირუკელას უნივერსიტეტის დიპლომი გადასცეს. ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ, არც ასე ცუდად გვაქვს ადამიანებს საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ვირმა მხოლოდ სიმბოლური დიპლომი მიიღო, რომელიც მას საკვალიფიკაციო გამოცდებში დაზარალებულმა, ანუ ჩაჭრილმა და „წუნდებულმა“ მასწავლებლებმა გადასცეს – მათ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა საჯაროდ განაცხადა: ისეთი კითხვები იყო, ვირიც კი ადვილად გასცემდა პასუხს და ჩვენ როგორ ვერ მოვაგროვებდით საჭირო კოეფიციენტს, მაგრამ, შედეგები გააყალბესო. თან, დაუმატა: ჩვენ ვირის შეურაცხყოფა არც გვიფიქრია. ყველამ კარგად იცის, როგორი შრომისმოყვარე პირუტყვია, იმაზე მეტს მუშაობს, რაც მის ძალებს აღემატება, თან – უხმოდ და უდრტვინველად. ჩვენც ამდენ ხანს ვირებივით გვამუშავეს და ახლა გარეთ გვყრიან. ვირები ვართ, აბა, ვინ ვართო... ასეა თუ ისე, ახლა დიპლომიანი ვირუკელაც არსებობს.