კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაბინეტის ასტრონავტმა“ მარსზე უცხოპლანეტელების ბაზა აღმოაჩინა



დევიდ მარტინესმა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად იკვლევდა ვარსკვლავებსა და პლანეტებს, როგორც თვითონ ამტკიცებს, მარსზე „ხელოვნური წარმოშობის ობიექტი“ აღმოაჩინა. მარტინესმა დაასახელა ამ ადგილის ზუსტი მარსული კოორდინატები: ჩრდილო განედის 49 გრადუსი, 19 მინუტი და 73 სეკუნდი და დასავლეთ გრძედის 29 გრადუსი, 33 მინუტი და 53 სეკუნდი, რათა ნებისმიერმა მსურველმა ამ ობიექტის მოძებნა Google Mars-ის სერვისის დახმარებით შეძლოს. „მე ობიექტს „ბიოსადგურ ალფას“ ვუწოდებ. ის სიგრძეში 210 მეტრს აღემატება, მისი სიგანე კი დაახლოებით 45 მეტრია. ის გამოიყენება როგორც ცილინდრი, ანდა, რამდენიმე ცილინდრი. ეს, შეიძლება, იყოს ელექტროსადგური, ბიოლოგიური პროდუქტის საწყობი ან შეღებილი გარაჟი... ვიმედოვნებ, რომ იქ არ არის იარაღი“, – აცხადებს კაბინეტის ასტრონავტი.
არიზონის უნივერსიტეტის უცხოპლანეტური გეოლოგიის სპეციალისტი ალფრედ მაკივენი დარწმუნებულია, რომ ეს ამოუცნობი ობიექტი მხოლოდ ეფექტია, რომელიც გამოწვეულია კოსმოსური გამოსხივებით.  გავიხსენოთ, რომ კოსმოსურმა აპარატმა „ვიკინგ 1-მა“ 1976 წელს მარსზე იპოვა კლდე, რომელიც ადამიანის სახეს მოგვაგონებდა, რაც იმის დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნიეს, რომ მარსს არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, თუმცა, „ნასამ“ დაამტკიცა, რომ ეს მხოლოდ სინათლის ეფექტია და არავითარი სახე მარსის ზედაპირზე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, დევიდ მარტინესის „რგოლი“ ძალზე პოპულარულია.

скачать dle 11.3