კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მენდელეევის პერიოდულ სისტემას ორი ახალი ელემენტი შეემატა



ახალი ელემენტების აღმოჩენა, რომლებიც მენდელეევის პერიოდული სისტემის ტაბულას შეემატა, საბოლოოდ დამტკიცებულია თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ.
114-ე და 116-ე ელემენტები ქალაქ დუბნის კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტისა და ამერიკის კალიფორნიის შტატის ლოურენსის სახელობის ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიის სწავლულებმა აღმოაჩინეს. ჯერჯერობით თავისუფალია 113-ე და 115-ე ელემენტებისთვის განკუთვნილი უჯრები, თუმცა, მტკიცებულებების უკმარისობის გამო, მათი გამოვლენა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.
114-ე ელემენტის სინთეზირება პირველად 1998 წლის დეკემბერში პლუტონიუმ 244-ის სამიზნეზე კალციუმ-48-ის ბირთვების ბომბარდირებით მოახდინეს, ხოლო 116-ე ელემენტისა – 2000 წლის ივლისში კალციუმ-48-ის ბირთვებით კიურიუმ-248-ის სამიზნის ბომბარდირებით. ორივე ელემენტი არასტაბილურია და მხოლოდ წამზე ნაკლებ დროს არსებობს და იშლება. ახლა საჭიროა, ახალი ელემენტები თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა მოიწონოს, სწავლულები კი ახალი ელემენტების სახელების მოძებნაზე მუშაობენ.

скачать dle 11.3