კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იწვევს თუ არა სიცხე ძაღლის გაცოფებას და რატომ იღუპებიან ზაფხულში ხშირად მოკლეცხვირიანი ძაღლები



ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, საკმაოდ დიდი და სერიოზული პრობლემები ექმნებათ მოკლეცხვირიან ძაღლებს, ანუ ბრანციხიფალებს. თუ თქვენ ასეთი ძაღლი გყავთ, დღევანდელი ინტერვიუს თემა ნამდვილად დაგაინტერესებთ, რადგან, არის დეტალები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ამასთან დაკავშირებით ძაღლსაშენ „ბოდიგარდ ლენდის” ხელმძღვანელი ბექა მეტრეველი გვესაუბრება.
ბექა მეტრეველი: ზაფხულის გადატანა ყველაზე მეტად ბრანციხიფალებს უჭირთ. ბრანციხიფალი არის მოკლეცხვირიანი ძაღლი, პროფილში რომ შეხედოთ მისი ცხვირი, ანუ დინგი, თავის ქალაზე მოკლეა.
– რატომ უჭირთ ბრანციხიფალებს ზაფხულის გადატანა?
– როცა ტემპერატურა იმატებს და, შესაბამისად, ჰაერიც დახუთულია, ისეთი ტიპის ძაღლები, როგორებიც არიან ბრანციხიფალები, ძირითადად: ბულდოგები, მოპსები, ბოქსიორები და კანეკორსოები ყველაზე რთულად იტანენ ზაფხულს. მოკლე დინგის გამო მათ უჭირთ ნორმალური სუნთქვა, აღებენ პირს და იწყებენ პირით სუნთქვას. დაბალი ძაღლების, მაგალითად, ფრანგული ბულდოგებისა და მოპსების სასუნთქი აპარატი ძალიან ახლოს არის გახურებულ ასფალტთან და მიწასთან. ორმაგი დატვირთვაა, როცა მსგავსი ძაღლები ქოშინით სუნთქავენ, თან, ისუნთქავენ ორმაგად გახურებულ ჰაერს, რომელიც  მიწის ზედაპირიდან მოდის. ამიტომ, როგორც კი ჩამოცხება, ძაღლის ქუჩაში გასაყვანად ყველაზე კარგი პერიოდია დილა და საღამო. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ძაღლმა დიდხანს არ იაროს ასფალტზე, რადგან ის ძალზე მხურვალეა. ეს განსაკუთრებით იმ ბრანციხიფალებს ეხება, რომლებიც დაბალტანიანები არიან.
– მაგალითად, რომლები?
– მაგალითად, ფრანგული და ინგლისური ბულდოგი, ასევე, მოპსი. ისინი მიწაზე უნდა ვასეირნოთ და არა ასფალტზე.
– რა გართულებას იწვევს ეს ყველაფერი?
– შეიძლება, ძაღლი დაიღუპოს, რადგან, არ არის გამორიცხული, მას სუნთქვის უკმარისობა დაემართოს. მსგავი მიზეზებით ძაღლები გამოუცდელ მეპატრონეებს ეღუპებათ. ზოგი, მაგალითად, მანქანით ასეირნებს ძაღლს, მერე გადმოდის და მას ჩაკეტილ ავტომობილში ტოვებს. არავითარ შემთხვევაში მანქანა არ გააჩეროთ მზეში, რადგან მანქანა ხურდება და ძაღლს სუნთქვა გაუჭირდება. თუ მაინც მოგიწევთ რამდენიმე წუთით ძაღლის დატოვება ავტომობილში, აუცილებლად ჩრდილში უნდა გააჩეროთ, თან, მანქანა დაქოქილი უნდა იყოს, კონდიციონერი კი – ჩართული. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, უკან დაბრუნებულს ძაღლი მკვდარი დაგხვდეთ. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, თბილისში, ლაბრადორი გამოფენაზე მოკვდა სუნთქვის უკმარისობით. მით უმეტეს, რომ ლაბრადორი არ არის ბრანციხიფალი.
– კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის პერიოდში?
– ზაფხულში ძაღლისთვის ძალიან კარგია ბანაობა გაგრილების მიზნით, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის თბილ წყალში შეშვება შუადღეს.
– ხშირად პატრონები ძაღლებს ფიზიკურად ავარჯიშებენ. მაგალითად, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა თავად მანქანით მიდიან ნელი სვლით და ძაღლი უკან მისდევს, ან, ავტომობილზე ჰყავთ გამობმული. შეიძლება თუ არა ძაღლის ფიზიკური დატვირთვა ზაფხულში?
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის ვარჯიში შუადღეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დილით ან საღამოს არის შესაძლებელი. ასევე, არ არის მიზანშეწონილი ძაღლის მანქანით ვარჯიში, ანუ, როცა ის მანქანას მისდევს.
– იმასაც ამბობენ რომ, შეიძლება სიცხეში  ძაღლი გაცოფდეს. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?
– არა, ეს სიმართლე არ არის. ცოფი არის დაავადება, რომელიც სიცხით გამოწვეული ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, ცოფს სიცხესთან არანაირი საერთო არ აქვს.
– ალბათ, ამიტომ ამბობენ, რომ სიცხეში ძაღლს დუჟი მოსდის ან გადმოაქაფებს.
– ეს ცოფის ნიშანი არ არის. როდესაც ძაღლს ძალიან სცხელა, მით უმეტეს, თუ ლაშიანი  და დიდდრუნჩიანია, ასეთ ძაღლებს სიცხეში ნერწყვდენა და ქოშინი ეწყებათ. ზოგს მოთეთრო მოკრემისფრო ქაფი და ლორწო გამოეყოფა, შეიძლება, ამას აკავშირებენ ცოფთან, რაც აბსურდია.
– რამდენად მიზანშეწონილია ძაღლისთვის ცივი წყლის დალევა?
– დასალევად ცივი წყალი მიზანშეწონილი არ არის. თუ ძაღლს ზაფხულში სიცხეში სეირნობის შემდეგ ქოშინი დაეწყო და სახლში ამოყვანისთანავე დაუდგით ცივი წყალი, ეს ორგანიზმისთვის მავნებელია. ძაღლი ჯერ უნდა დაწყნარდეს, ქოშინი შეუმცირდეს, სუნთქვა ჩაუდგეს კალაპოტში შემდგომ უნდა დავალევინოთ წყალი. რაც მთავარია, არ შეიძლება მაცივრიდან გამოღებული და გაყინული წყლის მიცემა, წყალი უნდა იყოს ჩვეულებრივი, ოთახის ტემპერატურის ან ონკანიდან ჩამოსხმული. კორპუსში მცხოვრებ ძაღლებს რაც შეეხება, მათმა პატრონებმა ერთ რამეს უნდა მიაქციონ ყურადღება: ძაღლი ზაფხულში ორჯერ-სამჯერ მეტ წყალს სვამს, ვიდრე ზამთარში. შესაბამისად, მოშარდვის სურვილიც ორჯერ ან სამჯერ მეტი აქვთ. ამიტომ, ძაღლის სეირნობის დრო დილა-საღამოს რამდენიმე წუთით გაზარდონ, რათა ცხოველმა თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.
– დაღლილი ძაღლისთვის არც საკვების მიღებაა რეკომენდებული?
– ძაღლი თუ დაღლილია და ქოშინებს, ის თვითონაც არ შეჭამს საჭმელს – თავისი გასჭირვებია.
– კიდევ რით არის ზაფხულის სეზონი მოკლეცხვირიანი ძაღლებისთვის საშიში?
– როგორც გითხარით, სიცხეს უნდა მოვარიდოთ. თუ ძაღლს სისტემატურად დაეწყო მძიმე სუნთქვა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რათა სტიმულატორები გამოუწეროს ან სხვა ხერხებს მიმართოს. ეს საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ.
– გაავებასა და ხასიათის შეცვლას თუ იწვევს სიცხე?
– გაავებით არა, მაგრამ, შეიძლება, ხასიათი შეეცვალოს – ბევრად უფრო მეტად გამოხატოს ვიღაცის მიმართ აგრესია, ან პატრონის მიმართ გამოხატოს არათბილი დამოკიდებულება, ან, უბრალოდ, ხასიათი შეეცვალოს. ისიც ცოცხალი არსებაა და მასაც აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება.

скачать dle 11.3