კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სინჯავენ სადენების მოხსნით ცილინდრებიდან და როდის აკლდება სიმძლავრე ავტომობილის ძრავას



ხშირად ავტომობილი, თითქოსდა უმიზეზოდ, არასუფთად, ბიძგებით იწყებს მუშაობას, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ძრავას აბრალებენ. რეალურად კი, ბიძგებით მუშაობის მიზეზი, გაცილებით უმნიშვნელოა, თუმცა მიზეზის აღმოფხვრისას, შესაძლოა, ძვირად ღირებული ნაწილებიც დავაზიანოთ.
 მევლუდ მელაძე: მინდა, ვისაუბროთ ბაბინებზე, რომელიც ნაპერწკალს აწვდის სანთელს, ეგრეთ წოდებულ „სვეჩს” და ცილინდრებში ხდება აფეთქება. ბაბინები, მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილს აქვს, რადგან დიზელში აფეთქება წნევის ხარჯზე ხდება. ამიტომაც არის დიზელის სისტემა გაცილებით მარტივი. ის არ საჭიროებს ზედმეტ ელექტრულ ჩარევას. შესაბამისად, ძველი დიზელები, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ძალიან გამძლე სისტემა გახლდათ ყოველგვარი მავთულის გარეშე. სატვირთო მანქანებში დღემდე ასეა. ბენზინის ძრავებს კი, ნებისმიერ შემთხვევაში, სჭირდება ელექტრული ჩარევა, რათა შეკუმშული ბენზინისა და ჰაერის ნაზავს ნაპერწკალი მიეწოდოს, რომელიც მოახერხებს აფეთქებას. ანუ, ბაბინა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ოთხმოცდათვრამეტი წლიდან გამოშვებულ ავტომობილებს სპეციალური სენსორები აქვს, რომლებიც ელექტრულ მოწყობილობებს, კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას. ის კი ანაწილებს, თუ როდის უნდა მიეცეს ნაპერწკალი კონკრეტულ სანთელს. ხშირად ის მწყობრიდან გამოდის, ან ისეც ხდება, რომ არც ერთ ცილინდრს ნაპერწკალი არ მიეწოდება. შესაბამისად, ხელოსანი იოლად ხვდება, რომ არ ხდება იმის ათვლა, თუ როდის უნდა მიეწოდოს სისტემას ნაპერწკალი. ხელოსნები, უპირველესად, ფიქრობენ, რომ დაზიანებულია კომპიუტერი ან რომელიმე სენსორი. მაგრამ, ხდება ისეც, რომ ავტომობილი იწყებს არასწორ მუშაობას, ანუ იკიდებს ეგრეთ წოდებულ „პერებოის”.
– ეს რას ნიშნავს?
– რომელიმე ცილინდრი ან ცილინდრები აღარ მუშაობს ჩვეულ რიტმში, არ ფეთქდება და ავტომობილი არათანაბრად მუშაობს. ის იწყებს ძიგძიგს, მანქანას აკლდება სიმძლავრე. ამ დროს ხელოსანი სათითაოდ აძრობს სადენებს სანთლებიდან და სინჯავს რომელ მათგანში არ ხდება აფეთქება. თუ მოიხსნა სადენი და ძრავამ რეაგირება არ მოახდინა – არც გაუარესდა და არც გაუმჯობესდა მუშაობა, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ის ცილინდრია დაზიანებული –  არ მიეწოდება დენი ან საწვავი, რადგან ინჟექტორია დაზიანებული. მოკლედ, ეს ცილინდრი არ მუშაობს. ასეთი მეთოდით ისინჯებოდა ამ ტიპის გაუმართაობა ძველ მოდელებში, მაგრამ შედარებით ახალ მოდელებში ეს დაუშვებელია და მოგვიანებით ავხსნი რატომ. ამ შემთხვევაში, ხელოსანი ცვლის სანთელს, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ამის შემდეგ იწყება პრობლემები და განხილვა – ხომ არ არის ეს ინჟექტორის ჩაფრქვევის ან კომპიუტერის ბრალი. ყველა რაღაცას აბრალებს, მაგრამ რეალურად, ეს  მხოლოდ და მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, ბაბინის ბრალია.
– და რატომ არ მოწმდება პირველად ბაბინა?
– გეტყვით. როგორც წესი, 1998 წლიდან ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებს ბაბინები ცოტა სხვანაირად აქვს მოწყობილი. ძველი მოდელების მოწყობილობა, რომელიც ნაპერწკალს ქმნის, ცალკე დგას და სადენებით მიდის სათითაო სანთელთან, რათა ამის საშუალებით მოხდეს ნაპერწკლის გადაცემა. უფრო ახალ მოდელებს კი აღარ აქვს სადენები – ცილინდრს სათითაოდ უკავშირდება ბაბინა, რომელიც ნაპერწკალს ქმნის. ანუ, სისტემა გართულდა. ეს ეკონომიურობის მხრივ, კარგია, მაგრამ სერვისის თვალსაზრისით საკმაოდ მოუხერხებელი და რთულია. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ბაბინა ზიანდება და ის ცილინდრს ნაპერწკალს აღარ აწვდის. თუ ხელოსანს თავად ეტყვით, ბაბინა ხომ არ არის დაზიანებულიო, ტყუილუბრალო ფულის, დროისა და ნერვების ხარჯვას აიცილებთ თავიდან. არის შემთხვევებიც, ვიზუალურადაც რომ ეტყობა, რომელია დაზიანებული, შესაძლებელია, გახეთქილი იყოს ბაბინის კორპუსი, რადგან იქ ძალიან მაღალი ძაბვა კონდენსირდება, კორპუსს ხეთქავს და ნაპერწკალი კი გადმოიცემა შიგნით და არა გარეთ. თუ შევამჩნევთ, რომ ბაბინას პატარა ბზარი აქვს, შეგვიძლია სუპერწებოს ჩასხმით, ეს გაუმართაობა დროებით გავყინოთ და ნაპერწკალი გარეთ არ გამოხტეს. ეს დროებითია, მაგრამ მსგავსი შეკეთება არაფერს დააზიანებს. არ მისცეთ ხელოსანს იმის უფლება, ცილინდრების ან თუნდაც სადენების მოხსნით, გადაამოწმოს თუ როგორ მუშაობს ბაბინები. გადასამოწმებლად ეს უმარტივესია, მაგრამ შესაძლოა, ჯანსაღი ბაბინის დაწვა გამოიწვიოს. უთხარით მას, რომ ცოტა გაწვალდეს, მოხსნას სანთლები და ვიზუალური დათვალიერებით, ან სპეციალური ხელსაწყოთი, შეამოწმოს მისი მუშაობა. ნუ გააფუჭებინებთ ბაბინას, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სანთლების მოხსნა ეზარება. თუ ჩვენმა ავტომობილმა არათანაბრად, დარღვეული რიტმით დაიწყო მუშაობა და სანთლების შეცვლის შემდეგ იგივე გრძელდება, დიდია იმის ალბათობა, სწორედ ბაბინა იყოს დაზიანებული.

скачать dle 11.3