კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდებით გავიუმჯობესოთ სასიყვარულო და კარიერული სფეროები და რა კავშირი აქვს ამას კოსმიურ ძალებთან



საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ და ცხოვრების ორი ძირითადი სფერო – სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოიწესრიგოთ, ამაში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ. საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება ანუ ფენ-შუი, ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ და დაგეხმარებათ უკეთესი მომავლის მოწყობაში.
ფენ-შუი სიტყვასიტყვით ქარსა და წყალს ნიშნავს და ხუთი ათას წელს ითვლის. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლისმქმნელი კოსმიური ენერგიის „ცის“ შესწავლა. „ცი“ კი ყველაფერშია, ბალახით დაწყებული, კოსმოსით დამთავრებული. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში.
პირველ ყოვლისა, იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. – ისინი ბოჭავს სივრცეს და აკავებს „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში.
არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა.
ასევე, აღმოფხვერით სახლში ბასრი კუთხეები, რომლებიც „ცის“ მჭრელ ენერგიად გადააქცევს. ასეთ ადგილებში კარგია ყვავილების დადება.
ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს.
ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება.
საცხოვრებელ ბინაში დადებითი და კარგი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები –  ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს დადებით ენერგიებს.
ბევრი ჩვენგანი დღეში დაახლოებით 7-8 საათს სამსახურში ატარებს. ფენ-შუის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და პოზიტიური ენერგიებით ავსებას. მაგალითად:
არ მიადგათ მაგიდა კედელს;
შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით მაგიდა;
არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან;
მიაქციეთ ყურადღება სამუშაო მაგიდის ზომას. თუ მაგიდა დიდი ზომის არის, ის წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ;
სამუშაო მაგიდაზე „ცის“ მოსაზიდად დააწყვეთ კრისტალის პატარა ფიგურები;
მაგიდაზე ნუ გექნებათ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებენ დადებითი, ანუ „ცის“ ენერგიების შემოდინებას;
აუცილებლად მუდამ წესრიგში და მილაგებული გქონდეთ სამუშაო კუთხე და მაგიდა.
ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ფენ-შუის შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში და მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავლები. ამისთვის კი შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:
ძილის წინ წყლით დაისველეთ თავი – ეს მშვიდ ძილსა და წარმატებულ მომავალ დღეს გპირდებათ.
* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული.
* იმ ადამიანებს, ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, ვურჩევ, გაააქტიუროს და გააძლიეროს სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება. ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი და თეთრი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა არ აიმღვრეს და მუდმივად სუფთა იყოს.
* გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, დააკვირდით, რა არ არის წესრიგში და რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად, ზოგადი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით.

скачать dle 11.3