“არტ-გენი„ სტარტს იღებს
ფესტივალი „არტ-გენი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახალხო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ძირითად თემას ირჩევს. წელს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი „არტ-გენი 2011” ეძღვნება განათლებას. სახალხო ფესტივალი დაიწყო ექსპედიციებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რომლის დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. „არტ-გენი 2011” გაიხსნა კახეთში, მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. გახსნის შემდეგ 15-დან 24 ივლისის ჩათვლით, უამრავი საინტერესო სანახაობა გველოდება. ფესტივალს დახურავს ქართული რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ნაჩვენები იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნება, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან და საღამოს 22 საათზე გაიმართება „სუხიშვილების” კონცერტი.