რა მოხდა ამ დღეს
20 ივნისი
1815 – ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხებული ნაპოლეონი ღამით კონსპირაციულად დაბრუნდა პარიზში.
1967 – მუჰამედ ალის მიესაჯა 5-წლიანი პატიმრობა და 10 000-დოლარიანი ჯარიმის გადახდა ვიეტნამის ომში სამსახურზე უარის თქმის გამო.
1974 – თურქები შეიჭრნენ კვიპროსზე.
21 ივნისი
1547 – მოსკოვის კატასტროფულმა ხანძარმა 25 ათასი კარმიდამო გაანადგურა. მემატიანის ცნობით დაიღუპა 1 700 მცხოვრები. დაიწვა მეფის ხაზინა, საგანძური, იარაღი...
1948 – ფირმა „კოლუმბიამ“ გამოუშვა პირველი დისკი 33 ბრუნვით წუთში.
1990 – ჩრდილოდასავლეთ ირანში მოხდა რიხტერის სკალით 7,3-ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი, დაშავდა – 200 ათასი, უსახლკაროდ დარჩა 500 ათასი.
22 ივნისი
1910 – გაიხსნა ევროპაში პირველი საჰაერო სამგზავრო ხაზი ფრიდრიხსჰაფენი-დიუსელდორფი – 350 კილომეტრზე, რომელზეც მოძრაობდა დირიჟაბლი „გერმანია“.
1940 – მარშალმა პეტენმა, საფრანგეთის მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა გერმანიასთან მორიგების აქტს.
1941 – გერმანიის ჯარებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ეს იყო ეგრეთ წოდებული, „დიდი სამამულო ომის“ დასაწყისი.
23 ივნისი
1497 – ჯონ კაბინეტმა აღმოაჩინა კანადა – „ნიუფაუნდლენდი“.
1894 – პარიზში მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის შექმნისა და თამაშების 4 წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.
1930 – პირველად გამოიყენეს რადარები თვითმფრინავების აღმოსაჩენად.
1951 – გამოვიდა პირველი კომერციული ფერადი ტელევიზორი.
1963 – ლონდონში საჩვენებლად გამოიტანეს პირველი საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონი.
24 ივნისი
1812 – ნაპოლეონის არმიამ ომის გამოუცხადებლად გადალახა მდინარე ნემანი – რუსეთის იმპერიის საზღვარი.
1821 – გადამწყვეტი ბრძოლა ვენესუელის დამოუკიდებლობისთვის.
25 ივნისი
1991 – სლოვენიამ და ხორვატიამ ოფიციალურად გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებლობა.
1998 – ოფიციალურად გამოვიდა „windows 98-ის“ ოპერატიული სისტემა.
26 ივნისი
1483 – რიჩარდ გლოსტერმა ინგლისში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და თვითონ გამეფდა რიჩარდ მესამის სახელით.
1498 – ჩინეთში გამოიგონეს კბილის ჯაგრისი.
1794 – ფლერიუსის ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკურმა არმიამ, ლუი სენჟუსტის მეთაურობით, გაანადგურა ავსტროულ-პრუსიული არმია.
1925 – ჰოლივუდში შედგა პრემიერა ჩარლი ჩაპლინის ფილმისა „ოქროს ციებ-ცხელება“.
1945 – სტალინს მიენიჭა გენერალისიმუსის წოდება.
1953 – კრემლში დააპატიმრეს ლავრენტი ბერია.
1977 – ელვის პრესლის უკანასკნელი კონცერტი ინდიანაპოლისში.