კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

 

 

კითხვა: სტომატოლოგმა მითხრა, რომ ბუნებრივად მაქვს კბილების მოყვითალო ემალი და არანაირი ხეხვა და სპეციალური წმენდა არ გაათეთრებს. რა ფერის პომადა უნდა წავისვა, რომ კბილები ცოტა უფრო თეთრი გამომიჩნდეს?

პასუხი: თუ წითელ საცხს შეეჩვიეთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ ის ტონალობა, რომელიც კბილებს შედარებით თეთრ ელფერს მისცემს, ასეთია ალისფერი. თუ თქვენთვის ფერს არ აქვს მნიშვნელობა, კბილებს თეთრ ელფერს მისცემს ოდნავ ვერცხლისფერში გადასული, სხვადასხვა ტონალობის, ბაცი ვარდისფერი.

კითხვა: თითქოს ალერგიული არ ვარ, მაგრამ, ხშირად მიწითლდება ქუთუთოები, განსაკუთრებით – ბანაობის შემდეგ. რას მირჩევთ?

პასუხი: 1 სადილის კოვზ ღიღილოს ყვავილს დაასხით 5 სადილის კოვზი ქაფქაფა მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გადაწურეთ დოლბანდში. 1 სადილის კოვზ ნაყენში ჩააწვეთეთ 2 წვეთი ავოკადოს ზეთი, ჩაალბეთ ამ სითხეში ბამბის ორი მოზრდილი ტამპონი და 2-3 წუთით დაიფინეთ თვალებზე კომპრესივით (სასურველია, თუ წამოწვებით). კომპრესი გაიკეთეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, დილა-საღამოს.

კითხვა: გავიგე, რომ არსებობს ჟანგბადის შემცველი კოსმეტიკა. რა სასარგებლო თვისებები და დანიშნულება აქვს მას?

პასუხი: ასეთი კოსმეტიკა მართლაც არსებობს. ის შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომელიც ჰაერიდან შეიწოვს ჟანგბადს და გადასცემს კანის ყველაზე ღრმა ფენებს. ჟანგბადით გაჯერებული კანი, დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას, ტენიანობას და, შესაბამისად, გაცილებით გვიან ბერდება.

კითხვა: რით არის ორგანიზმისთვის სასარგებლო თაფლის მასაჟი?

პასუხი: თაფლის მასაჟი კვებავს და წმენდს კანს, ებრძვის ცელულიტს და კურნავს ხერხემლის დაავადებებს. ოღონდ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ ხართ თაფლის მიმართ ალერგიული.

კითხვა: კანი თვალების გარშემო მომიდუნდა, ქვედა ქუთუთოებზე კი პატარა „ტომსიკები” ჩამომეკიდა. რას მირჩევთ?

პასუხი: თვალების გარშემო, კანის ელასტიკურობის აღსადგენად, ყოველ საღამოს გაიკეთეთ კონტრასტული – თბილი და ცივი საფენები: კანიანად მოხარშეთ 1 ცალი კარტოფილი, გაფცქვენით და, სანამ გაცივდება, შეაზილეთ ცხელი რძე (სქელი ფაფა უნდა მიიღოთ), გააკეთეთ ორი მრგვალი, ბრტყელი ფირფიტა და დაიდეთ თვალებზე 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ფაფა მოიშორეთ და დაიდეთ სალბის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი ან ცივი კიტრის თხელი ნაჭერი. შეცვალეთ 3-4-ჯერ. საფენები გაიკეთეთ ყოველ საღამოს. რაც შეეხება „ტომსიკების” მოშორებას, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს სალბის, გვირილის, პიტნისა და მწვანე ჩაის ნაყენი. ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, მოურიეთ და გააკეთეთ ყინულის კუბიკები. ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, აიღეთ ერთი კუბიკი და მსუბუქად დაიმასაჟეთ თვალების გარშემო, უფრო მეტად კი – უპეები. შემდეგ, არც ჩამოიბანოთ, არც შეიმშრალოთ, აცადეთ, თავად შეშრეს. რამდენიმე პროცედურის შემდეგ „ტომსიკები” გაქრება.

 

скачать dle 11.3