კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ საკუთარი თავი გიყვართ...

 

 

 

ალბათ, ბევრი ჩაილაპარაკებს ირონიით, საკუთარი თავი ვის არ უყვარსო, მაგრამ, აბა, ჩაიხედეთ გულში და აღიარეთ: განა ყოველთვის ცდილობთ, მიხედოთ თქვენს გარეგნობას, გაიჯანსაღოთ სხეული და გაიმხნევოთ გუნება-განწყობა? რა თქმა უნდა, არა. განა არ გსურთ, მაგრამ, ხან დრო არ გაქვთ, ხან დაღლილი ხართ, ხან ფინანსები არ გყოფნით და, ხანაც, უბრალოდ, გეზარებათ. ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან თითოეული მიზეზი რეალური და, ხშირად, ობიექტურიცაა. მაგრამ, ეს მიზეზები, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, შედეგად კი რას ვიღებთ? – ჩამქრალ თვალებს, მოდუნებულ სხეულს, აშლილ ნერვებს და ასე შემდეგ. ყოველივე ეს რომ არ მოხდეს, თქვენი ჯიბეც რომ არ დაზარალდეს და, თან, ყველა პროცედურა სახალისოც იყოს, ამისთვის საჭიროა, მინიმუმ ერთი დაქალი (ან ოჯახის წევრები) მაინც შეიამხანაგოთ (ისე, უმჯობესია, თუ სამნი ან ოთხნი იქნებით) და ერთად შეუდგეთ საქმეს.

თუ ისეთი სამსახური  გაქვთ, რომ დილით უახლოეს სკვერში ან პარკში წავარჯიშებას ვერ მოასწრებთ, აუცილებლად გააკეთეთ გამამხნევებელი ვარჯიშები ღია ფანჯარასთან, შემდეგ მიიღეთ კონტრასტული შხაპი და, ბოლოს, სახესაც მიხედეთ: გაიწმინდეთ ტონიკით ან კოსმეტიკური რძით, წაისვით ჯერ დამატენიანებელი, 10 წუთის შემდეგ – ტონალური და ბოლოს – მაკიაჟი. როგორი სამსახურიც არ უნდა გქონდეთ, შესვენების დროს შეეცადეთ, 15 წუთით მაინც გქონდეთ ფეხები იატაკის პარალელურად (სკამზე შემოაწყვეთ), სადილი კი მიირთვით დინჯად, აჩქარების გარეშე. საღამოს, შინ დაბრუნების შემდეგ, მსუბუქად ივახშმეთ, ცოტა ხანს დაისვენეთ (უმჯობესია, წამოწვეთ) და მერე შეუდექით სახლის საქმეებს. გვიან საღამოს კი ჩაჰკიდეთ ხელი თქვენს „პაძელნიკებს“ და ერთად შეასრულეთ ღამის მოციონი.

უქმე დღეები კი სხვაგვარად დაგეგმეთ: შეიკრიბეთ ერთ-ერთ დაქალთან სახლში, მოიმარაგეთ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის მაქსიმალურად სრული კომპლექტი და შეუდექით ერთმანეთის გალამაზებას. თუნდაც არ იყოთ პროფესიონალები, სულაც არ გაგიჭირდებათ ერთმანეთისთვის სახის (ან სხეულის) მასაჟი, თმის შეღებვა-შესწორება ან მაკიაჟის გაკეთება. თუ არ გამოგივათ, არა უშავს, სამაგიეროდ, ერთად ყოფნითა და მხიარულებით ძალიან გახალისდებით, განიტვირთებით და, შინ დაბრუნებული, გაათმაგებული ენერგიითა და ხალისით მიხედავთ ოჯახს.

ახლა ისევ შემოვიდა მოდაში შეკერილი ტანსაცმელი. ამიტომ, თუ ახლის საყიდელი თანხა არ გაქვთ, მოძებნეთ თქვენი, უკვე მობეზრებული ან დავიწყებული სამოსი და გადააკეთ-გადმოაკეთეთ. უმჯობესია, თუ ამ საქმესაც დაქალებთან ერთად შეუდგებით – შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენზე უკეთ კერავს, ან, უბრალოდ, თქვენზე მეტი ფანტაზია აქვს. ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, თუნდაც თვეში ერთხელ ან ორჯერ ერთად შეკრება ისე გაგამხიარულებთ, რამდენიმე კვირა გეყოფათ და, თუ ამას თვეში ერთხელ პიკნიკსაც დაუმატებთ (აქ უკვე მეუღლეები ან მეგობარი მამაკაცები დაგჭირდებათ, უფრო სწორად – გამოგადგებათ), გვერწმუნეთ, სულ სხვა თვალით შეხედავთ ცხოვრებას და თქვენც სხვა თვალით შემოგხედავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

 

скачать dle 11.3