კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა „კენზომ” ვარდები და ქრიზანთემები სამ განზომილებაში

 

 

 

მაშინ, როდესაც 2010 წლის ოქტომბერში, „კენზოს” მომავალი სეზონის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება შედგა, მოდის სახლს არსებობის 40 წელი შეუსრულდა. იუბილეზე მოდის სახლის ფუძემდებელი, ყველა დროის გენიალური დიზაინერი კენზო ტაკადა ბრაზილიაში იმყოფებოდა და მცირე საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ის ხომ დიდი ხნის წინ ჩამოშორდა მაღალი მოდის სფეროს. საპატიო დაბადების დღეს კენზოს „პატარა ბიჭი” – ანტონიო მარასი აღნიშნავდა და ზეიმობდა, რომელიც, უკვე ბოლო ექვსი წელია, მოდის სახლის დიზაინერია. მარასიმ ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო კულისებში, მილოცვის მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდა, რადგან პოდიუმზე მან საოცრება მოახდინა – ამ ბოლო დროს მან „კენზო” ახალი მექანიზმით აამუშავა, რისი დასტურიც იყო საიუბილეო ჩვენება: კოლექციის პირველი ნაწილი ეძღვნებოდა გაზაფხული-ზაფხულის ახალ ტენდენციებს, ხოლო მეორე ნაწილში ლეიბლის ვრცელი ისტორიის ნაწილები საოცრად იყო არეული ერთმანეთში. განსაკუთრებით ჭარბობდა დეტალები უახლესი წარსულიდან. 

 ყველაზე საინტერესო ამ კოლექციაში მარასის ერთმნიშვნელოვნება იყო. დიზაინერმა განაცხადა, რომ აგვისტოს კოლექცია წყალგამყოფად იქცევა ლეიბლის ისტორიაში. ამ გადასახედიდან უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარასი „კენზოს” ისტორიაში გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით დაწყებულ ახალ ფაზას გულისხმობდა. ქრიზანთემების აბრეშუმის პალტო, ხოკუსაის ტალღები, იაპონური სულით განმსჭვალული ბლუზები და შარვლები.... თუმცა, სულ მცირე დეტალები, რომლებიც მარასიმ სარდინიას – იმ კუნძულს მიუძღვნა, სადაც დაიბადა და დღემდე ცხოვრობს, გაცილებით დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მთელი იაპონური კულტურის ელფერი ამ კოლექციაში. მარასი ცნობილია როგორც ნამდვილი მაჭანკალი მულტიკულტურული „ქორწინებებისა“, რაც, რა თქმა უნდა, მის სამოსში აისახება. უამრავი იაპონური და იტალიური დეტალი, როგორც გრავიურა, ისე იყო მოხატული და შეხამებული ახალ კოლექციაში. პოდიუმზე ნაჩვენები იქნა მარასის ყველა მიდრეკილება საუკეთესო კუთხით: ყვავილებიანი კაბები, ულამაზესი აპლიკაციები 3D ფორმატში, ისე, თითქოს მოდელებს კაბებზე ცოცხალი ვარდები ეფინათ, ბზინვარე და მიმზიდველი დეტალები, რომლებიც ისე იყო კოსტიუმში არეული, ძნელად მიხვდებოდით, სად იწყებოდა შარვალი და სად მთავრდებოდა ჟილეტი. 

 ჩვენების მეორე ნაწილი გახლდათ  ექსტრაორდინარული გზით იმის შეხსენება, რომ მოდა ერთ დროს ნამდვილი გამომგონებლობა იყო, რამაც, რატომღაც, მეორე რიგში გადაინაცვლა. მარასიზე ინსპირაციად იმოქმედა ნიკ კეივის ნამუშევრებმა (იგულისხმება ამერიკელი არტისტი, რომელიც პერფორმანსების სტილში მუშაობს და არა ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი) და სწორედ ისე გამოძერწა ადამიანის სხეული, როგორც ამას კეივი თავის ნამუშევრებში აკეთებს. 

 ჩვენების დასასრულს, რომელიც ცნობილი პარიზული ცირკის – „სირკ დ, ჰივერის“ შენობაში გაიმართა მოძრავ სცენაზე, დიზაინერიც უცნაური მოძრაობებით გამოვიდა. ჩვენების დასასრულს ანტონიო მარასიმ თქვა: „ეს ყველაფერი ჰგავდა მუსიკალურ ზარდახშას ორმოცი მოცეკვავე ბალერინით“.

„მუსიკალური ზარდახშა“ მართლაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ცირკის არენაზე კენზოსა და მარასის ქალის, მათ მიერ სილამაზის აღქმის ცოტა უაზრო, ოდნავ სასაცილო, მაგრამ, საკმაოდ საინტერესო შერწყმა მთელმა მსოფლიომ ნახა.

 

скачать dle 11.3