კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ პლუსები...



მარტო ხართ? – ეს პოზიტივი არ არის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, გვერდით საყვარელი და სასურველი მამაკაცი გყოლოდათ, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაცილებით საინტერესოს გახდიდა, მაგრამ, დროებითი მარტოობა დეპრესიის საფუძველი მაინც არ არის – მასაც აქვს თავისი პლუსები და უნდა შეეცადოთ, ძალიან მოინდომოთ, ეს პლუსები დაინახოთ. იქნებ, ფიქრობთ, რომ ის, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს, არსად არ უნდა დადიოდეს; რომ მარტო სადმე წასვლა უხერხულია და არასასიამოვნო?! სახლში თუ გამოიკეტებით, ვერასოდეს ვერავის გაიცნობთ, საკუთარი მეზობლების გარდა. სასწრაფოდ გამოძვერით ნაჭუჭიდან. საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ. მაგალითად, გამოეწყვეთ და წადით გამოფენაზე. იქ ქალს კავალრის გარეშე უცხოპლანეტელივით არ უყურებენ, თანაც, მშვენიერი საშუალებაა ინტელექტუალური, შემოქმედი, ან, უბრალოდ, გემოვნებიანი მამაკაცის გასაცნობად. ნებისმიერ გამოფენაზე, იქნება ეს სურათების, წიგნების, აქსესუარების თუ ტექნიკის მიღწევების, თავს ასი პროცენტით კომფორტულად იგრძნობთ.
რელაქსაციისთვის კარგი ადგილია  შოპინგი და, ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა მარტოობა დიდი კომფორტია. მშვიდად შეგიძლიათ, იხეტიალოთ, გაუღიმოთ და გამოელაპარაკოთ მამრობითი სქესის გამყიდველს, მით უმეტეს, თუ ის სიმპათიურია. ერთი სიტყვით, კარგად გაერთობით, თუკი მოინდომებთ.
გააჩნია, რა პროფესიის ხართ და, თუკი გაქვთ საშუალება, მასტერ-კლასი ძალიან კარგი საშუალებაა, თავი კომფორტულად იგრძნოთ. ახალი ნაცნობობა ნამდვილად შესაძლებელია. მით უმეტეს, ახლა მასტერ-კლასები ხშირად ტარდება, აქტუალურიც არის და სასარგებლოც. არ გირჩევთ, მარტო წახვიდეთ ოჯახურ შეკრებებზე. თუ მგრძნობიარე ხართ, ამან, შეიძლება, დაგთრგუნოთ. ღამის კლუბიც ძალიან შეუფერებელი ადგილია მარტოხელა ქალისთვის. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და, თუკი მართლა მოინდომებთ, მალე მარტო აღარ იქნებით.

скачать dle 11.3