კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იცხოვრე დღევანდელით



რა უნდა გაიფიქროთ დილით, როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლებთ თვალს? – „ავტოპილოტი“ უნდა ჩართოთ და თქვათ: „ეს დღე მე წარმატებას მომიტანს! ლამაზი ვარ, ჭკვიანი და წარმატებული!“ თუნდაც ასე არ იყოს... თქვით, რა გენაღვლებათ და, თუ დაიჯერებთ კიდეც, მალე იგრძნობთ ამ „ტრენინგის“ პოზიტივს. რა უნდა აკეთოს ქალმა?! – ის, რაც მას უნდა. რასაც სიამოვნებით და ენთუზიაზმით გააკეთებს, მაგრამ, უსაქმოდ არ უნდა იყოს. იყოს იმპულსურიც, ემოციურიც, თუნდაც  ზოგჯერ  ვერ შეძლოს საკუთარი თავის ხელში აყვანა – ეს ყველაფერი არ არის პრობლემა და არც საგანგაშოა. თუ ის ბუნებრივია და არ თამაშობს, ხანმოკლე „ჩავარდნებიც“ მხოლოდ მოუხდება. უნდა გააკეთოს თუ არა ქალმა არჩევანი ოჯახსა და კარიერას შორის?! – ის ამ არჩევნის წინაშე საერთოდ არ უნდა დადგეს. დრო თანაბრად უნდა გაანაწილოს ამ ორივე მნიშვნელოვანს შორის და ორივეგან ძალიან წარმატებული იყოს.
არ იცხოვროთ წარსულით და არ იოცნებოთ მომავალზე ისე, რომ დაკომპლექსდეთ. იცხოვრეთ დღევანდელით და გააკეთეთ ყველაფერი, რომ „ხვალ“ უკეთესი გქონდეთ. ეს „ხვალინდელით“ ცხოვრებას არ ნიშნავს. ანუ, იპოვეთ მათ შორის განსხვავება. არ არის საჭირო, მთელი ძალისხმევით სცადოთ მომავლის წინასწარ განჭვრეტა. უბრალოდ, ზოგჯერ იოცნებეთ და დაგეგმეთ ის. გქონდეთ განწყობის ამაღლების საკუთარი რეცეპტი, სულერთია, რა ან ვინ იქნება ის. თუნდაც ფილა შოკოლადი ან მეგობარი, რომლის მხარზე მიყრდნობილიც თავს მშვიდად იგრძნობთ. გახდით, ჰიპერჰომიტური და შეეცადეთ, არ იფიქროთ ცუდზე. შრომისმოყვარეობა კი, ნამდვილად ძალიან წაგადგებათ როგორც დღეს, ისე ხვალ...

скачать dle 11.3