კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთავარი სიახლოვეა



კომფორტულად რომ გრძნობთ ადამიანის გვერდით თავს, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ, თუ მასთან რეალური სიახლოვე არ გაკავშირებთ, სრული კომფორტი ძნელად მისაღწევია და თითქმის შეუძლებელიც. ქალები ხშირად ცდებიან, როცა მამაკაცს სრულ კომფორტს უქმნიან და ასე ცდილობენ, ის მიიჯაჭვონ. მაგრამ, თუ სულიერ სიახლოვეზეც არ იზრუნებენ, მაშინ მათი შრომა და ყველა მცდელობა ამაო იქნება. ცოლი ხომ საყოფაცხოვრებო ნივთი არ არის, ის, უპირველესად, პიროვნებაა და მამაკაცი მასთან სულიერ ჰარმონიაში უნდა აღმოჩნდეს – ეს ჰარმონიული ურთიერთობის პირობაც არის.
ქალი მარტო მამაკაცის კი არა, საკუთარ კომფორტზეც უნდა ზრუნავდეს, უნდა ეცადოს, პარტნიორისთვის საინტერესო გახადოს თავისი ცხოვრება. მამაკაცებს უყვართ და იზიდავთ ყველაფერი საინტერესო – ცნობისმოყვარეობა მათ ბუნებაში დევს. ასევე, მოეწონება სიმყუდროვე, მოეწონება სახლში წესრიგი, მოეწონება ცხელი კერძი და ყოველთვის დაუთოებული პერანგები, მაგრამ, თუ მას პარტნიორი არ დააინტერესებს, მასთან ვერანაირი კომფორტი ვერ გააჩერებს.
იზრუნეთ იმაზე, როგორ გახადოთ თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო საინტერესო. ნუ გადააქცევთ მას ნურც რინგად და ნურც „მოსასვენებელ ოთახად“. ზომიერების ფარგლებში ერთიც ძალიან საჭიროა და მეორეც. მაგრამ, მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ესმით მისი – ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, დაეხმარეთ მას. თუმცა, ნურც კომფორტს მოაკლებთ.
 P. S. ადამიანი კარგსა და სასიამოვნოს გაცილებით სწრაფად ეჩვევა. რატომაც არა! ვის არ უნდა, მისი ესმოდეთ, ზრუნავდნენ მასზე და ანებივრებდნენ?! მაგრამ, კომფორტი, შეიძლება, საყოფაცხოვრებო მიღწევებმაც შეგიქმნათ. ეს აბსოლუტურად სხვა რამეა – გახსოვდეთ!

скачать dle 11.3