კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ყაბზობა და რა იწვევს მას


კუჭში შეკრულობა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს დაავადება დღეს თითქმის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. როგორც წესი, ნაწლავები ფეკალური მასებისგან დღეში ერთხელ უნდა გათავისუფლდეს. თუ ნაწლავთა დაცლა ჭირს და ადამიანს ორი და სამი დღის განმავლობაში დეფეკაციის უქონლობა აღენიშნება, სახეზეა მტანჯველი შეკრულობა, ანუ ყაბზობა.
შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, საჭმლის არარეგულარული მიღება, საკვებ რაციონში მცენარეული ბოჭკოების მცირე შემცველობა, ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად, ყავის, კაკაოს, დაბალკალორიული საკვების რეგულარული მიღება, სითხის უკმარისობა, დეფეკაციის შეგნებული შეკავება, ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედება, ნერვული სისტემის დაზიანება, ანუ ემოციური ფაქტორები, ჰორმონული და ორგანული დარღვევები, მაგალითად, ანალური ნახეთქები და ნაწიბუროვანი შევიწროებები, არაორგანული მიზეზები, კერძოდ: ხანდაზმულობა, დეჰიდრაცია, დეპრესია და ორსულობა.
ყაბზობა ხანდახან გვევლინება როგორც სიმპტომი, რომელიც თან ახლავს სხვა დაავადებებს, კერძოდ, გასტრიტს, ქოლეცისტიტს, კოლიტის ზოგიერთ ფორმას. გარდა ამისა, ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა ისეთი გართულებების მიზეზი ხდება, როგორებიცაა: ნაწლავების ანთება, ჰეპატიტი, ნაღვლის გამომტანი სადინარების პათოლოგიები, ბუასილი, სწორი ნაწლავის ნახეთქები და სიმსივნე.

скачать dle 11.3