კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოდევნეთ ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინი მზესუმზირის ზეთის, ნივრისა და ქერის საშუალებით

 

ვიტამინები სიცოცხლისა და ნორმალური განვითარებისთვის არის აუცილებელი. ისინი იყოფა ორ ძირითად ჯგუფად, ესენია: ცხიმდამშლელი – A, D, E, K და წყალდამშლელი – B, C ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა და სხვა.
პირველი ჯგუფის ვიტამინები თვითონ გროვდება ორგანიზმში, მეორე ჯგუფის შევსება კი აუცილებელია, რადგან ამ ნივთიერებების უკმარისობამ, შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს  ჯანმრთელობის მხრივ. ვიტამინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ბავშვობის, მოხუცებულობის, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავიტამინოზის თავიდან ასაცილებლად წლის ნებისმიერ დროს უნდა ჭამოთ რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული.
C ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ასევე, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. ის დიდი რაოდენობით გვხვდება კომბოსტოს მწნილში, ციტრუსებში, ჭარხალსა და სტაფილოში.
საჭმლის მომზადების პროცესში ბოსტნეულში არსებული სასარგებლო ნივთიერებები რომ არ გაქრეს, ბოსტნეულის პროდუქტი მოამზადეთ ორთქლზე, ცოცხალი ბოსტნეულის კერძებს კი მარილი, მაიონეზი ან საწებელი დაამატეთ სუფრაზე მიტანის წინ.
რაც უფრო ცოტა ხანს შეინახავთ მზა კერძს, მით უკეთესია, რადგან ასე მასში მეტი სასარგებლო ნივთიერებები რჩება.
ადამიანის ორგანიზმი ვიტამინების უკმარისობის გამო სუსტდება, აგრეთვე, სუსტდება იმუნიტეტი, ქვეითდება მადა, იგრძნობა ადვილად დაღლა, აგზნება, გუნების გაუარესება. მზესუმზირის ზეთით, ნივრითა და ქერით დამზადებული „კერძის“ ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ, ადვილად აიცილოთ თავიდან ავიტამინოზი: 1/2 ლიტრ მზესუმზირის ზეთს ჩაამატეთ 300 გრამი გატარებული ნიორი და დადგით ბნელ და გრილ ადგილას ერთი ღამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ 200 გრამი ახალი დაფქული ქერი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. ეს წელიწადში ერთხელ უნდა გააკეთოთ. მზესუმზირის ზეთი და ქერი ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის ქოლესტერინს, რაც გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მავნე ქოლესტერინის გამოდევნა ორგანიზმიდან, ასევე, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ქერი შეიცავს მცენარეული ცილის უჯრედისს, მაგნიუმს, სელენს, ფოსფორსა და სპილენძს; ნიორი კი – ეთერზეთებს, რომლებიც აქტიურად ებრძვის და ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს.

скачать dle 11.3