მთქნარება ორგანიზმში სასიამოვნო შედეგებს იწვევს
დაღლილობას, მოწყენილობის ან ძილის დროს თავის ტვინში შემაფერხებელი პროცესორები აღმგზნებ პროცესორებს ჯაბნიან. ნელდება ორგანიზმის სხვა ფუნქციებიც, მათ შორის, სუნთქვისაც – ის უფრო ნელი და ღრმა ხდება, რის შედეგადაც სისხლში ნახშირორჟანგის მჟავა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები გროვდება. ისინი ზემოქმედებენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრზე, რაც იწვევს მთქნარებას.
ღრმა და ნელი ჩასუნთქვისას სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. მთქნარებაში მონაწილე პირის ღრუს, სახისა და კისრის კუნთები კი ხელს უწყობს სისხლის მიწოდებას. ყოველივე ეს აუმჯობესებს ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებისა და ცვლის პროცესებს.
მთქნარებისას ადამიანი იზმორება. ამ დროს იჭიმება ხელ-ფეხი და ზურგის კუნთები, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის ქერქის ტონუსის შენარჩუნებას. სწორედ ამ პროცესს და, კიდევ, თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს მთქნარება.
მთქნარება ძილისა და მოწყენილობის თანმდევი პროცესი სულაც არ არის. რა თქმა უნდა, ამ დროს არც მოწყენილობაზე, არც ძილსა და დაღლილობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. პირიქით, ორგანიზმის ყველა სისტემა მობილიზებულია. საქმე ის არის, რომ ძლიერი ემოციური დატვირთვისას და საფრთხისას, თავითნებურად ირთვება მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი სუნთქვას იკრავს. კერძოდ, ნელა და ღრმად იწყებს სუნთქვას, რაც იწვევს მთქნარებას. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ივსება, ტვინს უკეთ მიეწოდება და ორგანიზმი საბრძოლო მზადყოფნაშია.
თუ დააკვირდებით, მთქნარების დროს თავს უფრო მსუბუქად გრძნობთ, ორგანიზმი დუნდება და სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ. ეს მოწმობს იმას, რომ მთქნარება ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას. საღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, მთქნარებით ორგანიზმი განტვირთვას ცდილობს და მშვიდი ძილისთვის ემზადება.