კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა კოტე მახარაძისა


კოტე მახარაძე – კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. შეუძლებელია, ის ოდესმე ვინმეს დაავიწყდეს, თუნდაც მისი გამორჩეული ხმის ტემბრით, საუბრის მანერით. ასეთი მაგიური ძალა მსმენელზე აკაკი ხორავას, სპარტაკ ბაღაშვილსა და ეროსი მანჯგალაძეს ჰქონდათ. იგი ლამაზად და საინტერესოდ ცხოვრობდა და ამიტომ ყოველთვის სასიამოვნოა მისი გახსენება. კოტე მახარაძის შესახებ მისი შვილი მაკა მახარაძე გვესაუბრა.
მაკა მახარაძე: მამა ბუნებით ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო, დიდთან – დიდი, ბავშვთან – ბავშვი; არ აწუხებდა ამბიცია. მის განათლებასა და ერუდიციაზე ლაპარაკი, ალბათ, უხერხულიც იქნება, მაგრამ, ეს ადამიანი ცოცხალი ენციკლოპედია იყო. ფაქტობრივად, ყველაფერი იცოდა, რაც არ უნდა გეკითხათ. არ არსებობდა თემა, რომელზე საუბარიც არ შეეძლო. კოტესთან და სოფიკოსთან ბევრჯერ ყოფილან უცხოელი სტუმრები. ისტორიულად საჩვენებელი ოჯახი და სახლი იყო. ერთხელ მათთან ავსტრიელები ისე მივიდნენ, რომ კოტე და სოფიკო არ ელოდნენ. ისეთი გიდობა გაუწია მამამ და ისეთი საინტერესო ეპიზოდები უამბო მათ ავსტრიის ისტორიიდან, რომ სტუმრები გაოგნდნენ – ჩვენ არ ვიცით ამდენი რამ ჩვენი ქვეყნის შესახებო. არც თვითონ გაირთულებდა არასდროს საქმეს და არც გარშემო მყოფებს გაურთულებდა. იმ სირთულეებს, რაც მის ცხოვრებაში უხვად იყო, სულიერად არ გაუტეხავს. და-ძმა რეზინის „კალოშებით“ დადიოდა სკოლაში და შიგნიდან ძირზე გაზეთები ჰქონდათ ამოფენილი, რომ ფეხი არ დასველებოდათ. სულაც არ იყო დალხენილი ოჯახი, მაგრამ, წიგნის დიდი მოყვარულები იყვნენ. დედამისი, ბარბარე ვეკუა-მახარაძე, ათეული წლების განმავლობაში პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგე გახლდათ. მან თაობებს შეაყვარა წიგნი და ამას ეშმაკობით აკეთებდა. როდესაც გაკვეთილები იწყებოდა, დერეფნებში დადიოდა და შატალოზე გამოპარული ბავშვები ბიბლიოთეკაში შეჰყავდა, ვითომ დასამალავად. თაროების უკან მართლაც ჰქონდა სამალავი მოწყობილი, სადაც პატარა მაგიდები ედგა. მამა ფრიადოსანი ყოფილა. არავინ არაფერს აძალებდა, თავისი სურვილით იყო ფრიადოსანი. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული საბალეტო სტუდია. ძალიან უყვარდა ბალეტი და ოპერის თეატრში უკვე სამუშაოდაც მიდიოდა, მაგრამ, ბალეტი მსახიობობამ გადაწონა. ცხოვრებაში ორი კერპი ჰყავდა – ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა. თეატრალურზეც ჩააბარა. მე რომ ბალერინა გავხდი, მამასაც და დედასაც ძალიან უხაროდათ, რადგან ფრთა შევასხი მათ ოცნებას. დედას ბალერინობა სდომებია, მაგრამ, ოცნება ვერ აისრულა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: ბაბუა მეან-გინეკოლოგი გახლდათ და ხან სად გაანაწილებდნენ, ხან – სად. ოჯახიც ყველგან დაჰყვებოდა. ამიტომ, დედამ ეს ვერ მოახერხა. სხვათა შორის, როდესაც ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი, დამთავრებამდე ორი წლით ადრე მამაჩემმა ასეთი ულტიმატუმი წამომიყენა: დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიე და სკოლიდან გამოგიყვანო. ვუთხარი, თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავ, მტკვარში გადავხტები-მეთქი. ვაღიარებ, რომ საკმაოდ ზარმაცი ვიყავი.
– ბატონი კოტე ყველგან გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, ინტელექტით, თავაზიანობით, ელეგანტურობით. სულ სხვა პეწი და ლაზათი ჰქონდა მის გამოჩენას სუფრასთან, მეგობრებში თუ უბრალოდ, როდესაც ქუჩაში მიდიოდა.
– მამა სკოლაშიც და ინსტიტუტშიც, ყველგან ლიდერი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ საბალეტო სკოლა ჰქონდა დამთავრებული, გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით, პლასტიკურობით. სასცენო კოსტიუმების მოხდენილად ტარება იცოდა. სოფიკო ამბობდა და მედიკომაც იცოდა თქმა, რომ კოტე არ არის მექალთანე. თბილისში ყველა მის მექალთანეობაზე ლაპარაკობდა, მაგრამ, სინამდვილეში ასეთი სულაც არ იყო. იმდენად სხვანაირი მამაკაცი იყო თვითონ, იმდენად სხვანაირად ექცეოდა ქალებს, რომ ისინი აქეთ კარგავდნენ თავს. უკვე ასაკში იყო, რომ ამბობდა, ცხოვრებაში წამყვანი ქალიაო.
– კოტე მახარაძე და მედეა ჩახავა თბილისში ლამაზი და სამაგალითო წყვილი იყო, ისევე, როგორც შემდგომში მამათქვენი და სოფიკო ჭიაურელი. როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება იმ ფაქტისადმი, რომ თქვენი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ბატონმა კოტემ თავისი ცხოვრება ქალბატონ სოფიკოს დაუკავშირა?
– მათი დაშორება არა მხოლოდ შვილებისთვის, თვითონ მათთვისაც მტკივნეული იყო, მაგრამ, სოფიკო არ ყოფილა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი,  ის და დედა ერთმანეთის მეტოქეები არ ყოფილან. პირველი რვა წელიწადი არც კი ესალმებოდნენ კოტე და მედიკო ერთმანეთს, იმდენად მძიმე პერიოდი ჰქონდათ. როდესაც „ერთი მსახიობის თეატრი“ გაკეთდა, მახსოვს, სოფიკომ დედა მიიპატიჟა. შემდგომში ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. 19 წლის ვიყავი, ნატოზე ფეხმძიმედ, როცა დაშორდნენ. მთელი ცხრა თვე ვტიროდი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მშობლები დამეღუპნენ. ახალი გათხოვილი ვიყავი და ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვუყურებდი, ყველაფერი მიხაროდა, უცებ კი ასეთი რამ ხდება. მერე მივხვდი, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა და ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით, რაც არ უნდა გვეხვეწა. ამ ორმა ადამიანმა ოცი წლის შემდეგ ვეღარ შეძლო ერთად ცხოვრება. მერე რა მოხდა, ისინი არც პირველები იყვნენ და არც უკანასკნელნი. სოფიკოც საოცარი ადამიანი იყო. დედა და მამა ერთად უფრო ძნელად მახსენდება, ვიდრე სოფიკო და კოტე, რადგან ეს დიდი ხნის წინ იყო. ჩემთვის კოტე სოფიკოსთან უფრო ასოცირდება. დედასთან დაშორების შემდეგ სხვა მეუღლე ჰყავდა, მაგრამ, ცოტა ხანს. დაც მყავს – ბაია მახარაძე.
– „ურიელ აკოსტა“ – ეს ის სპექტაკლია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა. ჯერ ვერიკო ანჯაფარიძე და უშანგი ჩხეიძე თამაშობდნენ, შემდეგ – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი, ბოლოს თქვენმა ქალიშვილმა და სიძემ – ნატო მურვანიძემ და ნიკუშა თავაძემ ითამაშეს. მე ვიცი, რომ ამ სპექტაკლს ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება.
– „ურიელ აკოსტა“ ოთხმოცი წლის წინ დაიდგა ქუთაისის სცენაზე, სადაც უშანგი და ვერიკო თამაშობდნენ. უშანგის შემდეგ ურიელის როლს სერგო ზაქარიაძე და პიერ კობახიძე თამაშობდნენ. მერე ვერიკომ მოინდომა სპექტაკლი აღედგინა. კოტესა და სოფიკოს რომანი სწორედ ამ სპექტაკლიდან დაიწყო. სოფიკოს საკითხი ამ როლზე თავიდანვე გარკვეული იყო – ქალბატონ ვერიკოს უნდოდა, რომ თავის შვილს ეთამაშა, მაგრამ, არ იცოდა, ვინ იქნებოდა ურიელის როლში და კოტეს შესთავაზა. გავიდა წლები. კოტე და სოფიკო აღარ თამაშობდნენ. ითამაშეს ნინო დუმბაძემ და ჟორა სტურუამ, სოფიკო კი ურიელის უსინათლო დედას ასახიერებდა. ტრადიციულად, ვინც აღარ არის ივდითი, დედის როლზე გადადის. გავიდა ისევ წლები და სოფიკომ, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მისი აღდგენა მოასწრო და გადაწყვიტა, ნატოსა და ნიკუშას ეთამაშათ. ნიკუშას ცხოვრებაზე ურიელის როლმა დიდი გავლენა იქონია – უფრო მეტად გამოვლინდა მისი შესაძლებლობები, ვიდრე მანამდე. როგორც ჩანს, სოფიკომ დაინახა მასში რაღაც ისეთი, რაც სხვას არ დაუნახავს. ყველა სპექტაკლს ესწრებოდა, თავზე ადგა. სოფიკო რომ გარდაიცვალა, ძალიან გაუჭირდათ თამაში, თუმცა, ამბობდნენ, ვგრძნობთ, რომ სულ ჩვენთან არისო. ამდენი წლის შემდეგ (პირველი დადგმიდან) სპექტაკლი ქუთაისში წაიღეს. დეკორაციაც კი სპეციალურად ქუთაისის სცენისთვის გაკეთდა, რადგან იქ უფრო დიდი სცენაა, ვიდრე მარჯანიშვილის თეატრში. ნატო და ნიკუშაც ამბობდნენ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი სპექტაკლიაო. პრემიერაზე სოფიკომ ნიკუშას კოტეს ნაქონი საათი აჩუქა, რომელსაც კოტე ხელიდან არასდროს იხსნიდა, ასევეა ნიკუშაც. ნიკუშამ რომ გაიკეთა, საათი მაშინ გაჩერებული იყო. სოფიკომ თქვა: სპეციალურად გავაჩერე იმ დროზე, როცა კოტეს გული გაჩერდაო. სპექტაკლის წინ ნიკუშას შეშფოთებული სახე ჰქონდა და ნატოსთვის უთქვამს, საათი გაჩერდაო. ნატოს უთქვამს: არა უშავს, რას ჯავრობ მაგაზე, ალბათ ელემენტები დაჯდაო. არადა, მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა. სამი საათი გაჩერებული იყო, სანამ სპექტაკლი მიდიოდა და, სპექტაკლი რომ დამთავრდა და ნიკუშა საგრიმიოროში შევიდა, ისევ ამუშავდა. იმ წუთასვე ვუთხარი ნატოს, ახლა სოფიკოც და კოტეც აქ არიან, ჩვენთან-მეთქი. რამდენიმეჯერ იყო რაღაც ისეთი, რომ, არ შეიძლება, არ ირწმუნო. 15 მაისს დედას დაბადების დღეა. ანუკამ ნახა სიზმარში – აიხედეთ ხოლმე ცაში, მე ხომ იქიდან გიყურებთო.

скачать dle 11.3