კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შედეგები მოაქვს ადამიანის კარიერასა და პირად ცხოვრებაში კვირის კონკრეტულ დღეს შეჭრილ თმას და შეცვლილ იმიჯს


ახლა ის დროა, როცა ყველა ადამიანი ცდილობს, ფორმაში იყოს. ზაფხულში ხალისი გვიბრუნდება და, გვინდა, იმიჯის, თმის ვარცხნილობის შეცვლა... ამას კი მაშინ ვახერხებთ, როცა გადაქანცული სამუშაოს მერე, დრო დაგვრჩება. რასაკვირველია, არასდროს ვაკვირდებით – რა დღეა, რომელი საათი და დღის რომელი მონაკვეთი. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა თუ ვარცხნილობის გაკეთება, სასურველი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საფრთხეში აგდებს სიცოცხლესაც კი. თუ როდის უნდა ვერიდოთ თმის შეჭრას, რა ზიანის მოყენება შეუძლია არასასურველ დროს  ვარცხნილობის გაკეთებას და ზოგადად, რა ინფორმაციას მალავს ჩვენს შესახებ თმის ღერი, ამ თემებთან დაკავშირებით, ქალბატონი ნანი, მეტად საჭირო და დასაფიქრებელ ინფორმაციას მოგაწვდით.
– ქალბატონო ნანი, გამიგია, რომ კვირის გარკვეულ დღეს თმის შეჭრა სახიფათოა. კერძოდ, რა საფრთხეზეა საუბარი და როდის არის საშიში ვარცხნილობის შეცვლა?
– მიყვარს, როცა ადამიანებს რჩევებს ვაძლევ, შესაძლო საფრთხისგან თავდასაცავად თუ ჩემს რჩევას გულისყურით მიუდგებიან და საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას დაიზღვევენ, მხოლოდ მოხარული დავრჩები. თუ არა და, ეს მათი ნებაა და მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ. მოდი, ახლა დავუბრუნდები თემას და დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კვირის გარკვეულ დღეებში, თმის შეჭრით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სტილისტთან წასვლა თქვენთვიის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა და რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. ასევე, არც კვირა დღეს ვარგა თმის შეჭრა. ძველ ეზოთერულ ლიტერატურაში წერია, რომ პარასკევსა და კვირა დღეს თმის მოჭრა იმიტომ არ ვარგა, ამით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ბედ-იღბალს და კარიერას უქმნით გარკვეულ საფრთხესო. ვფიქრობ, გარისკვა არ ღირს და უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ ის დღე, როცა თმის მოჭრა სასურველია თქვენთვის და არც ძველი ეზოთერული სიბრძნე, თუ გნებავთ რჩევა დაარქვით, დაივიწყოთ. ამ დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც.
– კერძოდ, რას უნდა მივაქციოთ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება?
– ახლავე მოგახსენებთ. თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში – მაშინ შედარებით გვიან.
– და, კვირის დღეებიდან რომელ დღეს არის მიზანშეწონილი, ეზოთერული თვალსაზრისით, თმის შეჭრა და ახალი ვარცხნილობის გაკეთება?
– მოდით, იმას ვეტყვი, კვირის კონკრეტულ დღეს შეჭრილ თმას და შეცვლილ ვარცხნილობას რა შედეგები მოჰყვება და თავად გადაწყვიტეთ, როდის დაგეგმავთ ამ კუთხით იმიჯის შეცვლას. მაგალითად, თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათ დღეს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში, ასევე, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს და ფრიად მომხიბვლელს გაგხდით. აი, პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. თანაც, ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. კვირის დღეებიდან კარგია თმის შეჭრა შაბათს, ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ ადვილად დაძლიოთ მარტოობა, დეპრესია და გაიჩინოთ თანამოაზრეები. ასევე, შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ. ასევე, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდებით და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. თუ დამიჯერებთ და კვირა დღეს არ შეიჭრით თმას, მაშინ  უახლოეს მომავალში ასცდებით მთელ რიგ უსიამოვნებებს. კვირა დღეს თქვენი და თქვენი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ამის გაწყვეტა და შესუსტება თმის მოჭრით, სწორედ კვირას ხდება და ამას კატეგორიულად არ გირჩევთ. მაგრამ, თუ არ გაითვალისწინებთ და კვირას მაინც შეიჭრით თმას, შეიცვლით ვარცხნილობას, მაშინ იცოდეთ, ამით კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. ასე რომ, თუ ზედმეტი პრობლემა და ბარიერი არ გსურთ ცხოვრებაში, მაშინ კვირა დღეს არ უნდა დაგეგმოთ თმის შეჭრა.
– ხანდაზმული ადამიანებისგან ისიც მსმენია, თითქოს, საკუთარი ხელით მოჭრილ თმას უბედურება მოაქვს. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– კარგია ეს კითხვა რომ დამისვით, რადგან  ბევრმა არ იცის, რომ  თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება. მას უბედობა და პრობლემები ახლავს თან. ეს სიცოცხლის შემოკლებასაც კი უწყობს ხელს და საგრძნობლად  ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. არც მზის ჩასვლის შემდეგ ვარგა თმისა და ფრჩხილის მოჭრა-დამოკლება.
– გამიგია, რომ კვირა დღეს ბევრი ადამიანი ფრჩხილის მოჭრასაც ერიდება. ეს ყოველივე ზემოთქმულთან რაიმე კავშირშია?
– რასაკვირველია, კავშირშია და ზუსტად იგივეს ვიტყვი კვირა დღეს ფრჩხილების დაჭრაზე, რასაც თმაზე. არც კვირა დღეს ვარგა ფრჩხილის მოჭრა და არც იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოევლინეთ.
– რომელ დღესაც დავიბადეთ, იმ დღეს რატომ არ ღირს ფრჩხილის მოჭრა?
– ამით თქვენსავე ბედნიერებას შეებრძოლებით და ხელს შეუშლით საკუთარ კეთილდღეობას. სხვათა შორის, ამ ელემენტარული ეზოთერული წესებისა თუ ცრურწმენების გათვალისწინებით, დაიცავთ საკუთარ ბედ-იღბალს შესაძლო საფრთხეებისგან და, ვფიქრობ, ეს ნამდვილად გიღირთ ამად.
– კონკრეტული თმის ვარცხნილობა თუ აგებს პასუხს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობაზე?
– დიახ, აგებს და ამაზეც გეტყვით. უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარესამყაროსთან, მარცნივ და უკან გადავარცხნილი – ლოგიკურ აზროვნებაში გვეხმარება,  გაშლილი – კი უდარდელობის ნიშანია და გოგონა ან ქალბატონი საპირისპირო სქესის მეტ დაინტერესებას იწვევს. ხვეული და გაშლილი თმა ადამიანს წარმატებას ჰპირდება საქმიან სფეროში. ზოგადად, თმა ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ის ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და მოწესრიგებაში გვეხმარება. თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას და ინახავს ჩვენს წარსულსა და აწმყოს. ეს ყოველივე კი ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას. ასე რომ, თმას მარტო დეკორატიული ფუნქცია არ აკისრია. უეცარი იმიჯის შეცვლა ამ კუთხით, განსაკუთრებით, თქვენთვის კვირის არასასურველ დღეს, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს და ამას სათანადო ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

скачать dle 11.3