კიევი „ევრო 2012-მდე“ დარჩენილ საათებს ითვლის
კიევის ცენტრალურ უბანში 13-ტონიანი ელექტრონული საათი დაიდგა, რომელმაც დროის ათვლა 8 ივნისს დაიწყო და ეს გაგრძელდება ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, რომლის გახსნამდე წელიწადზე ოდნავ ნაკლები დარჩა. ტაიმერი ზუსტად 8 ივნისს ჩაირთო, იმ დროს როდესაც ერთ წელიწადში ვარშავაში გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონიალი. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი პოლონეთ-უკრაინაში ჩატარდება, გახსნის მატჩი – ვარშავაში, ხოლო ფინალი – კიევში.