ტუალეტის ქაღალდი – ბერტი ფოგთსისთვის
მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტულოვანი გერმანელი სპეციალისტი ბერტი ფოგთსია, რომელმაც 1996 წელს გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა. უკანასკნელი მატჩებია, აზერბაიჯანის ნაკრები უხარისხო ფეხბურთს თამაშობს და ბოლოს ზედიზედ ორჯერ დამარცხდა ყაზახეთისა და გერმანიის ეროვნულ გუნდებთან. ამბობენ, რომ ფოგთსის მუშაობით აზერბაიჯანის მთავრობის ზედა ეშელონებშიც გამოხატავენ უკმაყოფილებას და, შესაძლოა, მას ახლო მომავალში კარისკენაც მიუთითონ. თუმცა, მანამდე თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ნაკრების წარუმატებელი თამაშების გამო, პროტესტის ნიშნად, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მწვრთნელს ტუალეტის ქაღალდის რულონი ესროლეს.