რაიან გიგზის სექსუალური სკანდალი გრძელდება
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ნახევარმცველის, რაიან გიგზისა და ტელევარსკვლავ იმოგენ ტომასის რომანის გამოაშკარავებისგან მიღებული შოკის შემდეგ, ფეხბურთის ქომაგებმა, ახალი, უფრო მეტად შოკის მომგვრელი ცნობა შეიტყვეს. მავანი ინფორმატორის თქმით უელსელ ფეხბურთელს რომანი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ძმის, როდის ცოლთან – ნატაშასთან ჰქონია. მათი ურთიერთობის თემა ისევე ტაბუდადებული გახდა, როგორც რომანი ტომასთან. თუმცა, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ გიგზის გარდა, ნატაშას რომანი „მანჩესტერის” კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა, მათ შორის, ამჟამად გუნდიდან წასულ დუაიტ იორკთან, ფილ ბირდსლისთან და დენი სიმპსონთან. საინტერესოა, რომ იმოგენ ტომასმა ამ ცნობის გავრცელების შემდეგ განაცხადა, ვფიქრობდი, გიგზისთვის ერთადერთი ვიყავიო. გიგზმა კი, რომელიც ჯერაც თავს არიდებს კომენტარების გაკეთებას, თავის თანაგუნდელ უეინ რუნის მიჰბაძა და თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას შეუდგა.