რონალდოს უკანასკნელი 15 წუთი
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, დიდი ფეხბურთიდან გაცილება მოუწყო ლეგენდარულ ფორვარდსა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს – რონალდოს. ფეხბურთელმა თავისი უკანასკნელი 15 წუთი „პენტაკამპეონების” ყვითელ მაისურში გაატარა და საბოლოოდ დაემშვიდობა ქომაგებს. ამხანაგური მატჩი სან-პაულოში გაიმართა და ბრაზილიის ნაკრებმა, ანგარიშით 1:0, რუმინეთის ნაკრები დაამარცხა. რონალდო მოედანზე პირველი ტაიმის 30-ე წუთზე გამოვიდა შეცვლაზე, გოლის ავტორის – ფრედის ნაცვლად და, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მომენტი შეექმნა გოლის გასატანად, მან ვერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის აღება. რონალდოს ნახვა საფეხბურთო მოედანზე ნამდვილი ზეიმი იყო ბრაზილიელი ქომაგებისთვის.