კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვილიარეალის” რომელი ფეხბურთელი იქცა გუნდის საკვანძო ფიგურად პირველივე სეზონში და რით დაიმსახურა მან ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღება



2010-2011 წლების სეზონის ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, ანუ „პრიმერა დივიზიონი“, როგორც მას ფეხბურთის ქომაგები უწოდებენ, ისტორიის საკუთრება გახდა. გასული სეზონის განმავლობაში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელთა შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ „რეალისა” და „ბარსელონას” „ელ კლასიკოდ” წოდებული ისტორიული დაპირისპირება, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრებს სევდისა და სიხარულის მომგვრელი არაერთი წუთი მოუტანა. გთავაზობთ გასული სეზონის ესპანეთის „პრიმერა დივიზიონის“ ათ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს.
კრიშტიანუ რონალდუ  „რეალი”
მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო შედეგების მხრივ რონალდუ მნიშვნელოვნად ჩამორჩა „ბარსელონის” „ათიანს“, წელს მან ერთი ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელიც მესისთვის ჯერაც მიუღწეველია: 41 გოლი ერთი სეზონის განმავლობაში, მიღწევა, რომლის განმეორება საუკუნეში ერთხელ არის შესაძლებელი. განვლილ სეზონში რონალდუმ სხვადასხვა პოზიციებზე ითამაშა და მთლიანობაში ურიგო შედეგი არ უჩვენებია: 41 გოლიდან. მან 29 მარჯვენა ფეხით, 8 მარცხენათი და 4 თავით გაიტანა. მომავალი სეზონიდან ვარსკვლავი ამ რეკორდის გაუმჯობესებასა და კატალონიელების ჰეგემონიის დასრულების დასაწყისს ჰპირდება თავის ქომაგებს.
ლიონელ მესი – „ბარსელონა”
მესი თავისი თაობის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც ჯერაც არ გამოუვლენია თავისი პოტენციალი სრული სიმძლავრით. გუარდიოლას მიერ მისთვის პოზიციის შეცვლის შემდეგ, მესის დისპეტჩერული ალღო გაეხსნა, რაც სეზონის განმავლობაში 18 საგოლე გადაცემაში აისახა.  როგორც კი არგენტინელი თავდამსხმელი ბურთს  იღებს, ხიფათი მეტოქის კართან გარანტირებულია. „ესპანიოლას” არგენტინელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინიოს აზრით, ლიონელ მესი ყველაზე დიადი ფეხბურთელია, რომელიც მას ოდესმე უნახავს საფეხბურთო მოედანზე, უნიკალური და განუმეორებელი. არადა, ფეხბურთელობის დროს, პოჩეტინიოს არგენტინის ნაკრებში, ბატისტუტას, კანიჯასა და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ უთამაშია.
მესუთ ოზილი – „რეალი”
თურქული წარმოშობის გერმანელმა თავის პირველსავე სეზონში იპოვა საკუთარი თავი მადრიდულ სუპერკლუბში და ქომაგთა ნაწილმა, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ოზილის ზიდანთან შედარებაც კი დაიწყეს. „რეალის” ყოფილი სპორტული დირექტორის, ხორხე ვალდანოს აზრით, მესუთ ოზილს საფეხბურთო მოედანზე სასწაულების ჩადენა ძალუძს.
ჯუზეპე როსი – „ვილიარეალი”
„ვილიარეალის” შემადგენლობაში წლევანდელ სეზონში ნათამაშები 36 მატჩში იტალიელმა ფორვარდმა 18 გოლი გაიტანა. მინიატურული ზომის ფეხბურთელის მიმართ თავისი ინტერესი გამოხატა კატალონიურმა „ბარსელონამ” და კერძოდ მისმა მწვრთნელმა ხოსე გუარდიოლამ, რომელსაც იტალიელის თავისი კლუბის რიგებში ნახვა სურს მომავალი სეზონიდან. როსი, რომელიც ამასობაში იტალიის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება, წინააღმდეგი არ არის, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის ფორმა ჩაიცვას, თუმცა, ყოველ ინტერვიუში იმეორებს, რომ „ვილიარეალი” მისთვის სამუდამოდ დარჩება ყველაზე სათაყვანებელ კლუბად.
სერხიო აგუერო – „ატლეტიკო” მადრიდი
აგუერო რომ ექსტრაკლასის მოთამაშეა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მარადონას სიძემ განვლილ სეზონში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ფეხბურთის გულშემატკივრებს და სეზონის განმავლობაში 20 გოლი გაიტანა. აგუერო აღარ მალავს, რომ „ატლეტიკოს” დონე მისთვის აღარ  კმარა და ძალების მოსინჯვა გაცილებით ძლიერ კლუბში სურს. ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩს რამდენიმე ათეული მილიონი აქვს გადანახული სპეციალურად სერხიო აგუეროს შესაძენად.
ხავი  – „ბარსელონა”
ხავი მუდამ უმაღლეს დონეზე მომზადებული გამოდის და ძნელად თუ გაიხსენებს ვინმე, მის მიერ ჩაგდებულ თამაშს. კატალონიაში ხუმრობენ, რომ იმ პოეზიაზე, რომელიც „ბარსელონას” მიერ იწერება, პასუხისმგებელი სწორედ ხავია. სულით ხორცამდე კატალონიელი ხავის სხვა კლუბის მაისურში წარმოდგენა შეუძლებელია და, მოსალოდნელია, რომ მისი შედეგიანი „პასებით“ მომავალ სეზონშიც არაერთი კლუბი დაზარალდება.
ანდრეს ინიესტა – „ბარსელონა”
ინიესტა წელსაც „ბარსას” საკვანძო ფიგურა იყო. არაჩვეულებრივი ინტუიციის მქონე ნახევარმცველს მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს, ხოლო მისი „პასების“ სიზუსტე აღფრთოვანებას იწვევს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს შორისაც კი. წელს ინიესტამ „ბარსას” რიგებში 8 გოლი გაიტანა და ეს არის მისი საუკეთესო მაჩვენებელი კატალონიურ გრანდში გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში.
ბორხა ვალერო – „ვილიარეალი”
პირველსავე სეზონში ვილიარეალელი ბორხა ვალერო გუნდის საკვანძო ფიგურად იქცა. კლუბის მეტსახელი ყვითელი ფერის ფორმის გამო, „ბითლზების” ცნობილი სიმღერის მსგავსად, „ყვითელი  წყალქვეშა ნავია” და სწორედ ამ ნავის დირიჟორობა იტვირთა ვალერომ, რომლის ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, ვისენტე დელ ბოსკესთვის, რომელმაც უმალ უხმო ბორხას „ფურია როხას” რიგებში.
ვიქტორ ვალდესი – „ბარსელონა”
შესაძლოა, იკერ კასილასი პლანეტის საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ, გასულ სეზონში ვალდესმა უკეთესად ჩაატარა ჩემპიონატი და დამსახურებულად მიიღო ლეგენდარული ზამორას სახელობის პრიზი, რომელიც საუკეთესო ესპანელ გოლკიპერებს გადაეცემათ ხოლმე სეზონის დასრულების შემდეგ.
ხოსე ანტონიო რეიესი – „ატლეტიკო” მადრიდი
„ატლეტიკოს” ყოფილმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა, ერთ დროს ყველაზე იმედის მომცემ ესპანელ ფეხბურთელს, რეიესს, მეორე სიცოცხლე შთაბერა და ყველასგან დავიწყებული სპორტსმენი ტოპ-კლასის მოთამაშედ აქცია. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, ჯიუტად არ იწვევს მას ნაკრებში, თუმცა აცხადებს, რომ მეორე შანსი მას აუცილებლად მიეცემა. ასე რომ, დაველოდოთ.

скачать dle 11.3