კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაოცნებარი

 

 

 

„ამას გვიმალავდით?!“

მის მინისტრობას თითქოს ცუდი პირი არც უჩანდა, მაგრამ, რაკი არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით, პოსტრევოლუციურ საქართველოში, პოსტს ისიც გამოემშვიდობა. ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი სურვილით, თუმცა არაოფიციალურ ვერსიად გადაღლა დასახელდა (მეორე მხრივ, თუ ამ ჩვენს არცთუ მხცოვან სახმოხელეებს გადავხედავთ, მათი გაჭაღარავების ხარისხი არა ასაკის, არამედ თანამდებობაზე ყოფნის ვადის პირდაპირპროპორციულია, ასე რომ, გადაღლის ვერსია, შესაძლოა, არც კი იყოს ყურით მოთრეული). ზოგიერთი ბ-ნი ბაინდურაშვილისა და ფინანსთა მინისტრის პორტფელის გაყრას კონტროლის პალატის შემოწმების შედეგებსაც უკავშირებს. როგორც უნდა იყოს, იგი ახლა უკვე საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს.

მმართველმა გუნდმა ის მადლობებით გააცილა (ეს უკვე ტრადიციაა!), მის ნაცვლად კი უკვე ორშაბათიდან მინისტრის ფუნქციას ბ-ნი დიმიტრი გვინდაძე ასრულებს (ეს უკანასკნელი დაწინაურებამდე მოადგილედ მუშაობდა). ძველი მინისტრი, ჩვეულებისამებრ, პრემიერ-მინისტრმა გააცილა. შესაბამისად, ახალიც მანვე მოაცილა. მეტიც, ბ-ნმა გილაურმა გაგვიმხილა, რომ წლევანდელი მსოფლიო საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრანზაქცია, ათწლიანი ევრობონდები, სწორედ გვინდაძის დამსახურებაა (და ვითომ მერე რა, რომ 300 მილიონით მეტის გადახდა მოგვიწევს, ვიდრე მოგვიწევდა?!). მეორე მხრივ, მისივე დამსახურება ყოფილა ოთხ-ნახევარი მილიარდის მოზიდვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება კითხვა: თუ ეს ჩვენი საფინანსო ცხოვრება ბ-ნი გვინდაძის კისერზე გადადიოდა, მინისტრი ბაინდურაშვილი რას აკეთებდა?

მთვარიან ღამეებში საქართველოს ფოსტაზე ოცნებობდა?!

 

скачать dle 11.3