კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასოჩაწერტილებულები

 

 

„მე იმ გვარისა ვარ, უკან დახევა რომ არ სჩვევია“

იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში „ჯერ არსმენილი“, ზედაც „ჯერ არგაგონილი“ ნოვაციები იგეგმება, პოსტსაბჭოთა სივრცეც აღიარებს (ზოგიც – დელეგაცია-დელეგაცია პირდაპირ ჩამოდის ადგილზე გასაცნობად, ზოგიც, თურმე, ჭუჭრუტანიდან გვითვალთვალებს) და სრულიად ცივილიზებული მსოფლიოც (ჩვენს სამშობლოში ოხრად ჩამოსული უცხო-უცხო ექსპერტ-ჩინოვნიკები გვარწმუნებენ, ასეთი დემოკრატია არსად გვინახავსო. და, მართლაც, აბა, სად ნახავდნენ, როდესაც ერთ ეგზემპლარად ვართ?!).

უნახავთ თუ არა, სწორედ ამ ნოვაციათა რიგშია ბიომეტრული პასპორტებიც, რომლებიც აქეთ –  თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს, იქით – მის მფლობელებს გაგვიადვილებს ყოფა-ცხოვრებას (როგორც პრეზიდენტმა გვითხრა, პასპორტი თმის დაყენების გარდა, ყველანაირ საქმეში წაგვადგება). თუმცა, რაკი ლაქები მზესაც აქვს, არც ეს ჩვენი ბიომეტრული მომავალი აღმოჩნდა მთლად ცამოკრიალებული. კერძოდ, გაირკვა, რომ გრძელ-გრძელი გვარ-სახელის პატრონებს ან გვარს, შეუმოკლებენ, ან სახელს, ანდა, სულაც – ორივეს ერთად. ამ დამოკლებას კი მეტად საპატიო მიზეზი ჰქონია: ტექნიკურად ვერ ხერხდება ამ ჩვენი გვარ-სახელების ქართული და ინგლისური ვერსიების ერთ ხაზზე მოთავსება, ამიტომაც გადამწყდარა მათი ხილულად დამოკლება. თუმცა გვაიმედებენ, რომ შესაბამისი მოწყობილობები სრულად წაიკითხავს (ცნობისთვის: ამოგდებული ასოების ნაცვლად წერტილები იქნება). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პროგრესი და კარგი ცხოვრება მსხვერპლს მოითხოვს, ასოჩაწერტილებას დანომრვა ხომ არ აჯობებდა?! არც თარგმანი დასჭირდებოდა, თან, ერთ ხაზზეც თავისუფლად დაეტეოდა.

P. S. „ნუ იზამ, ყმაწვილო, ამას, ასეთ დროს ქაჯი ვერ გავა ენგურზე…“

„არა, გავალ როგორმე“.

სთქვა თარაშმა და სადავე დაუმოკლა ცხენს.

„მე თქვენ გირჩევთ, დაბრუნდით, ყმაწვილო“.

თარაში წასვლას დაადგა და მებორნე შეეკითხა:

რა გვარის ხართო?

„მე იმ გვარის ვარ, უკან დახევა რომ არა სჩვევია“.

 

скачать dle 11.3